ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ევროპის ქვეყნებში საწვავის ფასების მიმოხილვას აქვეყნებს. მარტის თვის დასაწყისში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი გაიზარდა 0,02 ევროთი/ლიტრაზე და შეადგენს საშუალოდ 1,21 ევროს/ლიტრაზე. ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, პორტუგალიასა და ნორვეგიაში . ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. კერძოდ, ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1.83 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,91 ევროს, დიზელის საწვავი – 1,50 ევროს; ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,58 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,68 ევროს, დიზელის საწვავი – 1,49 ევროს; პორტუგალიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ...
Read More »