ნავთობპროდუქტები

რუსეთს ერთ თვეში, ნავთობის რეალიზაციიდან შემოსავალი $3,2 მილიარდით შეუმცირდა

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის შემოსავალი ნავთობის ექსპორტიდან სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით 17,3%-ით, ანუ $3,2 მილიარდით შემცირდა. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება. გამმოცემა წერს, რომ რუსეთის შემოსავალი ნავთობის ექსპორტიდან სექტემბერში $15,3 მილიარდამდე შემცირდა, რაც მთელი 2022 წლისთვის ყველაზე დაბალი თვიური მაჩვენებელია. ამის მიზეზი იყო აგვისტოსთან შედარებიტ, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის დღეში 390 000 ბარელით შემცირება. ზოგადად, IEA-ს მონაცემებით, წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ქვეყნების წილი რუსული ...

Read More »

უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ რუსეთიდან ინდოეთში ნავთობის ექსპორტი 5-ჯერ გაიზარდა

უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ რუსეთიდან ჩინეთსა და ინდოეთში წიაღისეული საწვავის ექსპორტი საგრძნობლად გაიზარდა. შედეგად, მიუხედავად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპასა და იაპონიაში შემცირებული მიწოდებისა, რუსეთი წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალს საომარი მოქმედებების დასაფინანსებლად კვლავ იყენებს. ენერგეტიკისა და ჰაერის სისუფთავის კვლევის ცენტრის ანალიზის თანახმად, ივლის-აგვისტოში, თებერვალსა და მარტთან შედარებით, ჩინეთში რუსეთიდან ენერგეტიკული ექსპორტის ღირებულება 30 მილიონი ევროთი (17%-ით) გაიზარდა. ქვანახშირის ექსპორტსა და ...

Read More »

“დრუჟბას” სადენის დაზიანების ფონზე, ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  12 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 94.76 (+0.46)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  89.63 (+0.28)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის  11 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  96.19 (-  1,73)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  91.13  (-  1,51)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

რუსეთმა ევროპაში ნავთობის ტრანზიტისთვის, საზღვაო ბაზრის 60% დაკარგა

რუსეთმა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროპაში ნავთობის ტრანზიტისთვის, საზღვაო ბაზრის 60% დაკარგა. ამის შესახებ Bloomberg წერს. გამოცემის ცნობით, რუსეთი რვა კვირაში თითქმის მთლიანად დაკარგავს ამ ბაზარს და უახლესი სანქციები, ნაკადების სხვა ქვეყნებში გადამისამართებას მნიშვნელოვნად გაართულებს. 7 ოქტომბრამდე ოთხი კვირის განმავლობაში, ევროპაში რუსული ნავთობის მიწოდება დღეში საშუალოდ 630 000 ბარელს შეადგენდა  რაც შეჭრამდე 1,62 მილიონი ბარელი იყო.

Read More »

შემოსავლების სამსახური: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსეთიდან 81 ათასი ტონა სანქცირებული ნავთობპროდუქტი შემოვიდა, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსეთიდან 81 ათასი ტონა სანქცირებული ნავთობპროდუქტი შემოვიდა, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და უწყების დისკრედიტაციას, – ამის შესახებ ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება მედია საშუალებებითა და ,,ანტიკორუფციული მოძრაობის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლაშა ფარულავას მიერ გაკეთებულ მორიგ, დეზინფორმაციულ განცხადებას საქართველოში სანქცირებული ნავთობის შემოტანის თაობაზე. აღნიშნული ...

Read More »

გიორგი ჩიქოვანი თურქმენეთის სახელმწიფო კონცერნ „თურქმენგაზის“ ხელმძღვანელობას შეხვდა

თურქმენეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი ნავთობისა და გაზის კორპორაციის დელეგაცია, გენერალური დირექტორის, გიორგი ჩიქოვანის ხელმძღვანელობით, თურქმენეთის სახელმწიფო მინისტრს, სახელმწიფო კონცერნ „თურქმენგაზის“ თავმჯდომარეს ბატირ ამანოვსა და გაზის სახელმწიფო კონცერნის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობისა და გაზის კორპორაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთში, კონსტანტინე საბიაშვილი. „ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრის მთავარ მიზანს ერთობლივი საქმიანობის ორგანიზება წარმოადგენდა, რაც ...

Read More »

ერთკვირიანი ზრდის შემდეგ, ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის  10 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  97.69 (-0.23)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  92.59 (-0.05)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ნავთობის ფასი 6-წლიან მინიმუმამდე დაეცა

აშშ-ში საწვავზე ფასებმა ზრდა ისევ დაიწყო

OPEC+-ის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ნავთობის მოპოვების შემცირებას ითვალისწინებს, აშშ-ში საწვავზე ფასებმა ზრდა დაიწყო. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. „საკვებზე ფასები გაიზრდება, კი არ შემცირდება. მე მანამდე შევძელი საწვავზე ფასების დაკლება, თუმცა ახლა მან ზრდა დაიწყო იმის გამო, რაც OPEC+-ში რუსებმა და საუდეველებმა გააკეთეს“, – განაცხადა ბაიდენმა მერილენდის შტატში სიტყვით გამოსვლისას. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ განაგრძობს ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე ...

Read More »

Goldman ნავთობის ფასის პროგნოზს 104 დოლარამდე ზრდის

საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs ნავთობის ფასის მიმდინარე და 2023 წლის პროგნოზს ზრდის. გაზრდის მიზეზი OPEC+-ის გადაწყვეტილებაა, რომელიც ნავთობის მოპოვების 2 მილიონით შემცირებას გულისხმობს, რაც  COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ ნავთობის მოპოვების ყველაზე მასშტაბური შემცირებაა. OPEC+-ის წევრი ქვეყნები, რომელშიც რუსეთიც შედის, ნავთობის მოპოვების შემცირებაზე ოთხშაბათს შეთანხმდნენ. ამ ნაბიჯით ჯგუფი ნავთობის ფასის ვარდნის შეჩერებას ცდილობს. მათი განმარტებით, გადაწყვეტილება ემყარება გაურკვევლობას, რომლითაც მოცულია გლობალურ ეკონომიკა და ...

Read More »