ნავთობპროდუქტები

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა $83-ს გადააჭარბა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,24 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 83,04 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ნავთობის ფასი $80-იან ნიშნულს ასცდა

2022 წლის 14 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  81.28 (+0.65)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75.99 (+0.60)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

დაანგრევს თუ არა რუსეთის ეკონომიკას რუსულ ნავთობზე ევროკავშირის მიერ დაწესებული ემბარგო?

დასავლეთი რუსული ნავთობ-დოლარების მიმართ უპრეცედენტო სანქციებს აწესებს. ევროკავშირის ემბარგო და G7-ის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული  ფასის ზღვარი ერთდროულად ამოქმედდება. გაუძლებს თუ არა რუსეთის ეკონომიკა ასეთ დარტყმას? – ამ კითხვას პასუხი Deutsche Welle-მ გასცა.   რა ხდება?   უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის კიდევ ერთი სადამსჯელო ღონისძიება 5 დეკემბერს ძალაში შევიდა. კონკრეტულად კი, ეს ნავთობის ემბარგოს გულისხმობს. აკრძალვა ეხება საზღვაო ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს

2022 წლის 13 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  77.99 (+  1,89)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73,17  (+   2,15)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ენერგეტიკის საერთაშორისო ადმინისტრაციის განცხადების შედეგად ნავთობი ძვირდება

თურქეთში ნავთობის მარაგი აღმოაჩინეს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინფორმაციით, გაბარის მთის რაიონში ნავთობის დიდი მარაგი აღმოაჩინეს. არსებული მონაცემებით, ნედლი ნავთობის სუფთა მარაგი 150 მილიონ ბარელს შეადგენს. აღმოჩენილი ნავთობის მარაგის ღირებულება $12 მილიარდს შეადგენს.

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

მ/წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2022 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 19,61 ათასი ტონა, რაც 2,49 ათასი ტონით ანუ 14,5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (17,12 ათასი ტონა) შედარებით. მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში  საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან – 4,02 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 20,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი – 3,62 ათასი ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა, თუმცა კვლავაც $80-ზე ქვემოთ რჩება

2022 წლის 12 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  78.39 (+2.29)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73.76 (+2.74)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

რომელი ქვეყნები ყიდულობენ რუსეთისგან ნედლ ნავთობს

უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საზღვაო ნავთობის ექსპორტი რუსეთიდან ინდოეთში 14-ჯერ გაიზარდა ხოლო ჩინეთში 1,6-ჯერ. სააგენტო Anadolu მონაცემებს ლონდონში დაფუძნებულ (რეალურ დროში მონაცემთა თვალთვალის კომპანია) Vortexa-ზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ნედლი ნავთობის გადაზიდვის მარშრუტი თანდათან შეიცვალა. თუ გასულ წელს ინდოეთს რუსეთიდან დღეში მაქსიმუმ 35 000 ბარელი ნედლი ნავთობი შემოჰქონდა, მაშინ იანვარ-თებერვალში შესყიდვები პრაქტიკულად გაქრა. რუსული ნავთობი ფასდაკლებით გაყიდვის ...

Read More »

თურქეთის სრუტეებთან ნავთობის ტანკერების გადაადგილება კვლავ შეზღუდულია, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეალიზაციას ხელს უშლის

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, თურქეთის სრუტეებთან ნავთობის ტანკერების გადაადგილება კვლავაც შეზღუდულია, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეალიზაციას უშლის ხელს. როგორც „როიტერი“ წერს, თურქეთის საზღვაო უწყებამ განაცხადა, რომ არ დაუშვებს თურქეთის ტერიტორიულ წყლებში ნავთობმზიდ გემებს, რომელთა ეკიპაჟიც ვერ წარმოადგენს სადაზღვევო კომპანიების წერილობით გარანტიას. ამ წერილის წარდგენის სავალდებულო წესი თურქეთში თვის დასაწყისიდან ამოქმედდა. თავის მხრივ, სადაზღვევო კომპანიებში აცხადებენ, რომ თურქეთის მიერ მოთხოვნილ დოკუმენტებს ვერ წარადგენენ, ...

Read More »

პუტინი ნავთობმოპოვების შემცირებით იმუქრება

რუსეთის მთავრობა ევროკავშირის ზღვრული ფასების საპასუხოდ ნავთობმოპოვების შემცირებას განიხილავს. ამის შესახებ პუტინმა ბიშკეკში ვიზიტის დროს განაცხადა, რასაც „ტასი“ ავრცელებს. „საჭირო შემთხვევაში წარმოების შემცირების შესაძლებლობას განვიხილავთ. ჩვენ OPEC+-თან წარმოების ოდენოაზე შეთანხმება გვაქვს და ვიფიქრებთ, თუ რა შევცვალოთ,“ – აცხადებს პუტინი. ის ხაზგასმით აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და რუსეთი ამჟამად რეაგირების ვარიანტებს განიხილავს, ხოლო შესაბამისი ბრძანებულება, პუტინის თქმით, ...

Read More »