ნავთობპროდუქტების გაიაფების ტენდენციას საქართველოს ბაზარი ამჯერადაც დაგვიანებით უპასუხებს. დაახლოებით 10-14 დღიანი პერიოდია საჭირო, რომ საწვავის გაიაფების ტენდენცია ადგილობრივ ბაზარზეც დაიწყოს. როგორც ცნობილია, გლობალურ ბაზრებზე საწვავი იაფდება. „შავი ოქროს“ ღირებულებამ პარასკევის სავაჭრო სესიაზე მკვეთრად იკლო. თბილისის დროით 13:38 საათისთვის Brent-ის მარკის ნავთობმა 5,63% დაკარგა და ბარელზე $77,59 შეადგინა, ხოლო ამერიკული WTI კიდევ უფრო მკვეთრად – 6,77%-ით გაიაფდა და ბარელის ფასი $73,1-ით განისაზღვრა. ...
Read More »