ნავთობპროდუქტები

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  22 სექტემბერს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  90.25 (+0.42)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  83.37 (+0.43)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ჩინეთმა რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტზე ერთ თვეში 8,3 მილიარდი დოლარი დახარჯა

ჩინეთმა აგვისტოში რუსული ნავთობპროდუქტების, გაზისა და ნახშირის იმპორტზე რეკორდული 8,3 მილიარდი დოლარი დახარჯა, ოფიციალური მონაცემებს საბაჟო სტრუქტურა აქვეყნებს. ჩინელმა მყიდველებმა შეიძინეს რეკორდული 44 მილიარდი დოლარის რუსული ენერგორესურსები 6 თვის განმავლობაში, ეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ. საბაჟოს მონაცემებით, აგვისტოში საწვავის ხარჯი 68%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. ევროკავშირი თებერვლიდან ცდილობდა რუსეთის ენერგეტიკაზე უარის თქმას და მისი წევრები მაისში ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,14 მილიონი ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,14 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 430,774 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  გაიზარდა 1,57  მილიონი ბარელით  და შეადგინა  214,61 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა  1,23 მილიონი ბარელით და შეადგინა  117,25 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა  და შეადგინა 12,1 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

Read More »

ევროპული სანქციების ფონზე რუსეთი აზიაში საწვავის მიწოდებას გაზრდის

Bloomberg-ის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში რუსეთი გაზრდის საწვავის მიწოდებას აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. ეს ყველაფერი გამოწვეულია ევროკავშირის დაწესებული სანქციებით. გამოცემა წერს,რომ ევროკავშირი 5 დეკემბრიდან თითქმის სულ აკრძალავს ნედლი ნავთბის იმპორტს,რასაც თებერვალში მოყვება ნავთობპროდუქტების სრული აკრძალვა. აღნიშნული ქმედება ფასდება,როგორც მოსკოვზე ზეწოლის გაზრდა,რათა დაიცვან უკრაინელები. წყარო: gbc.ge

Read More »
გაზის დამატებითი მოცულობის მიღების შესახებ ხელშეკრულება "სოკართან" დღეს გააფორმდება

„სოკარი“ თაღლითური სქემის შესახებ მომხმარებლებს აფრთხილებს

„სოკარი“ თაღლითური სქემის შესახებ მომხმარებლებს აფრთხილებს. კომპანიის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, კომპანია „სოკარის“ სახელით ვრცელდება სხვადასხვა ტიპის შეტყობინება, რომლითაც საზოგადოებას „სოკარში“ აქტივების დაბანდებას სთავაზობენ. „კომპანია „სოკარი“ საზოგადოებას აფრთხილებს, არ მოტყუვდნენ და არ გადაიხადონ თანხა მსგავსი ტიპის შემოთავაზებებში. „ეს არის თაღლითური სქემა, რომლითაც ცდილობენ ხალხის მოტყუებას და ფულის გამოძალვას. „სოკარის“ მარკეტინგული აქტივობების შესახებ ჩვენს მომხმარებლებს ინფორმაციას ოფიციალური წყაროებიდან ვაწვდით. ესენია ოფიციალური ვებ-გვერდი ...

Read More »
ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

ირანმა რუსეთთან გაზის შეთანხმება გააფორმა – მილსადენი აზერბაიჯანზე გაივლის

ირანი მალე რუსეთიდან აზერბაიჯანის გავლით დღეში 9 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს და სამხრეთ რეგიონების დასახლებებს ბუნებრივი აირით უზრუნველყოფს. ამის შესახებ ირანულ სააგენტო Fars News იტყობინება. ამასთან დაკავშირებით, რუსეთისა და ირანის შესაბამისი სტრუქტურების ლიდერებმა შეთანხმებას მიაღწიეს. მიმდინარე წლის ივლისში მოსკოვში ირანის სახელმწიფო ნავთობკომპანია NİOC-სა და რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომს“ შორის 40 მილიარდი დოლარის გარიგება დაიდო. წყარო: bfm.ge

Read More »

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების ფონზე, ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  21 სექტემბერს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  92.75 (+2.13)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  85.99 (+2.08)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

“OPEC+”-ის ქვეყნები აგვისტოში ნავთობის მოპოვების გეგმას 3,583 მილიონი ბარელით/დღეში ჩამორჩნენ

2022 წლის აგვისტოს თვეში “OPEC+”-ის შეთანხმების მონაწილე ქვეყნები ჩამორჩნენ ნავთობის მოპოვების გეგმიურ მაჩვენებლებს, რომელიც დამტკიცებული იყო ამ თვისათვის, 3,583 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში.  ალიანსის ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. გეგმის მიხედვით, “OPEC+”-ის ქვეყნებმა უნდა მიიყვანონ ნავთობის მოპოვება 43,854 მილიონ ბარელამდე/დღეში. ამრიგად, მოპოვების რეალურმა ოდონობამ ამ თვეში შეადგინა დაახლოებით 40,3 მილიონი ბარელი/დღეში. “OPEC+”-ის გარიგებაში მონაწილე ოპეკის 10 ქვეყანაზე მოვიდა “ჩამორჩენა” 1,399 მილიონი ბარელის ...

Read More »
საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

მაია ბითაძე: სულ მალე, დიზელის საწვავიც ევრო 5-ის სტანდარტის გახდება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, განაცხადა, რომ მალე, ქვეყანაში დიზელის საწვავიც ევრო 5-ის სტანდარტის გახდება. „საქართველო მრავალი საერთაშორისო ხელშეკრულების წევრი სახელმწიფოა და კლიმატის ცვლილება, ემისიებთან ბრძოლა, ჰაერის დაბინძურების პრევენცია ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. არაერთი ნაბიჯი გადაიდგა იმისთვის, რომ საწვავის ხარისხი გაუმჯობესებულიყო და ბენზინი ევრო 5-ის სტანდარტს დაახლოებოდა. სულ მალე, დიზელის საწვავიც ევრო ...

Read More »

რუსეთის შემოსავლები ნავთობის გაყიდვიდან ბოლო 5 თვის მინიმუმზეა

რუსეთის შემოსავალი ნავთობის ექსპორტიდან მკვეთრად შემცირდა და ომის დაწყების შემდეგ მინიმალურ მაჩვენებელზეა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სექტემბრის პირველ ორ კვირაში რუსეთისგან ექსპორტირებული ნავთობის მოცულობა დღეში დაახლოებით 3 მილიონი ბარელამდე შემცირდა. გასულ პერიოდთან შედარებით კლება დღეში დაახლოებით 900 ათასს ბარელს შეადგენს. Bloomberg-ის მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ ჩინეთისა და ინდოეთის გაზრდილი მოთხოვნა რუსულ ნავთობს თავის პიკს მიუახლოვდება და აზიური ბაზრები ...

Read More »