გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, განაცხადა, რომ მალე, ქვეყანაში დიზელის საწვავიც ევრო 5-ის სტანდარტის გახდება.
„საქართველო მრავალი საერთაშორისო ხელშეკრულების წევრი სახელმწიფოა და კლიმატის ცვლილება, ემისიებთან ბრძოლა, ჰაერის დაბინძურების პრევენცია ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. არაერთი ნაბიჯი გადაიდგა იმისთვის, რომ საწვავის ხარისხი გაუმჯობესებულიყო და ბენზინი ევრო 5-ის სტანდარტს დაახლოებოდა. სულ მალე, დიზელის საწვავიც ევრო 5-ის სტანდარტის გახდება“, – განაცხადა მაია ბითაძემ.