ნავთობპროდუქტები

ნოვაკმა არ გამორიცხა ზამთარში ნავთობზე მოთხოვნილების შემცირება

სანავთობო ბაზარი დაბალანსებულია, არ არსებობს პრობლემები არასტაბილურობასთან დაკავშირებით როგორც გაზის ბაზარზე, მაგრამ ზამთარში შეიძლება მოხდეს ნავთობზე მოთხოვნილების შემცირება. ასეთი მოსაზრება გამოთქვა რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა ფორუმზე “რუსეთის ენერგეტიკული კვირა”. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება. მისი თქმით, სანავთობო ბაზრის აღდგენა მოხდება თანმიმდევრულად: 2021 წელს მოთხოვნილების ზრდა შეადგენს 6 მილიონ ბარელს/დღეში, ხოლო 2022 წელს ბაზარი შესაძლოა სრულად აღდგეს 2020 წლის ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 6.1 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 6.1 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 427 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა სააგენტო”. ბენზინის მარაგები შემცირდა 2 მილიონი ბარელით  და შეადგინა  223,1 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები უცვლელი დარჩა და შეადგინა  129,331 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,4 მლნ ...

Read More »
საწვავი 12–15 თეთრით გაძვირდა – ფასების ზრდა შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს

საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა

მსოფლიოში ნავთობის ფასი ზრდის ტენდენციას ავლენს. მიმდინარე წელს ერთი ბარელი ნავთობის ფასმა ახალი რეკორდი დაამყარა, უფრო კონკრეტულად, ერთი ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობის ღირებულებამ 84 დოლარს გადააჭარბა, რაც უკანასკნელი სამი წლის რეკორდული მაჩვენებელია. გლობალურ ბარზებზე ნავთობის ღირებულების ზრდის პარალელურად, საქართველოში საწვავის ფასმა ისევ მოიმატა. სტატისტიკის მიხედვით, გასული ერთი თვის განმავლობაში საქართველოში საწვავზე ფასები საშუალოდ 4.7%-ით გაიზარდა. რაც შეეხება კონკრეტულად საწვავის ტიპებს ...

Read More »

იანვარ-სექტემბრის თვეებში SOCAR-მა ნავთობის მოპოვება 6%-ით გაზარდა

2021 წლის იანვარ–სექტემბრის თვეებში SOCAR–მა მოიპოვა 5 მილიონ 900,466 ათასი ტონა ნავთობი, „ინტერფაქს–აზერბაიჯანის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. SOCAR–ის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში კომპანიამ მოიპოვა 5 მილიონ 565.668 ათასი ტონა ნავთობი. ამრიგად, 2021 წლის 9 თვის განმავლობაში ნავთობის მოპოვება 6%-ით გაიზარდა. SOCAR-ის მიერ გაზის მოპოვებამ შეადგინა 5 მილიარდი 873 მილიონი 773.941 ათასი კუბური მეტრი (ზრდა 7.1%-ით). ამავდროულად, ...

Read More »

ნავთობის ფასი კვლავაც იზრდება

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 14 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  84.00 (+ 0.82)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  81.31  (+ 0.87)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
საწვავი 12–15 თეთრით გაძვირდა – ფასების ზრდა შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს

ჩეხეთში ბენზინსა და დიზელზე ფასები რეკორდულად გაიზარდა

ჩეხეთში ბენზინსა და დიზელზე ფასები რეკორდულად გაიზარდა. როგორც ჩეხური მედია წერს, საწავავის ღირებულება ბოლო 7 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. ამჟამად ერთი ლიტრი ა95-ის ტიპის ბენზინი ჩეხეთში 1,4 ევრო ღირს, ხოლო ერთი ლიტრი დიზელი 1,3 ევრო. ამასთან, ბოლო პერიოდში ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის საბითუმო ფასი საგრძნობლად იზრდება, რაც ევროპის არაერთ ქვეყანაში იგრძნობა. საფრანგეთი, ეპანეთი და ევროპის სხვა ქვეყნები მოუწოდებენ ევროკავშირს, დაუყოვნებლივ მიიღონ ...

Read More »

IEA: ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილება კრიზისამდე არსებულ დონეს 2023 წელს შეიძლება დაუბრუნდეს

ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილება მიმდინარე წელს გაიზრდება 5.2 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში და 2023 წლისთვის დაუბრუნდება კრიზისამდე არსებულ დონეს. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს პროგნოზზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. IEA-ის ანგარიშის “World Energy Outlook 2021” თანახმად, 2021 წელს ნავთობზე მოთხოვნილების ზრდა მხოლოდ ნაწილობრივ დაფარავს შემცირებას 8,7 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში 2020 წელთან შედარებით. საავიაციო საწვავის მოხმარება იქნება მნიშვნელოვნად დაბალი პანდემიის წინა დონესთან შედარებით, აღნიშნეს ექსპერტებმა. მათი ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

2021 წლის 13 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  83.91 (+0.73)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  81.08 (+0,64)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აზერბაიჯანმა სანავთობო მრეწველობაში საგარეო ინვესტიციების მოცულობა გამოაქვეყნა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის’ ცნობით, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) გამოაქვეყნა უცხოური ინვესტიციების მოცულობა, რომელიც განხორციელდა ქვეყნის სანავთობო მრეწველობაში გასული წლის ბოლოსთვის. ამგვარად, SOCAR–ის ანგარიშის თანახმად, 2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით ქვეყნის ეკონომიკის უმსხვილეს სექტორში განხორციელდა 95.1 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია. 1990  წელს აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვების დასაწყისიდან 2021 წლის 1 იანვრამდე მოპოვებულ იქნა 2.11 მილიარდი ტონა ნავთობი. აღნიშნულ პერიოდში მოპოვებულ იქნა დაახლოებით 900 მილიარდი კუბური მეტრი ...

Read More »

ოპეკი 2030 წლისთვის ნავთობის მოპოვებას 6 მლნ ბარელით გაზრდის

ოპეკი 2030 წლისთვის გაზრდის ნავთობის მოპოვებას 6 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში 36,6 მილიონ ბარელამდე/დღეში 2020 წლის 30,9 მილიონი ბარელის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო ამ ზრდის 40%-ზე მეტს უზრუნველყოფენ ერაყი, ირანი და ქუვეითი. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ყოველწლიურ ანგარიშზე “World Energy Outlook 2021” დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ”ოპეკი 2030 წლისთვის გაზრდის მოპოვებას დაახლოებით 6 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში. ამასთან ერაყი, ირანი და ქუვეითი უზრუნველყოფენ ამ ზრდის ...

Read More »