ნავთობპროდუქტები

ერდოღანის ბრძანებით ბოსფორისა და დარდანელის სტურეები რუსული გემებისთვის დაიხურა

ერდოღანი: თურქეთი ირანიდან ნავთობისა და გაზის იმპორტს გაზრდის

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ირანიდან ნავთობისა და გაზის იმპორტს გაზრდის. თურქულ რადიოსთან ინტერვიუში ერდოღანმა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში თავის ბოლო ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ირანსა და თურქეთს შორის რვა ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. აქვე დაამატა, რომ ანკარას თეირანიდან ენერგიის იმპორტი უკვე გადაწყვეტილი აქვს. მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობა გაგრძელდება, განსაკუთრებით, სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროებში.

Read More »

როგორ გახდა რუსეთი საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელი საქართველოსთვის

პირველი 6 თვის განმავლობაში, ყველაზე დიდი შემომტანი, ამასთან, ყველაზე დიდი მომწოდებელი ქვეყანა გახლავთ რუსეთის ფედერაცია“,- ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. ვანო მთვრალაშვილის თქმით, წლის დასაწყისიდან, ომის დაწყებამდე, რუსეთი საქართველოსთვის, საწვავის მომწოდებლებს შორის, მეოთხე პოზიციას იკავებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ომმა საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის გაძვირება გამოიწვია, რუსეთი გახდა იაფი საწვავის უმსხვილესი მიმწოდებელი. „პირველი ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს

2022 წლის  26 ივლისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  105,15  (+  1,95)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  96,70  ( +  2,00)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

„უახლოეს პერიოდში საწვავის ფასების შემცირება აუცილებლად დაიწყება“ – რამ განაპირობა ქვეყანაში დიზელის სიძვირე

„ლარის კურსის გამყარება ხელს შეუწყობს იმას, რომ უახლოეს პერიოდში საწვავის ფასების შემცირება აუცილებლად დაიწყება“,- ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. ამასთან, ვანო მთვრალაშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რამაც ადგილობრივ ბაზარზე დიზელის ტიპის საწვავის სიძვირე გამოიწვია. „დიზელის საწვავზე არის აბსოლუტურად რთული ვითარება. ასეთი ფასები არასდროს ყოფილა და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ახლა აქტიურ ფაზაშია სასოფლო-სამეურნეო ...

Read More »

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი საწვავის ფასების დაკლებას უახლოეს მომავალში არ ელის

გლობალური ენერგეტიკული ფასები დარჩება მაღალი უახლოეს მომავალში, მაგრამ უნდა დასტაბილურდეს შეფერხებების არარსებობის შემთხვევაში. აღნიშნულის შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ქრისტინ ლაგარდმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ბაზრის ძირითადი ინდიკატორები ვარაუდობენ, რომ ენერგიის მსოფლიო ფასები მოკლევადიან პერიოდში მაღალი დარჩება“, – აღნიშნა ლაგარდმა.

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  25 ივლისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  104.63 (+1.43)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  96.33 (+1.63)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ეკონომიკის მინისტრი: საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს. ეს საკითხი შეგვიძლია, დავხუროთ

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს. ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველო სანქციებს მაქსიმალური პასუხისმგებლობით იცავს. „არცერთი შენიშვნა საქართველოს მიმართ ამ კუთხით არ არსებობს. კონკრეტულად, ამ კომპანიების მიერ შეძენილი ნავთობი არ არის სანქცირებული. ასეთივე ნავთობს ევროპის ძალიან ბევრი ქვეყანა ყიდულობს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა „ვისოლის“, „არაგვი იმპექსისა“ და „ლუკოილის“ შეკითხვის შეკითხვის საპასუხოდ. რაც შეეხება სანქციების აღსრულების მექანიზმებს, დავითაშვილის თქმით, ამ ...

Read More »

ლიბია ნავთობის მოპოვების მნიშვნელოვნად გაზრდას აპირებს

ლიბია აპირებს ნავთობის მოპოვების გაზრდას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში 1,2 მილიონ ბარელამდე/დღეში. ნაციონალური  სანავთობო კორპორაციის (NOC) განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. წინა დრით ლიბიაში ნავთობის მოპოვების დონე გაიზარდა  860 ათას ბარელამდე/დღეში საბადოებზე ფორს-მაჟორის მოხსნის შემდეგ. ლიბიის ნაციონალურმა  სანავთობო კორპორაციამ განაცხადა, რომ ხდება ნავთობის ექსპორტის აღდგენა ფორს-მაჟორის მოხსნისა და კომპანიის ხელმძღვანელის შეცვლის შემდეგ. „NOC-მა და მისმა პარტნიორებმა მიაღწიეს ნავთობის მოპოვების ზრდას 860 ათას ...

Read More »

საუდის არაბეთი და ერაყი ევროპას უფრო მეტ ნედლ ნავთობს აწვდიან

საუდის არაბეთი და ერაყი ნედლი ნავთობის სულ უფრო მეტ მოცულობას აგზავნიან ევროპისკენ, რაც რუსული რესურსის გარეშე დარჩენილი კონტინენტის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დეფიციტის დაძლევაში ეხმარება. Bloomberg-ი გემების მოძრაობას დააკვირდა და აღმოაჩინა, რომ ივლისის პირველ სამ კვირაში მილსადენით, შუა აღმოსავლეთიდან ეგვიპტის გავლით, ევროპაში დღეში 1 მილიონ ბარელზე მეტი ნედლი ნავთობი გავიდა. გასულ წელთან შედარებით, ეს გაორმაგებული რიცხვია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ბევრმა ევროპულმა კომპანიამ არჩია ...

Read More »

ჯო ბაიდენი: რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის შემოღება აშშ-ში საწვავის ღირებულებას შეამცირებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის შემოღება აშშ-ში საწვავის ღირებულებას შეამცირებს. ამის შესახებ მან ეკონომიკის საკითხებში მრჩევლებთან თათბირზე განაცხადა. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, საწვავის ღირებულება ისევ მაღალია, ხოლო ფასების შემცირების ტემპები – არასაკმარისად სწრაფი. „ჩვენ ვსაუბრობთ რუსულ ნავთობზე გლობალური ზედა ზღვრული ფასის დაწესებაზე, რაზეც გასულ თვეში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერები დავითანხმე. ეს გაზრდის მიწოდებას და რუსეთის შემოსავლებს შეამცირებს“, ...

Read More »