ნავთობპროდუქტები

ნორვეგიელი მუშების გაფიცვამ ნავთობის ფასი გაზარდა

ნორვეგიამ რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი აკრძალა

ნორვეგია, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, შეუერთდა ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ და რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალა. ამის შესახებ 17 ივნისს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. “ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რათა გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის მთავრობასა და ელიტაზე. ახლა ჩვენ ვკრძალავთ ნავთობის იმპორტს, რომელიც ზღვით ტრანსპორტირდება რუსეთიდან ნორვეგიაში. ნედლი ნავთობის და სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის აკრძალვა დაუყოვნებლივ ამოქმედდება, მაგრამ წესები ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი 3%-ით შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 3,93 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 129,41 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ნავთობის ფასი კლებას კვლავაც განაგრძობს

2022 წლის  17 ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  119.3 (-0.28)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  117.27 (-0.32)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

მაისში რუსეთმა ნავთობის ექსპორტით $20 მილიარდი მიიღო

გასულ თვეს რუსეთის ფედერაციამ ნედლი ნავთობისა და საწვავის ექსპორტით 20 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, აღნიშნული მაჩვენებელი 11%-ით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს, რაც საერთაშორისო ბაზარზე მკვეთრად გაზრდილი ენერგორესურსების ფასებითაა განპირობებული. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, რუსეთის უდიდეს საექსპორტო ბაზრად ისევ ევროკავშირი რჩება, სადაც საერთო მოცულობის 44.1%-ის ექსპორტი განხორციელდა; შესყიდვებში მეორე ადგილს 26.0%-იანი წილით ჩინეთი იკავებს; 11.7%-ით ინდოეთი; 3.9% – თურქეთი; ხოლო სხვა ...

Read More »

საწვავზე: ხელოვნურად ფასების გაზრდის საშუალებას არავის მივცემთ

“ჩვენ გვესმის, რომ საერთაშორისო ტენდენციას ვერ ავცდებით, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამ შემთხვევაში გაყიდვების მარჟები იყოს მინიმალური, ისე, რომ ეფექტი რაღაც სპეკულატიური არ იყოს და კონკრეტულმა სუბიექტებმა ზედმეტად ვერ მოახერხონ, სიტუაციით ისარგებლონ ჩვენი მოსახლეობის ხარჯზე. ამის გამო, კონკურენციის სააგენტოს პრემიერმა დაავალა ბაზრის მოკვლევა და საკმაოდ ღრმა ანალიზი გაკეთდა. შესაბამისად, ამ ინფორმაციაზე დაფუძნებით, ჩვენს ეკონომიკურ გუნდს ჰქონდა არაერთი შეხვედრა საწვავის იმპორტიორებთან, ...

Read More »

ერაყმა ნავთობიდან რეკორდული რაოდენობის შემოსავალი მიიღო

ერაყის შემოსავალი ნავთობის ექსპორტიდან მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 93,27%-ით გაიზარდა და $11,44 მილიარდს მიაღწია. ამის შესახებ SHAFAQ News-ი, ერაყის სახელმწიფო ნავთობკომპანია Somo-ზე დაყრდნობით წერს. კომპანიის სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის მაისში, ერაყმა დღეში 2,9 მილიონი ბარელი გაჰქონდა, ხოლო წელს ექსპორტის მოცულობა 13,83%-ით გაიზარდა და 3,3 მლნ ბარელი/დღეში შეადგინა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში ბარელი ნავთობის საშუალო ღირებულება 65,84 დოლარიდან 111,79 დოლარამდე გაიზარდა. ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირირებას განაგრძობს

2022 წლის  16 ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  118.51  (-  2.66)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  115.31  (-  3.62)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 418,714 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა  0.71   მილიონი ბარელით  და შეადგინა  217.474  მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა 0.73  მილიონი ბარელით და შეადგინა  109,709 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,9 ...

Read More »
ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ისევ გააძვირეს

ნავთობის ფასმა შესაძლოა, ისტორიული რეკორდი მოხსნას

მსოფლიოში ნავთობის ღირებულება ისევ მაღალ ნიშნულზეა და მისი შემცირება ვერაფრით ხერხდება, პირიქით, არსებული ვითარება და მოლოდინი ნავთობის მეტად გაძვირების რისკს აჩენს. ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია საერთაშორისო ბაზრისთვის ნედლი ნავთობის მიწოდებას მოსალოდნელზე მეტად ზრდის (ყოველდღიური მიწოდება 648 000 ბარელი), თუმცა ბაზარზე ფასი მაინც არ მცირდება. პირიქით, საერთაშორისო ბირჟებზე „ბრენტის“ ფასი ამჟამად 123-დოლარიან ნიშნულზეა, რაც გასული ორი თვის უმაღლესი მაჩვენებელია. არსებულ ვითარებაზე მეტად უფრო დრამატულია მომავლის მოლოდინი. არაბთა გაერთიანებული საემიროების ენერგეტიკის მინისტრის, სუჰაილ ალ მაზროუს განცხადებით, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები ჯერ ...

Read More »

2022 წელს OPEC ინარჩუნებს ნავთობზე გლობალური მოთხოვნის ზრდის პროგნოზს

OPEC-მა შეინარჩუნა 2022 წელს ნავთობზე გლობალური მოთხოვნის ზრდის პროგნოზი 3,4 მილიონი ბარელით დღე/ღამეში. ორგანიზაციის ივნისის ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „2022 წელს ნავთობზე მოთხოვნის ზრდა უცვლელი დარჩება მაისის პროგნოზის 3,4 მილიონი ბარელით დღე/ღამეში“, – ნათქვამია მოხსენებაში. OPEC კვლავ ელოდება, რომ გლობალური მოთხოვნა ნავთობზე 2022 წელს იქნება საშუალოდ 100,3 მილიონი ბარელი დღე/ღამეში.

Read More »