ნავთობპროდუქტები

მარტ-აგვისტოში ჩინეთმა რუსეთისგან $44-ის, ხოლო ევროკავშირმა $91,5 მილიარდის ენერგორესურსები იყიდა

მარტიდან აგვისტომდე, ანუ ფაქტობრივად, უკრაინის ომის დაწყებიდან, ჩინეთის საბაჟო სტატისტიკის მიხედვით, ჩინეთმა რუსეთისგან ნავთობი, გაზი და ქვანახშირი თითქმის 44 მილიარდ დოლარად შეიძინა. აღნიშნულია, რომ ეს 74%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მაგრამ ჯერჯერობით ნახევარზე მეტი, ვიდრე ევროკავშირმა შეიტანა, მიუხედავად ევროპაში მიწოდების შემცირებისა – 91,5 მილიარდი ევრო. აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა აგვისტოში რუსულ ქვანახშირზე ემბარგო დააწესა, ჩინეთმა შესყიდვები ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  20 სექტემბერს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  92.00  (+  0.65)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  85.73  (+  0.62)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ სტრატეგიული მარაგებიდან კიდევ 10 მლნ ბარელი ნავთობის გაყიდვის შესახებ განაცხადა

აშშ-ის ხელისუფლებას გაყიდვაში გამოაქვს კიდევ 10 მილიონი ბარელი ნავთობი მისი სტრატეგიული მარაგებიდან პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადების ფარგლებში ნახევარი წლის განმავლობაში ეროვნული მარაგებიდან  1 მილიონი ბარელი ნავთობის/დღე-ღამეში გამოთავისუფლების  შესახებ. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საყრდნობით, იუწყება “მავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „ენერგეტიკის სამინისტრომ დღეს გააკეთა განცხადება ნოემბერში სტრატეგიული მარაგებიდან კიდევ 10 მილიონ ბარელამდე ნავთობის გაყიდვის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში. ბაიდენმა 31 მარტს განაცხადა, ...

Read More »

აზერბაიჯანი წელს ევრო-5-ის დიზელს, მომავალ წელს კი ბენზინს აწარმოებს

აზერბაიჯანში წელს ევრო-5 სტანდარტის დიზელის საწვავის, ხოლო 2023 წლის მეორე კვარტალში EURO-5 ბენზინის წარმოება იგეგმება. ამის შესახებ ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მოდერნიზაციის პროექტის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ემილ ალხასლიმ განაცხადა, რასაც სააგენტო Trend ავრცელებს. მისი თქმით, ქარხნის მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები 2026 წლამდე გაგრძელდება, ხოლო პროექტის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი 2023 წლის ბოლომდე დასრულდება. ემი ალხასლი ამბობს, რომ ...

Read More »

აგვისტოში ნავთობპროდუქტების მთლიანი იმპორტის 54% რუსეთზე მოდის

აგვისტოში საქართველოში $153.9 მლნ-ის 138.6 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი შემოვიდა, რაც ფულად გამოსახულებაში 76.6%-ით, ხოლო რაოდენობაში 9.3%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელზე (2021 აგვისტო – $87.1 მლნ-ის 126.8 ათასი ტ). იმპორტირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასი წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 61%-ით გაიზარდა. თუ შარშან აგვისტოში 1 ლიტრი საშუალოდ 0.69 დოლარი ღირდა, წელს აგვისტოში საშუალო ფასი 1.11 დოლარია. აგვისტოს ...

Read More »

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 100 ავტოგასამართი სადგურიდან აღებული საწვავის ხარისხი შეამოწმეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 100 ავტოგასამართი სადგურიდან აღებული საწვავის ხარისხი შეამოწმეს. ხარისხობრივი მაჩვენებლების მნიშვნელობების საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, 100 ავტოგასამართი სადგურიდან საავტომობილო ბენზინის 50 და დიზელის საწვავის 50 ერთეული სინჯია აღებული. ლაბორატორიული კვლევების დასრულების შემდეგ, სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, დეპარტამენტი, შესაბამის რეაგირებას მოახდენს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებს, რათა მინიმუმამდე ...

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხსა და სტანდარტებს შეამოწმებს

2022 წელს ნავთობპროდუქტების იმპორტი საგრძნობლად გაიზარდა. განსაკუთრებით ეს ეხება საცხებ-საპოხ მასალებსა და საავიაციო ნავთს, რომლის მიმართ მოთხოვნა მკვეთრად გაზრდილია. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, მოხმარება  ინტენსიურია, რაც უკავშირდება ეკონომიკის გამოცოცხლებას, ტრანზიტის ზრდას და საჰაერო მიმოსვლის გააქტიურებას. ტენდენციაც სამომავლოდაც შენარჩუნდება. მთლიანობაში, ნავთობპროდუქტების ბაზარზე ვითარება პოზიტიურია. როგორც აღმოჩნდა, 2022 წლის იანვარ-აგვისტოს განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 14,06 ათასი ტონა, რაც 2,11 ათასი ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის  19 სექტემბერს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  90.38 (-0.97)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  84.08 (-1.16)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ყაზახეთი რეკორდული რაოდენობის ნავთობპროდუქტების წარმოებას გეგმავს

წელს ყაზახეთი ნავთობპროდუქტების რეკორდულ მოცულობას – 17 მილიონ ტონას გამოიმუშავებს. ამის შესახებ სს NC KazMunayGas-ის გამგეობის თავმჯდომარემ მაგზუმ მირზაგალიევმა ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრაზე ცნობილი გახდა შიმკენტისა და ატირაუს გადამამუშავებელ ქარხნებში დაგეგმილი რემონტის გადადების შესახებ, რომლებიც შიდა ბაზარს დამატებით 150 000 ტონამდე დიზელის საწვავს მიაწვდის. გარდა ამისა, ეროვნული კომპანია „ყაზახეთი ტემირ ჟოლი“ 100 ათას ტონამდე დიზელის საწვავს შემოიტანს. ...

Read More »

ქვეყნები, რომლებმაც ევროკავშირის პროტესტის შემდეგ შესაძლოა, რუსული ნავთობი შეიძინონ

ანალიტიკოსებმა დაასახელეს ახალი ბაზრები, რომლებიც შეძლებენ რუსული ნედლი ნავთობის 50%-მდე ყიდვას ევროკავშირის ქვეყნების პროტესტის შემდეგ. ამის შესახებ Bloomberg-ი Kpler-ის კვლევაზე დაყრდნობით წერს. „ინდონეზიას, პაკისტანს, ბრაზილიას, სამხრეთ აფრიკას, შრი-ლანკას და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანას მომავალ ზამთარს შეუძლიათ ერთად შეიძინონ 1 მილიონ ბარელამდე ნედლი ნავთობი რუსეთიდან“, – აცხადებენ ანალიტიკოსები. როგორც Bloomberg-ი წერს, რუსეთს უკვე ემუქრება მნიშვნელოვანი სანქციების კიდევ უფრო გამკაცრება უკრაინაში ომის ...

Read More »