ნავთობპროდუქტები

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის  28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  96.27 (-0.69)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  88.18 (-0.90)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

2022 წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში საწვავის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2022 წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 866,7 ათასი ტონა, რაც 12,2 ათასი ტონით ანუ 1,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (854,5 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის,  2022 წლის 9 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 442,9 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 423,8 ათასი ტონა. კატეგორიების მიხედვით, 2022 წლის იანვარ-სექტემბრის ...

Read More »

Shell-ის მოგებამ $9.5 მილიარდი შეადგინა – კომპანია დივიდენდის ზრდას გეგმავს

წარმოებისა და ბუნებრივი აირით ვაჭრობის სუსტი მაჩვენებლის შედეგად, Shell-ის მესამე კვარტალის მოგება, წინა კვარტალის რეკორდულ მონაცემთან შედარებით შემცირდა და $9.45 მილიარდი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ კომპანია წლის ბოლომდე, აღმასრულებელი დირექტორის მიერ თანამდებობის დატოვების შემდგომ, დივიდენდის მკვეთრად ზრდას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ Shell-მა აქციების გამოსყიდვის პროგრამაც გაახანგრძლივა და ახლა უკვე ახალი გეგმით, მომავალი სამი თვის განმავლობაში, $4 მილიონის აქციების შეძენას აპირებს. რაც შეეხება ...

Read More »

საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტების 43,5% რუსეთზე მოდის – სად და რა მოცულობის საწვავი ვიყიდეთ

წელს 9 თვეში საქართველომ 998,138 ტონა (1,021 მლრდ აშშ დოლარის) ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 939,224 ტონა ( 576,505 მლნ აშშ დოლარის). საქსტატის მონაცემებით, წელს იმპორტირებული ნავთობპროდუქტების 43,5% რუსეთზე – 434 716 ტონა (430,870 მლნ აშშ დოლარი), 5,8% აზერბაიჯანზე – 58 656 ტონა (50,621მლნ აშშ დოლარი), ხოლო 2,9% თურქეთზე – 29 850 ტონა (36,178 ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი კვლავაც იზრდება

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,67 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 96,73 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ნავთობის ფასი უნიშვნელოდ გაიზარდა

2022 წლის  27 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  95.69 (+  2,17)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  87.91  (+  2.59)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,6 მილიონი ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,6 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 439,945 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი. ბენზინის მარაგები  შემცირდა 1,48  მილიონი ბარელით  და შეადგინა  207,84 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა  0,17 მილიონი ბარელით და შეადგინა  106,357 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა  და შეადგინა 12,0 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,26 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 95,06 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  93.52 (+  0.26)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  85.32  (+  0.74)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ესტონეთი რუსულ ნავთობს 5 დეკემბრიდან სრულად აკრძალავს

ესტონეთის გადაწყვეტილება, რომელიც დეკემბრის დასაწყისში რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას გულისხმობს, ევროკავშირის სანქციებით დადგენილ ვადას ორი თვით უსწრებს, განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ Postimees-თან ინტერვიუს დროს. ევროკავშირმა სანქციების მერვე პაკეტი ოფიციალურად დაამტკიცა. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი ნავთობის ფასებზე ლიმიტს, ფოლადის, ხის, ტექნიკის, ავიაციის, პლასტმასის, ქიმიკატების იმპორტისა და ექსპორტის ახალ აკრძალვას მოიცავს. საუბარია სულ 7 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქტზე.

Read More »