ნავთობპროდუქტები

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  92.41 (+  2.38)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  85.55  (+  2.73)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

შოლცი: ვლადიმერ პუტინი იმედოვნებდა, რომ გაზის ონკანის ჩაკეტვით დაგვაშანტაჟებდა, მაგრამ აქაც არასწორად გათვალა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი იმედოვნებდა, რომ გაზის ონკანის ჩაკეტვით დაგვაშანტაჟებდა, მაგრამ აქაც არასწორად გათვალა, – ამის შესახებ ბუნდესტაგში გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. “გერმანია რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლდა და მუშაობს ენერგომატარებლების საფასურის შემცირებაზე, თუმცა ბერლინმა ასევე გააფრთხილა ევროკავშირი, რომ გაზის ფასის ზედა ზღვარის დაწესებას შესაძლოა ნეგატიური ეფექტი მოჰყვეს”, – განაცხადა შოლცმა. მისივე თქმით, ბერლინი გააგრძელებს უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენას იმდენხანს, რამდენიც საჭირო ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,7 მილიონი ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,7 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 4437,4 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა 0,1  მილიონი ბარელით  და შეადგინა  209,4 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა  0,1 მილიონი ბარელით და შეადგინა  106,2 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა  და შეადგინა 12,0 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

იანვარ-სექტემბრის თვეებში სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა, გათხევადებული აირების (LPG) იმპორტი კი – გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2022 წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 77,2 ათასი ტონა, რაც 7,7 ათასი ტონით ანუ 9,1%-ით ნაკლებია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (84,9 ათასი ტონა) შედარებით. მიმდინარე წლის პირველი 9 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან – 48,9 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 63,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ერაყი – 12,9 ...

Read More »
ნავთობზე ფასი დაეცა

2022 წლის ივლისში ევროკავშირს 103,6 მილიონი ტონა ნავთობის საავარიო მარაგი ჰქონდა

2022 წლის ივლისში ევროკავშირს 103,6 მილიონი ტონა ნავთობის საგანგებო მარაგი ჰქონდა, რაც 2022 წლის იანვართან შედარებით 2,5% – იანი ზრდაა – ამის შესახებ ინფორმაციას eurostat ავრცელებს. მათივე მონაცემებით, ივლისში წინა  თვესთან შედარებით ნავთობის მარაგები გაჯანსაღებულია. აღსანიშნავია, რომ ნავთობის მარაგი ივნისში ისტორიულ მინიმუმზე იყო, რამაც 101,1 მილიონი ტონა შეადგინა. რაც 2022 წლის იანვრის მაჩვენებელზე 4,5%-ით ნაკლებია, ხოლო  2021 წლის ივნისზე 10,3%-ით ნაკლებია. ნავთობპროდუქტებს ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი $3-ით შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 3 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 91,44 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ნავთობის ფასი მცირედით გაიზარდა

2022 წლის  19 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  90.51 (+0.48)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  83.25 (+0.36)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის  18 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  91.62 (-  0.01)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  85.46  (-  0.15)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

მოსალოდნელი სანქციების ფონზე, Rosneft-ი ტანკერების დაქირავების ბიზნესს აფართოებს

რუსეთის ნავთობის უმსხვილესმა ექსპორტიორმა, Rosneft-მა, მყიდველთათვის ნავთობის მიწოდების გასაადვილებლად, ტანკერების დაქირავების ბიზნესი გააფართოვა. საკითხთან დაკავშირებული სამი წყაროს თანახმად, კომპანიის გადაწყვეტილება რუსული ნავთობის გადაზიდვებზე ევროკავშირის მხრიდან მოსალოდნელ სანქციებს უკავშირდება. წარსულში სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი Rosneft-ი, ნავთობს ე.წ. „დატვირთვის პორტის“ საშუალებით ყიდდა, რაც ნიშნავს, რომ მყიდველს თავად უწევდა როგორც ტანკერების მოძიება, ასევე ტვირთის გადატანისა და სადაზღვევო ხარჯების ანაზღაურება. თუმცა, წყაროთა ცნობით, ევროკავშირის მიერ ...

Read More »

ნავთობის ამერიკული კორპორაცია ExxonMobil-ი რუსეთს ტოვებს

ამერიკულმა ნავთობის კორპორაციამ ExxonMobil-მა გამოაცხადა რუსეთიდან გასვლის შესახებ, სადაც ის იყო “სახალინ-1” ნავთობისა და გაზის პროექტის ოპერატორი, წერს რუსული მედია. მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსული ოპერატორის “სახალინ-1”-ის შექმნის შესახებ, რომლის მიხედვითაც არსებული ოპერატორი Exxon Neftegas Limited-ის ყველა უფლება და ვალდებულება გადაეცემა. “სახალინ-1”-ის უკვე ყოფილმა ოპერატორმა Exxon-მა, რომლის წილიც 30%-ს შეადგენდა, მარტში გამოაცხადა რუსეთის დატოვების გეგმები შესახებ, ომის დაწყების ...

Read More »