ნავთობპროდუქტები

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  11 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  97,40 (+ 1.09)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  91,93  ( +  1.43)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ლევან დავითაშვილი – მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა მინისტრები ლევან დავითაშვილი და ლაშა ხუციშვილი დღეს საწვავის რეალიზატორი მსხვილი ქსელების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ნავთობპროდუქტების სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ასევე კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე მონაწილეობდა, საწვავის ბაზარზე არსებული პროგნოზები, კონკურენციის საკითხები და მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობები განიხილეს. საწვავის ფასებთან დაკავშირებით ქსელური კომპანიების ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5457 ათასი ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები გაიზარდა 5457 ათასი  ბარელით და შეადგინა 432.01 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა 4978 ათასი  ბარელით  და შეადგინა  220,316 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა 2166  ათასი ბარელით და შეადგინა 111,49 მლნ ბარელი.

Read More »

საწვავის გაძვირების გამო Ryanair-ის 1 და 10 ევროიანი ტარიფები გაქრებასაწვავის გაძვირების გამო Ryanair-ის 1 და 10 ევროიანი ტარიფები გაქრება

საწვავზე ფასის ზრდის გამო Ryanair -ის 10 ევროიანი ბილეთები რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმისაწვდომი აღარ იქნება, ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავიაკომპანიის ხელმძღვანელის განცხადებაზე  დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მაიკლ ო`ლირიმ  BBC Radio – ს გადაცემა 4’s Today-ისთან ინტერვიუში აღნიშნა, მოსალოდნელია, რომ მგზავრობის  საფასური მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 10 ევროთი გაიზრდება, გასული წლის დაახლოებით 40 ევროიანი  ბილეთის საფასური 2027 წლისთვის 50 ევრომდე გახდება. როგორც მან BBC ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის 10 აგვისტოს  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  96,31 (- 0,34)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავათობის ფასმა შეადგინა  90,50  ( – 0,26)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
მოპოვების არაადეკვატური მაჩვენებლები ნავთობს ისევ აიაფებს

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ მცირედით გაზარდა Brent ნავთობის ფასის პროგნოზი 2022 წლისთვის

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ მცირედით გაზარდა 2022 წელს Brent მარკის ნავთობის ღირებულების პროგნოზი – 104,05 დოლარიდან 104,78 დოლარამდე/ბარელზე, სამინისტროს ენერგეტიკული საინფორმაციო სამმართველოს (EIA) მოხსენებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. სააგენტო ასევე ვარაუდობს, რომ Brent მარკის ნავთობის ფასი 2023 წელს შემცირდება 95,1 დოლარამდე/ბარელზე. გარდა ამისა, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ შეამცირა 2022 წელს აშშ-ში ნავთობის დღიური მოპოვების პროგნოზი 50 ათასი ბარელით 11,86 მილიონ ბარელამდე/დღეში. აშშ-დან ...

Read More »
აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

ცენტრალური ევროპის ქვეყნებში რუსული ნავთობის მიწოდება განახლდება

სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრის, რიჩარდ სულიკის განცხადებით, ტრანზიტის საფასურის გადახდასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების შემდეგ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში “დრუჟბის” ნავთობსადენით ნავთობის მიწოდება უახლოეს მომავალში განახლდება. რუსულმა კომპანია „ტრანსნეფტმა“ სამშაბათს განაცხადა, რომ “დრუჟბას” ნავთობსადენის სამხრეთ განშტოების გავლით ნავთობის მიწოდება შეაჩერა, რომლის მეშვეობითაც ნავთობი უკრაინის გავლით მიეწოდება ჩეხეთის რესპუბლიკას, სლოვაკეთსა და უნგრეთს. კომპანიის მტკიცებით, ევროკავშირის სანქციების გამო ტრანზიტის საფასურის გადახდა არ შეეძლო. სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრმა ...

Read More »
უკრაინა რუსულ გაზში 232 დოლარს გადაიხდის

უნგრეთმა და სლოვაკეთმა რუსული ნავთობის უკრაინის გავლით ტრანზიტის საფასური გადაიხადეს

უნგრულმა ნავთობკომპანიამ MOL-მა და სლოვაკურმა Slovnaft-მა განაცხადეს, რომ თავად გადაიხადეს რუსული ნავთობის ტრანზიტის საფასური უკრაინის „დრუჟბას“ მილსადენის გავლით და მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში განახლდეს მიწოდება. ნავთობის გატარება იმის გამო შეჩერდა, რომ რუსეთმა მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე ტრანზიტის მომსახურების გადახდა ვერ შეძლო. ტრანზიტი 4 აგვისტოს შეწყდა, რადგან უკრაინის მაგისტრალური მილსადენების სახელმწიფო ოპერატორს Ukrtransnaft–ს რუსული კომპანიისგან მომსახურების თანხა არ მიუღია. ამ ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი უმნიშვნელოდ გაიზარდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,29 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 98,74 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  9 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  96.65 (+ 1.73)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  90.76 ( +  1.75)  დოლარი/ბარელზე.

Read More »