ნავთობპროდუქტები

ირაკლი ღარიბაშვილი: ეკოლოგიის კუთხით თბილისში კატასტროფა გვაქვს

ირაკლი ღარიბაშვილი – ყველას უნდა მიეცეს საშუალება, შემოიტანოს ნავთობი და საწვავი, რათა ჩვენს მოქალაქეებს მეტი არჩევანის საშუალება ჰქონდეთ

ვიცი, რომ დაიწყეს სხვადასხვა ჯგუფებმა შედარებით იაფიანი საწვავის შემოტანაც; ჩვენ აქაც უნდა გავხსნათ პროცესი, როგორც მედიკამენტების შემთხვევაში გავაკეთეთ, ყველას უნდა მიეცეს საშუალება, შემოიტანოს ნავთობი და საწვავი, რათა მეტი არჩევანის საშუალება ჰქონდეთ ჩვენს მოქალაქეებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბაზარზე ნავთობის რამდენიმე ათეული იმპორტიორი გაჩნდა. „მინდა, შევახსენო ჩვენს ...

Read More »

ნავთობზე სრულ ემბარგოს ომის შეჩერება შეუძლია – პუტინის ყოფილი მრჩეველი

პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ყოფილი მთავარი მრჩეველი ეკონომიკის მიმართულებით ამბობს, რომ დასავლეთის ქვეყნების მხრიდან რუსულ ენერგიაზე „ნამდვილმა ემბარგომ“, შესაძლოა, უკრაინაში ომი შეაჩეროს. ანდრეი ილარიონოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ქვეყნების მუქარას ენერგიის მოხმარების შემცირების შესახებ სერიოზულად არ უყურებს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპა რუსულ წყაროებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს, ის ქვეყნისგან ნავთობისა და გაზის ყიდვას მაინც აგრძელებს. გასულ წელს გაზრდილი ფასების წყალობით, ნავთობისა და გაზის გაყიდვებმა რუსეთის ...

Read More »
გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე ჰესების მშენებლობა არ იწყება

ირაკლი ღარიბაშვილი: მაქვს მოლოდინი, რომ საწვავი მალე გაიაფდება

მსოფლიო ბაზარზე 95 დოლარზეა ჩამოსული ნავთობის ფასი, ლარიც გამყარებულია დოლართან მიმართებაში, ამიტომ, ძვირფასო საწვავის იმპორტიორებო, მაქვს მოლოდინი, რომ გაითვალისწინებთ ჩვენი მოსახლეობის, ქვეყნის მდგომარეობას და რაც შეიძლება მალე მოახდენთ საწვავის ფასების კორექტირებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ ძალიან მალე საწვავზე ფასებიც შემცირდება საქართველოში და რაც მალე დაიწყება ეს პროცესი, უკეთესი იქნება. ...

Read More »

ზელენსკი: უკრაინას არ აქვს ლოდინის დრო… ნავთობის ემბარგო უნდა იყოს პირველი ნაბიჯი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დასავლეთმა რუსულ ნავთობზე ემბარგო უნდა დააწესოს. “უკრაინას არ აქვს ლოდინის დრო. თავისუფლებას არ აქვს ლოდინის დრო. როცა ტირანია იწყებს აგრესიას ყველაფრის წინააღმდეგ, საჭიროა დაუყოვნებლივ მოქმედება. საჭიროა პრინციპული მოქმედება და ნავთობის ემბარგო უნდა იყოს პირველი ნაბიჯი. განსაკუთრებით ყველა დემოკრატიული ქვეყნის დონეზე, მთელი ცივილიზებული სამყაროს დონეზე. შემდეგ რუსეთი ამას იგრძნობს, მაშინ მათთვის ეს იქნება არგუმენტი, რომ მშვიდობის ...

Read More »

საფრანგეთი რუსული ნავთობის იმპორტის ასაკრძალად მზად არის

საფრანგეთი მზად არის აკრძალოს რუსული ნავთობის იმპორტი. ამის შესახებ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა განაცხადა. მან კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმას „მასობრივი მკვლელობა“ უწოდა და თქვა, რომ პასუხისმგებელი პირები უნდა გამოავლინონ, დაისაჯონ ამ დანაშაულებისთვის. როგორც ფინანსთა მინისტრი ამბობს, ევროპაში ერთიანობაა საჭირო რუსეთისთვის უფრო მკაცრი ენერგეტიკული სანქციების დაწესებისთვის. „რაც შეეხება საფრანგეთს, ჩვენ მზად ვართ გადავწყვიტოთ ნავთობის იმპორტის აკრძალვა და ღრმად ...

Read More »

აშშ-ის სენატმა რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას ერთსულოვნად დაუჭირა მხარი

აშშ-ის კონგრესის ზედა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუსეთიდან ნებისმიერი ენერგომატარებლის იმპორტს კრძალავს. აშშ-ის სენატის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ტექსტის თანახმად, კენჭისყრა ერთსულოვანი იყო: დოკუმენტს ორივე პარტიის 100-ვე სენატორი მიემხრო. მანამდე სენატორებმა რუსეთსა და ბელარუსს სავაჭრო სფეროში დახმარების მიმღები ქვეყნების სტატუსი ჩამოართვეს. ამასთან, კანონპროექტს ხელახლა შემოაქვს ე.წ „მაგნიტსკის კანონით“ ადრე დაწესებული სანქციები – მოსკოვის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ. „მაგნიტსკის სიაში“ აშშ-ს წლებია შეყვანილი ...

Read More »

სამხრეთ კორეა ნავთობის დამატებითი სტრატეგიული მარაგების გათავისუფლებას აპირებს

სამხრეთ კორეამ გადაწყვიტა გამოყოს  კიდევ 7,23 მილიონი ბარელი ნავთობის სტრატეგიული მარაგი, რათა დაეხმაროს ენერგომატარებლებს  მაღალი ფასების შემცირებას უკრაინაში მიმდინარე კრიზისის ფონზე. აღნიშნულის შესახებს “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება”. მანამდე სეულს უკვე ჰქონდა გადაწყვეტილი 4,42 მლნ ბარელის გამოყოფა. გადაწყვეტილება ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს წევრი ქვეყნების შეთანხმების შესაბამისად იქნა მიღებული. გასული თვიდან, ისინი შეთანხმდნენ, რომ მათი მარაგებიდან სულ 180 მილიონი ბარელი ნავთობი გამოყოს  უკრაინის ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის 7 აპრილის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  100.58  (-  0.49)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  96.03  (-  0.20)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
უკრაინაში ქვანახშირის დეფიციტია

იაპონია და სამხრეთ კორეა რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტის შემცირებას აპირებენ

იაპონია და სამხრეთ კორეა რუსული ნახშირის იმპორტის შეზღუდვას გეგმავენ. იაპონის გრძელვადიანი მიზანი “რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტის შეწყვეტაა”. ამ მიზნით, ქვეყანა დროთა განმავლობაში დაზოგავს ენერგიას, ეცდება ელექტროენერგიის სხვა წყაროებიდან გამომუშავებას და მოძებნის ალტერნატიულ მიმწოდებელს რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად. აქამდე იაპონია ეწინააღმდეგებოდა რუსეთთან ენერგეტიკული კავშირების შეწყვეტას საწვავის იმპორტზე დამოკიდებულების გამო. ქვეყანა ქვანახშირის მესამე იმპორტიორია და ელექტროენერგიის მიწოდების დაახლოებით 13%-ს რუსეთიდან იღებს. მარტში იაპონიის ვაჭრობის სამინისტრომ ...

Read More »

ჩინელები რუსეთს გაზსა და ნავთობში იუანს უხდიან

ჩინელი იმპორტიორები, რომლებიც რუსეთთან ენერგომატარებლებით ვაჭრობის შენარჩუნებას ცდილობენ, რუსულ ნედლეულში იუანის გადახდაზე გადავიდნენ. ამ სახით შემდგარი გარიგებით პირველი მიწოდება აპრილში იგეგმება. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg წერს. ადგილობრივ ვალუტაში გადახდის გადაწყვეტილებმა ჩინურმა კომპანიებმა სანქციების გამო მიიღეს, რომლებიც დასავლეთმა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის გამო დაუწესეს. შეზღუდვების გამო ზოგიერთ რუსულ ბანკს საერთაშორისო საგადახდო სისტემაზე SWIFT წვდომა აღარ აქვს. 2021 წელს ჩინეთისთვის ...

Read More »