ნავთობპროდუქტები

საუდის არაბეთი გააგრძელებს ნავთობის მოპოვების გაზრდას

საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ Aramco–მ გამოაცხადა გეგმები 2027 წლისთვის ნავთობის 12 მილიონი ბარელი ნავთობიდან  მოპოვების დღე/ღამეში  20 მილიონამდე გაზრდის შესახებ, Oil Price-isის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროსუქტების იმპორტიორთა კავშირი”. Saudi Aramco–ის აღმასრულებელმა დირექტორმა ამინ ნასერმა განაცხადა, რომ ნავთობის  მოპოვების გაფართოება იქნება თანდათანობითი, რადგან ინვესტიციების ძიებასა და მოპოვებას  დიდი დრო დასჭირდება. ნასერის თქმით, ნავთობზე მოთხოვნა მომავალშიც გაიზრდება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ერთ -ერთი ...

Read More »

მცირედი კლების შემდეგ, ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 7 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  81.95 (+ 0.87)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  78.30  (+ 0.87)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,3 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,3 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 420,887 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები გაიზარდა 3,26 მილიონი ბარელით  და შეადგინა  225,065 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები შემცირდა 0,4  მილიონი  ბარელით  და შეადგინა  129,331 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 200 ათასი  ბარელით  და შეადგინა ...

Read More »

ნოვაკმა შეაფასა ნავთობის მარაგები მსოფლიოში

გასული წელიწადნახევრის განმავლობაში მსოფლიოში ნავთობის მარაგი შემცირდა 364 მილიონი ბარელით, რუსეთის ვიცე -პრემიერის ალექსანდრე ნოვაკის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. “დღეს ისინი 130 მილიონით დაბალია ხუთწლიან საშუალოზე. ეს კარგია ბაზრისთვის, ეს ნიშნავს, რომ ის დაბალანსებულია”,- განაცხადა ნოვაკმა. ვიცე პრემიერ -მინისტრმა აღნიშნა, რომ OPEC + ალიანსი გააგრძელებს მოვლენების მონიტორინგს და დასძინა, რომ ნავთობის ფასების ზრდა ობიექტურად ასახავს სიტუაციას. ”ჩვენი აზრით,  აგვისტოს დღევანდელი მდგომარეობით მოთხოვნილების მცირე ...

Read More »

საწვავის გაძვირების მორიგი და ხანგრძლივი ეტაპი დაიწყო

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს. „ბრენტის“ ტიპის საწვავის ღირებულებამ 83-დოლარიან ნიშნულზე მივიდა. ამის მიზეზი ისაა, რომ ორშაბათს, ნავთობმომპოვებელი ქვეყნების გაფართოებულმა ალიანსმა „ოპეკი პლუსმა“ ნავთობის მოპოვების სწრაფ ზრდაზე უარი განაცხადა და უპირატესობა ეტაპობრივ მატებას მიანიჭა. ეს ნიშნავს უახლოეს პერიოდში ნავთობი არ გაიაფდება. შავი ოქროს გაძვირება გაზის დეფიციტთან ერთად დაიწყო და მომხმარებელი ქვეყნები იმედოვნებდნენ, რომ რუსეთი, საუდის არაბეთი და სხვა მსხვილი ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2021 წლის 6 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. Brent-ის ტიპისდეკემბრის დეკემბრის ფიუჩერსების ფასი 0,46%-ით დაეცა და ბარელზე 80.71 აშშ დოლარს შეადგენს. ამავდროულად, WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულება 1.06%-ით შემცირდა და ბარელზე 76,61 აშშ დოლარად ბარდება.

Read More »
ჩრდილოეთ სახალინის ტერიტორიაზე 300 ტონამდე ნავთობი დაიღვარა

კალიფორნიაში ნავთობის მასშტაბურ გაჟონვას იძიებენ

კალიფორნიაში შტატის ისტორიაში ნავთობის გაჟონვის ყველაზე მასშტაბურ საქმეს იძიებენ. ოფიციალურ ინფორმაციის თანახმად, ნავთობის წყალქვეშა მილსადენიდან 572,807 ლიტრმა ნავთობმა გაჟონა და სანაპირო ზოლის დაბინძურებასთან ერთად, ადგილობრივ ფლორასა და ფაუნას დიდ საფრთხეს უქმნის. მილსადენის დაზიანების მიზეზები ჯერ უცნობია, თუმცა გამოძიება მუშაობს ერთ-ერთი გემის ღუზის მიერ მილსადენის შესაძლო დაზიანების ვერსიაზე. ლოს-ანჯელესისა და ლონგ-ბიჩის პორტები შეერთებულ შტატებში ყველაზე დატვირთული პორტებია, რომლებიც დღის განმავლობაში 100-ზე ...

Read More »

საუდის არაბეთი ევროპის, აშშ-სა და აზიისთვის ნავთობის ფასებს ამცირებს

საუდის არაბეთის ეროვნულმა ნავთობკომპანიამ, Saudi Aramco-მ, მსოფლიოში უმსხვილესმა მწარმოებელმა და სარეზერვო კომპანიამ, განაცხადა, რომ ნოემბერში აზიაში, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ნავთობის ფასს შეამცირებს. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს. Saudi Aramco აღმოსავლეთის რეგიონებში Arab Light–ის ფასი ბარელზე 0,4 დოლარით შეამცირა. კომპანიამ ფასები შეამცირა თითქმის ყველა ტიპის ნავთობზე, რომელიც განკუთვნილია მყიდველებისთვის ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, ჩრდილო-დასავლეთ ევროპასა და შეერთებულ შტატებში

Read More »

„ოპეკ+“-მა ნავთობმოპოვების ზრდაზე უარი განაცხადა

ორშაბათს, ნავთობმომპოვებელი ქვეყნების გაფართოებულმა ალიანსმა ოპეკ+ ნავთობის მოპოვების სწრაფ ზრდაზე უარი განაცხადა და უპირატესობა ეტაპობრივ მატებას მიანიჭა – რაც მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს – უახლოეს პერიოდში ნავთობი არ გაიაფდება. მეტიც, კარტელის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ნავთობის ფასი 2014 წლის მაქსიმუმამდე – 81 დოლარამდე ავარდა. შავი ოქროს გაძვირება გაზის დეფიციტთან ერთად დაიწყო და მომხმარებელი ქვეყნები იმედოვნებდნენ, რომ რუსეთი, საუდის არაბეთი და სხვა ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ზრდას კვლავაც განაგრძობს

“Azeri LT CIF”-ის ნედლ ნავთობზე, რომელსაც აზერბაიჯანი მსოფლიო ბაზარს აწვდის, ფასი 1,59 აშშ დოლარით (1,9%) გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. Azeri Light-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი ამ დროისათვის 85,15 აშშ დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ყველაზე დაბალი ფასი, 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა, იმ დროისთვის 1 ბარელი “Azeri LT CIF”-ის ნედლი ნავთობი 15,81 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო მაქსიმალური ფასი 2008 წლის ივლისში ...

Read More »