ნავთობპროდუქტები

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი იზრდება

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,69%-ით, 0,5 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 73,26 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »
მშვიდობით ბენზინო! Toyota-მ წყალბადზო მომუშავე  ავტომობილების სერიული გამოშვება დაიწყო

რატომ დააზარალებს ევროკავშირს დიზელის ავტომობილების აკრძალვა?

ვროკავშირში დიზელზე მომუშავე ავტომობილების სრულად აკრძალვას გეგმავენ.  შედეგად, 2035 წლისთვის დიზელზე მომუშავე მანქანების აკრძალვის შედეგად ევროკავშირი (EU) დაახლოებით 500 ათას სამუშაო ადგილს დაკარგავს. გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, მათ ნაცვლად ელექტრომობილების ინდუსტრიაში 226 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამრიგად, PwC-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ საავტომობილო ინდუსტრიაში სამუშაო ადგილების წმინდა დანაკარგი დაახლოებით 275 ათასი იქნება. ავტომობილების მიმწოდებელთა ევროპული ასოციაცია აცხადებს, რომ დიზელზე მომუშავე საწარმოები იძულებულნი იქნებიან შეამცირონ პერსონალი „მწვანე“ ტექნოლოგიებზე ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის’ ცნობით, 2021 წლის 6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73.08  (+ 3,20)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  69.49 (+  3,23)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »
ნავთობზე დაბალი ფასები 10 წლის განმავლობაში შენარჩუნდება

Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი გაიზარდა, ხოლო Light Sweet-ის ტიპის – შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe) Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  69,88  (+ 0.21)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) Light Sweet-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  66,26 (- 0,24)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აშშ-ში ნავთობის 23-ე მსოფლიო კონგრესი გაიხსნა

23-ე მსოფლიო ნავთობის კონგრესი (WPC), რომელიც აშშ-ში, კერძოდ ჰიუსტონში გაიხსნა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმომადგენლობითი ღონისძიებაა ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში. გავრცელებული ინფორმაციით, ფორუმი 9 დეკემბრამდე გაგრძელდება და მასში 70 ქვეყნიდან 5 ათასზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. დამსწრე პირებს შორის იქნებიან: მსხვილი სპეციალიზებული კომპანიების ხელმძღვანელები, მინისტრები და ექსპერტები. პროგრამა მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს კორონავირუსული პანდემიის კონტექსტში განიხილონ პლანეტის ენერგეტიკული სექტორის შემდგომი განვითარების საკითხები. კონგრესის გახსნის ცერემონიაზე WPC-ის საორგანიზაციო ...

Read More »

რამდენიმე დღეში საწვავი გაიაფებას დაიწყებს – პირველ ეტაპზე ფასი დააახლოებით 20 თეთრით შემცირდება

გლობალურ ბაზრებზე საწვავის გაძვირების ტენდენციას საქართველო უახლოეს დღეებში აუბამს მხარს. რამდენი თეთრით შემცირდება ფასი, ამაზე სპეციალისტებს განსხვავებული ვერსია აქვთ. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია საწვავი რამდენიმე დღეში 15-20 თეთრის ფარგლებში გაიაფდეს. ბაზრის მკვლევარები კი საფასო ცვლილებას იანვრამდე  არ ელოდებიან.  ეს მაშინ, როცა ფასები საერთაშორისო ბაზრებზე 68 დოლარამდე შემცირდა.  ამის მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამია.  საერთაშორისო ბაზრებზე ნედლი ნავთობის ფასმა დაახლოებით ...

Read More »
საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვების შეზღუდვას დათანხმდა

„ომიკრონი“ ნავთობს აიაფებს

ოპეკ+-ის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრამ სენსაციების გარეშე ჩაიარა – კარტელმა ცოტა ხნის წინ ნავთობის ფასის ზრდის ფონზეც კი უარი განაცხადა ადრე დაგეგმილზე მეტად მოპოვების ზრდაზე და ეს მოსალოდნელი მით უმეტეს არ იყო დღეს, როდესაც „შავი ოქრო“ ისევ იაფდება. ალიანსში გაერთიანებულმა ქვეყნებმა ძალაში დატოვეს ივლისში მიღებული გადაწყვეტილება – ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 400 000 ბარელით გაიზრდება, იმის მიუხედავად, რომ უკვე რამდენიმე თვის ...

Read More »

ბენზინი ბოლო ერთ წელში 44,7%-ით გაძვირდა

ნოემბერში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, ბენზინის ფასი 44,7%-ით გაიზარდა — ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. გარდა ამისა, 40,4%-ით არის გაძვირებული დიზელის საწვავიც. ამასთან, აღანიშნავია, რომ როგორც ბენზინის, ისე დიზელის ტიპის საწვავი ნოემბერში 10 ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტს შორის შედის. ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე სუპერის ტიპის საწვავი საშუალოდ 3,4 ლარი ღირს, ხოლო დიზელის ტიპის საწვავი საშუალოდ — 3,14 ლარი. ...

Read More »

“ჩვენ იმპორტიორი ქვეყანა ვართ, ამიტომ არანაირი ბერკეტი ბიზნესს არ აქვს, რომ რაიმე გააკეთოს საწვავის ფასის მიმართულებით”

“საქართველო არის იმპორტიორი ქვეყანა. სავაჭრო ქსელები, რომლებიც საწვავის ინდუსტრიაში არიან წარმოდგენილები არიან მხოლოდ გამტარები. ისინი ყიდულობენ და ყიდიან საწვავს. თუ ჩვენ შევისყიდით მაღალ ფასში საწვავს, იმას იაფად ვერ გავყიდით. მე მგონია, რომ ეს საზოგადოებისთვის ნათლად არის გასაგები. ამიტომ, არანაირი ბერკეტი ბიზნესს არ აქვს, რომ რაიმე გააკეთოს საწვავის ფასის მიმართულებით. ის ინფორმაცია, რა ღირს კონკრეტულ მომენტში ნავთობი, იცის მთელმა მსოფლიომ. რაც ...

Read More »

რუსული Urals-ის ნავთობის ფასი 70 აშშ დოლარს ჩამოცდა

Urals-ის ნავთობის ფასი ბარელზე $ 70 $-ს ჩამოსცდა. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,  ნავთობის საშუალო ფასი 2021 წლის ნოემბერში ბარელზე 72,46 აშშ დოლარს შეადგენდა. მიმდინარე წლის ნომემბერში Urals-ის ბრენდი ბარელზე საშუალოდ 72 დოლარი ღირდა. შეგახსენებთ, რომ ურალის საშუალო ფასი მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში შეადგენდა 65.96 აშშ დოლარს.

Read More »