ეკოლოგია

პარლამენტმა მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნას მხარი დაუჭირა

საქართველოში კიდევ ერთი დაცული ლანდშაფტი შეიქმნება. ამის შესაძლებლობას იძლევა კანონპროექტი „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“, რომელიც საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საბოლოო მოსმენით, 78 ხმით  მიიღო. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტები „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარადგინა. უწყების ...

Read More »

მეცნიერები დედამიწის პოლუსებზე დათბობის შესაჩერებლად მათ ხელახლა “გაყინვას” გვთავაზობენ

დედამიწის პოლუსები ძალიან სწრაფად თბება. მიმდინარე წლის დასაწყისში არქტიკისა და ანტარქტიკის რეგიონებში რეკორდული სითბური ტალღები დაფიქსირდა, რაც ყინულის ლღობას იწვევს და ზღვის დონის მატების საფრთხის წინაშე გვაყენებს. ამის შესაჩერებლად მეცნიერები გვთავაზობენ გეგმას, რომელიც იაფი და ეფექტიანია. ის მზის სხივების ნაწილობრივ დაჩრდილვას გულისხმობს. სპეციალისტთა მიერ განხილული პოტენციური გეოინჟინრული პროგრამის მიხედვით, საფრენი აპარატებიდან ატმოსფეროში, ალასკის ქალაქ ანკორიჯისა და პატაგონიის სამხრეთ კიდის თავზე, აეროზოლის მიკროსკოპული ...

Read More »

პირველი კლიმატური სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ სათბური აირების ემისიის გამო

უზენაეს სასამართლოში აქტივისტებმა რუსეთის წინააღმდეგ პირველი კლიმატური სარჩელი შეიტანეს. მომჩივანი მხარე სახელმწიფოსგან გადაუდებელი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს, რაც აუცილებელია 2015 წლის პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად და სათბური აირების ემისიის რადიკალურად შესამცირებლად. საჩივრის ავტორებს შორის ორი ორგანიზაცია Ekozashita (ეკოთავდაცვა) და „მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფია“, რუსეთის ადამიანის უფლებათა დაცვის უძველესი ორგანიზაცია, რომელიც საბჭოთა დისიდენტების მიერ დაარსდა. მათთან ერთად დამატებით თვრამეტი პირია იმ სარჩელის ...

Read More »

საჭიროა 9 მილიონი ადამიანის ევაკუაცია – ტაიფუნი იაპონიაში

იაპონიაში, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ტაიფუნი „ნანმადოლის“ გამო, 9 მილიონ ადამიანს მოუწოდეს, საცხოვრებელი დატოვოს. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, სუპერტაიფუნს უკვე ემსხვერპლა ორი ადამიანი, 90-მდე პირი კი დაშავდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, ტაიფუნი, რომელიც ახლა ქვეყნის სამხრეთით მდებარე კუნძულ კიუსიუზე მძვინვარებს, მომდევნო დღეებში, მიმართულებას შეიცვლის და იაპონიის მთავარი კუნძულისკენ, ჰონსიუსკენ გადაინაცვლებს. „ათიათასობით ადამიანმა გასული ღამე საგანგებო თავშესაფრებში გაატარა, თითქმის 350 000 სახლი ...

Read More »

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ტყის ხანძრების, მისი პრევენციის და მართვის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში „ეროვნული სატყეო სააგენტოს” უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილმა ტყის ხანძრების, მისი პრევენციის და მართვის შესახებ ინფორმაცია წარადგინა. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ტყის ხანძრებთან მიმართებაში ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და იმ მონაცემებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე (1 მლნ 900 ათასი ჰექტარი) ჰქონდა ადგილი წლების განმავლობაში. ყურადღება გაამახვილა იმ პრევენციულ ღონისძიებებსა და მიმდინარე პროცესებზე, ...

Read More »

მეღვინეები ვენახების ხმობას კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ

„ამა ვენაცვალე ჯოო, როგორია, გახედე, კაცო“ – ასე ეფერება გიორგი ღვარძელაშვილი ვენახს. პატარა ბავშვივით ფერება უყვარს ვენახსო, გიორგი ღვარძელაშვილი ამბობს. ვენახი 2015 წელს თელავში, სოფელ კონდოლში 5 ჰექტარზე გააშენა. თავდაპირველად წელიწადში რვაას ბოთლ ღვინოს აწარმოებდა, ახლა 8 ათასს. გიორგი ბიო ღვინოს აწარმოებს. საკუთარი პროდუქტი ევროპის 7 ქვეყანასა და ამერიკაში გააქვს ექსპორტზე. „თავიდანვე მიზნად დავისახე, რომ იყოს ხარისხიანი ღვინო, ანუ ბუნებრივი ...

Read More »

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების მონიტორინგის მიზნით, 11 შერჩეულ არეალზე შესაბამისი სისტემები დამონტაჟდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტები, საერთაშორისო ექსპერტთან ერთად, მეწყერსაშიშ ტერიტორიებზე საველე კვლევებს ახორციელებენ. კვლევების შედეგების საფუძველზე, საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, 11 შერჩეულ არეალში თანამედროვე მონიტორინგის სისტემები დამონტაჟდება. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიაზე გეოლოგიური საფრთხეების ინსტრუმენტული მონიტორინგული ქსელის გაუმჯობესებას. პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, კლიმატის მწვანე ფონდის (Green Climate ...

Read More »

Samsung-ი, ნახშირბადის ნულოვანი ემისიის მისაღწევად, $5 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

Samsung Electronics-ი 2050 წლისთვის ნახშირბადის წმინდა ნულოვანი ემისიის მისაღწევად $5 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. ტექნოლოგიური გიგანტის მიერ გამოყოფილი თანხა ტექნოლოგიების კვლევასა და განვითარებას მოხმარდება, რაც ჩიპების წარმოების პროცესში წარმოქმნილი სათბური აირების გაფილტვრასა და ნახშირორჟანგის შენახვას უზრუნველყოფს. Samsung-ის ESG-ის სტრატეგიული ჯგუფის ხელმძღვანელის კიმ სუ-ძინის განცხადებით, მიზანი 2030 წლისთვის კომპანიის მოწყობილობების ბიზნესში ნახშირბადნეიტრალიტეტის მიღწევაა. გარდა ამისა, Samsung-ი გეგმავს, ისეთი რესურსების გადამუშავება გაზარდოს, როგორიც ...

Read More »
თბილისში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სამი ავტომატური სადგურის მონტაჟი დაიწყო

მეცნიერებმა დაადგინეს მექანიზმი, თუ როგორ იწვევს ჰაერის დაბინძურება ფილტვის კიბოს

მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია იციან, რომ ჰაერის დაბინძურება შეიძლება დაკავშირებული იყოს ფილტვის კიბოს გაზრდილ რისკთან არამწეველ ადამიანებში. თუმცა, ახალი კვლევა აღწერს ერთ მექანიზმს, რომელმაც შეიძლება ამის მიზეზი ახსნას; აღმოჩენას მკვლევრებმა უკვე უწოდეს „მნიშვნელოვანი ნაბიჯი მეცნიერებისთვის და საზოგადოებისთვის“. კვლევა წარმოაჩენს ჯანმრთელობისადმი იმ რისკს, რასაც წიაღისეული საწვავის წვის შედეგად წარმოქმნილი ციცქნა ნაწილაკები ფლობს და კიდევ ერთხელ მოგვიწოდებს სასწრაფო მოქმედებებისკენ კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად. კვლევის ავტორის, გაერთიანებული სამეფოს ფრენსის კრიკის ...

Read More »

რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო საფრანგეთში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა

სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში ხანძარმა 1000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაანადგურა, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. წერს apnews-ი. ამავე ინფორმაციით, ჟირონდის რეგიონში 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, ბორდოს სამხრეთით ჰაერის ტემპერატურამ 39 გრადუსს მიაღწია. ძლიერმა ქარმა შეაფერხა ასობით მეხანძრე-მაშველის ძალისხმევა, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ ხანძრის ლოკალიზებას. შემდეგ კი ხანძრის ქრობის პროცესში სპეციალიზებული თვითმფრინავი ჩაერთო, სწორედ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი ხანძრის ლოკალიზება. ...

Read More »