ეკოლოგია

როგორ მივიღოთ ვირტუალურად მონაწილეობა COP26-ში?

წელს რიგით 26-ე გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენცია ე.წ. Conference of Parties (COP) დიდი ბრიტანეთში, ქ. გლაზგოში გაიმართება, რომელიც 31 ოქტომბრიდან – 12 ნოემბრის ჩათვლით მასპინძლობს კონვენციის 197 მხარეს. წლევანდელი კონფერენციის მთავარი მიზნებია: (1) 2015 წლის პარიზის შეთანხმების შესაბამისად კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის აირების შემცირება, (2) კლიმატის ცვლილების შედეგებთან ადაპტაცია, (3) შესაბამისი ფინანსების მობილიზება და (4) საერთაშორისო თანამშრომლობის ...

Read More »
ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება

ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების საკითხებზე გარემოს ეროვნულ სააგენტოში სემინარი გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგისა და სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის სემინარი „ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემების ვერიფიკაცია და ანგარიშგება“ საერთაშორისო ექსპერტმა, ჯორჯო არდუინომ გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სემინარი პროექტის „ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მონაცემთა დამუშავებისა და მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება – ფაზა II“ ფარგლებში ჩატარდა. გარემოს ...

Read More »
კლიმატის ცვლილების მიზეზები

პლანეტაზე კლიმატთან დაკავშრიებით საგანგაშო ვითარებაა

კლიმატის კრიზისთან დაკავშირებით გამოქვეყნდა ახალი სამეცნიერო ანგარიში, რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა შეაფასა. მისი თქმით, მთელ პლანეტაზე კლიმატთან დაკავშირებით უკვე საგანგაშო ვითარებაა. ანტონიო გუტერეშის განცხადებით, საჭიროა დიდი ოცეულის ქვეყნების აქტიურობა იმისთვის, რომ დასახული მიზნები რეალობად იქცეს და მსოფლიომ გლობალური დათბობის პროცესი შეაჩეროს. კლიმატის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე კიდევ ერთი მეცნიერული  ანგარიში გავრცელდა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ თითოეული ქვეყანა უნდა ჩაერთოს კლიმატის ცვლილებასთან ...

Read More »

ნინო თანდილაშვილი პროექტის „ეკოსისტემების აღდგენის ხელშეწყობა გვალვის რისკის შემცირებისათვის” დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი პროექტის „ეკოსისტემების აღდგენის ხელშეწყობა გვალვის რისკის შემცირებისათვის” დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას დაესწრო. „კლიმატის ცვლილების ფონზე გაუდაბნოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, სწორად შევაფასოთ ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული სიტუაცია, დავსახოთ კონკრეტული ღონისძიებები იმ რეგიონებისთვის, სადაც გაუდაბნოების პრობლემა რეალური და აქტუალურია. გამოვიყენოთ საერთაშორისო პრაქტიკა, ...

Read More »

31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეა

31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელსაც საქართველოც აღნიშნავს. 1996 წელს შავი ზღვის აუზის ქვეყნებმა: უკრაინამ, რუსეთმა, რუმინეთმა, თურქეთმა, ბულგარეთმა და საქართველომ სტამბულში ხელი მოაწერეს შავი ზღვის დაცვის სტრატეგიულ გეგმას. 31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის დღედ გამოცხადდა. ეს თარიღი 1997 წლიდან საქართველოშიც აღინიშნება.

Read More »

BAG-ი: ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამონაბოლქვის ზღვრულად დასაშვები ნორმების დადგენა ბიზნესის აქტიური ჩართულობით წარიმართება

ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გაფრქვევების ზღვრულად დასაშვები ნორმების დადგენის შესაძლებლობაზე იმსჯელეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, ბიზნეს ასოციაციის წევრმა და მოწვეულმა კომპანიებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, სამინისტრო მზად არის ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით იმუშაოს ისეთ მარეგულირებელ ნორმებზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ...

Read More »
მაკროეკონომიკური რისკებისა და წარმოების ზრდის ფონზე ნავთობის ფასმა დაიკლო

დედოფლისწყაროში ნავთობის დაღვრის პრევენციის სამუშაოები დაიწყო

სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა და სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომლებმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში, ნავთობის შემკრებ პუნქტში ნავთობის ტრანსპორტირების პროცესი დაიწყეს. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის გიორგი ტატიშვილის განცხადებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე მირზაანის ნავთობის საბადოზე მდებარე ჭაბურღილებიდან მოპოვებული ნავთობი გროვდება მირზანიის ნავთობის შემკრებ პუნქტში განლაგებულ მცირე მოცულობის რეზერვუარებში, არსებული მდგომარეობით რეზერვუარები ...

Read More »

რუსეთი მეთანის გაჟონვის მონაცემებს მალავს – Washington Post

რუსეთში უფრო და უფრო მეტი რაოდენობის მეთანი იჟონება, მაგრამ ქვეყანა რეალურ მონაცემებს მალავს და მოძველებული ინფრასტრუქტურიდან ბუნებრივი აირის წარმოების შემცირებას არ გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post წერს. გაზეთის გამოძიება 4 ივნისს “ურენგოი – ცენტრი 1-ის” მილსადენიდან მეთანის გაჟონვას ეძღვნება. „სხვა ეპოქაში მასიური გაჟონვა შეიძლებოდა შეუმჩნეველი დარჩენილიყო. მაგრამ ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანამგზავრი, რომელიც მდებარეობს დედამიწიდან 520 მილის სიმაღლეზე,  მეთანისა და სხვა გაზების კვალს ...

Read More »

მეცნიერების საგანგაშო კვლევა – პირველად ისტორიაში ამაზონის ჯუნგლები უფრო მეტ ჟანგბადს მოიხმარს, ვიდრე გამოყოფს

ამაზონის ჯუნგლებს ხშირად დედამიწის ფილტვებსაც უწოდებენ. მილიონობით ჰექტარ ტყის მასივში უამრავი მცენარე იზრდება, რომლებიც პლანეტას საკმაოდ დიდი მოცულობის ჟანგბადით ამარაგებენ. ბოლო ათწლეულებში ამაზონის ჯუნგლებში ხეების ჭრა განსაკუთრებით ინტენსიური გახდა, რასაც ბრაზილიის ხელისუფლება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით ამართლებს. ამას გარდა, კლიმატური ცვლილების გამო, ტემპერატურის ზრდამ ამაზონის ჯუნგლებში ხანძრების გახშირება გამიწვია, რამაც ასობით ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა. გამოცემა The Guardians ჟურნალ Nature-ზე დაყრდნობით ...

Read More »

შვეიცარიის შეთანხმება საქართველოსთან სათბურის აირების ემისიის შესამცირებლად

შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ 13 ოქტომბერს მხარი დაუჭირა საქართველოსთან და დომინიკასთან გარემოს დაცვის ორმხრივ შეთანხმებას. ეს შეთანხმება შვეიცარიას აძლევს საშუალებას, სათბურის აირების ემისია, შვეიცარიის ტერიტორიის გარდა, სხვა ქვეყნების ხარჯზეც შეამციროს. პარიზის შეთანხმების ფარგლებში შვეიცარიას სურს, თავისი სათბურის აირების 1990 წლის დონე ნახევრამდე შეამციროს. ის გეგმავს, რომ ამ მიზანს, პირველ რიგში, საშინაო ღონისძიებების გატარების შედეგად მიაღწევს. თუმცა პარიზის შეთანხმება ასევე იძლევა შესაძლებლობას, ...

Read More »