ეკოლოგია

Heineken მენეჯერების ხელფასებს მათი ეკოლოგიური აქტივობის მიხედვით განსაზღვრავს

ჰოლანდიური ლუდის გიგანტ Heineken-ის მენეჯერების ხელფასები და ბონუსები მალე იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ ვინ რა წვლილს შეიტანს კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში. მსოფლიოში სიდიდით მეორე ლუდსახარშ კომპანიას თავის მიზნებში გაწერილი აქვს, რომ 2040 წლისთვის ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე წარმოებად უნდა გადაიქცეს. „ამჟამად ვიკვლევთ, თუ როგორ დავუკავშიროთ ეს მიზნები ხელმძღვანელი პირების წახალისებას,“ – განუცხადა Bloomberg-ს კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, დოლფ ვან დენ ბრინკმა. მისი ...

Read More »

გარემოს ეროვნული სააგენტო ზედაპირული და მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელის გაუმჯობესებისთვის აქტიურად მუშაობს

„ევროკავშირი აგრძელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერას წყლის რესურსების მართვის რეფორმის განხორციელების პროცესში. ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, გარემოს ეროვნულ სააგენტოს მონიტორინგის სადგურები გადაეცა, რომლებიც მიწისქვეშა წყლების დაკვირვების სისტემის სრულყოფას ემსახურება. რეფორმის განხორციელების პროცესი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს რაციონალურად და მდგრადად აითვისოს როგორც ზედაპირული, ასევე მიწისქვეშა წყლები”, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ...

Read More »

G7 შეთანხმდა კლიმატის ცვლილების ყოველწლიური დაფინანსება 100 მილიარდ დოლარამდე გაზარდოს

G7-ის ლიდერები შეთანხმდნენ გაზარდონ თავიანთი შენატანები 100 მილიარდ დოლარამდე, რათა დაეხმარონ ღარიბ ქვეყნებს ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირებასა და გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში. G7-ის ქვეყნებმა ასევე დადეს პირობა, რომ 2050 წლისთვის მიაღწევენ ნახშირბადის ნულოვან ემისიას, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა. შვიდმა ქვეყანამ – შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და იაპონიამ – კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება, მოახდინონ ...

Read More »
გადამუშავებული ნახშირბადის მომავალი და მისი გავლენა კლიმატის ცვლილებებზე

ატმოსფეროში CO2-ის დონემ მიაღწია ნიშნულს, რომელიც დედამიწაზე ბოლო ოთხი მილიონი წლის განმავლობაში არ ყოფილა

მიუხედავად მცირე იმედისა, რომ გლობალური პანდემია კლიმატის კრიზისზე ოდნავ მაინც იმოქმედებდა დადებითად, სულ უფრო მეტი მტკიცებულება მიუთითებს, რომ ასე არ მოხდა. მსგავსი: ნახშირორჟანგის დონემ ატმოსფეროში კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მაღალ, საგანგაშო ნიშნულს მიაღწია ატმოსფეროში ნახშირორჟანგის (CO2) დონის გაზომვის ახალი მონაცემები მიუთითებს, რომ სითბოს ჩამჭერი ამ ქიმიური ნივთიერების დონემ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, ისეთს, როგორიც მეცნიერებს ჯერ არ უნახავთ. აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) განცხადებით, 2021 ...

Read More »

ანდრია ბასილაია: 2018 წლიდან, გარემოს დაცვით ღონისძიებებზე 195 მილიონი დავხარჯეთ

ჩვენი მოსვლის დღიდან ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მწვანე სივრცეების შექმნა იყო. დავინახეთ, რომ ეს არის ერთ-ერთი მოთხოვნა მოსახლეობის მხრიდან, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა. მისივე თქმით, სწორედ ამიტომაც, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ბიუჯეტის მხრიდანაც გამწვანების ღონისძიებები იყო. „ჯამში 2018 წლიდან, ჩვენ დავხარჯეთ 195 მილიონი, გარემოს დაცვით ღონისძიებებზე. ეს არის ორჯერ მეტი, ვიდრე წინა 8 წლის ...

Read More »
ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება

CO2-ის დონემ მაისში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

მიმდინარე წლის მაისში დედამიწის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის (CO2) რაოდენობამ კვლევების დაწყებიდან მაქსიმალურ დონეს მიაღწია. ამის შესახებ ABC აშშ-ის ოკეანესა და ატმოსფეროს კვლევის ეროვნული სამმართველოს მონაცემებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, გასულ თვეში ატმოსფეროში მილიონზე CO2-ის 419 ნაწილაკი დაფიქსირდა. სპეციალისტების თქმით, ეს მონაცემები აჩვენებს, რომ კორონავირუსის პანდემიამ, გლობალური ეკონომიკის შეჩერების მიუხედავად, ნახშირორჟანგის დონის შემცირებაზე ვერ იმოქმედა.

Read More »
გადამუშავებული ნახშირბადის მომავალი და მისი გავლენა კლიმატის ცვლილებებზე

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა გადაწყვიტეს, უარი თქვან წიაღისეულ ენერგომატარებლებზე

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ, წლის ბოლომდე შეწყვიტონ ქვანახშირის პროექტების დაფინანსება და თანდათან შეაჩერონ დანარჩენი წიაღისეული ენერგომატარებლების, მათ შორის ნავთობისა და გაზის, მხარდაჭერა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება დასკვნით კომუნიკეზე დაყრდნობით. ამგვარი სტრატეგიის მიზანია, გლობალური ტემპერატურის მატება ცელსიუსით 1,5 გრადუსით შეიზღუდოს. ამავე დროს „დიდი შვიდეულის“ მთავრობებს გადაწყვეტილი აქვთ, მათმა პარტნიორებმაც მისდიონ მათ მაგალითს და უკვე 2030 წლისთვის გადავიდნენ სატრანსპორტო საშუალებებზე ნულოვანი ემისიით. ...

Read More »

მსოფლიოში გადაყრილი პლასტმასის ნახევარზე მეტს 20 კომპანია აწარმოებს

მსოფლიოში გადაყრილი პლასტიკის ნახევარზე მეტს მხოლოდ 20 კომპანია აწარმოებს. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, კვლევა ლონდონის ეკონომიკის სკოლის მონაწილეობით ჩატარდა. მისმა ავტორებმა ათასამდე ქარხნის შესახებ შეისწავლეს ინფორმაცია, რომლებიც პლასტიკის ერთჯერადი ნივთების წარმოებისთვის საჭირო მასალას ამზადებენ. ამ ერთჯერადი პლასტიკის უმეტესობა (ბოთლები, პარკები, ჭურჭელი) ხშირად ოკეანეებში ხვდება, რაც ფლორასა და ფაუნას აზიანებს. კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ გადაყრილი პლასტიკის 55% მხოლოდ 20 ქარხანაში ...

Read More »

ნარჩენი ზეთების, საბურავების, ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება 1 წლით გადავადდა

„ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №327 დადგენილებაში განხორციელდა ცვლილების შეტანა, რომლის თანახმადაც დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ამოქმედება გადავადდა 1 წლით. კერძოდ, 2022 წლის 1 ივლისისათვის “. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზეთების დისტრიბუტორები ვალდებული არიან ბაზარზე არ განათავსონ ისეთი მწარმოებლის მიერ მოწოდებული პროდუქტები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული მგვ (მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება) რეესტრში და არ არიან მგვ ორგანიზაციის წევრები (ან არ აქვთ შექმნილი ინდივიდუალური მგვ ორგანიზაცია). მთავრობის დადგენილებების თანახმად მოხდა ასევე ანალოგიურად ვალდებულებების აღების 1 წლით გადავადება საბურავების, ბატარეებისა და აკუმულატორების, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით. “გასული და მიმდინარე წელი იყო და არის საკმაო დრთული ფინანსური ...

Read More »
ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება

2018 წელს ჰაერის დაბინძურებამ საქართველოში 4,000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

„მსოფლიო ბანკი“ მიუთითებს, რომ  საქართველოს მწვანე ზრდის პოტენციალის ეფექტიანი გამოყენება შეუძლია. „მსოფლიო ბანკის“ ანგარიში „საქართველო: გზა მწვანე და მედეგი განვითარებისკენ“ აფასებს სასოფლო-სამეურნეო და სატყეო მიწის და სანაპირო ზოლის დაბინძურებასთან და დეგრადაციასთან დაკავშირებულ სავარაუდო დანაკარგებს. 2018 წელს ჰაერის დაბინძურებამ საქართველოში 4,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო ეკონომიკურმა დანაკარგმა 560 მლნ. აშშ დოლარი – ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 3% შეადგინა. სასოფლო-სამეურნეო და სატყეო მიწის დეგრადაციით გამოწვეული ხარჯები, რაც ...

Read More »