საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სბმკ „ორქისი“-ს ერთობლივი ძალისხმევით, შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ცირკულარული ეკონომიკის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სბმკ „ორქისი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების მხარდაჭერით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს, ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მე-5 კონფერენცია გაიმართა. ...
Read More »ეკოლოგია
COP 26 – ის სამიტის შესაძლო შედეგები
COP 26 – ის სამიტზე მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ლიდერების მიერ საჯაროდ დადებულმა პირობებმა მხოლოდ რამდენიმე მეათედი გრადუსით შეამცირა სამომავლო დათბობა. თუმცა ეს კვლავ არ არის საკმარისი, რომ დათბობა 1,5 გრადუს ცელსიუსამდე შეიზღუდოს, რაც კლიმატის ცვლილების ყველაზე მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლადაა საჭირო. მეცნიერთა დამოუკიდებელი კომისიის დასკვნით მსოფლიოში ტემპერატურის მატება საუკუნის ბოლომდე 2 მთელ 5 მეათედ გრადუს ცელსიუსს მიაღწევს. “თუ სახელმწიფოები შეასრულებენ ...
Read More »ლევან დავითაშვილი GIZ–ის პროგრამის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ დირექტორს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში (IBiS)“ დირექტორს, ჰანს იოაჰიმ ლიპის შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ჰანს იოაჰიმ ლიპის 7 წლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისა და ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემური სერვისების მართვის პროცესის გაუმჯობესების მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის. ჰანს იოაჰიმ ლიპიმ შეხვედრაზე აღნიშნა, ...
Read More »“2022 წლიდან CO-ს ნორმების გამკაცრებას სწორი ადმინისტრირება სჭირდება”
„კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორი გიორგი სურგულაძე დროულსა და მისასალმებელს უწოდებს ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისთვის ახალი, გამკაცრებული რეგულაციების 2022 წლიდან ამოქმედებას. „საკმაოდ კარგი რეფორმაა, თუ ეს რეალურად განხორციელდა, თუმცა, ამასაც ბევრი წახნაგი აქვს. თუ რაღაც შემოვიღეთ და შემდგე ვერ მოვახდინეთ მისი ადმინისტრირება, ეს უარესია. ზოგადად, ახლა რა მეორადი ავტომობილებიც შემოდის ქვეყანაში, მაგ სტანდარტს ყველა აკმაყოფილებს, უბრალოდ, აქ ხდება კატალიზატორების ქურდობა, გაცვლა, ამას სწორი ...
Read More »გლაზგოს კონფერენციაზე მსჯელობენ, როგორ დაეხმარონ კლიმატური პრობლემების მოგვარებაში განვითარებად ქვეყნებს
შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში გრძელდება კლიმატის საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია COP26. კონფერენციის მუშაობის მეორე კვირაში მისი ყურადღების ცენტრში იქნება ღარიბი ქვეყნებისთვის დახმარების აღმოჩენა კლიმატურ ცვლილებებთან გასამკლავებლად. ეს საკითხი მიიჩნევა ერთგვარ გამოცდად, შეძლებენ თუ არა მდიდარი და განვითარებადი ქვეყნები კრიზისის შემსუბუქებისთვის თანამშრომლობას. 8 ნოემბერს მთავრობები შეეცდებიან მიაღწიონ შეთანხმებას იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმარონ საფრთხეში მყოფ ქვეყნებს გლობალურ დათბობასთან გამკლავებაში და მოახდინონ მათ ...
Read More »ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუს შეხვდა. შეხვედრაზე, მხარეებმა საირიგაციო სისტემების წყლით უზრუნველყოფის, მიწის ბაზრის განვითარების საკითხები განიხილეს და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ გლობალურ გამოწვევებსა და ამ ცვლილების გვერდითი ეფექტების შემცირების გზებზე იმსჯელეს. ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის იმ პროექტებზე ...
Read More »მსოფლიოში ნახშირორჟანგის გამოყოფა პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება
მსოფლიოში ნახშირორჟანგის გამოყოფა პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება. Euornews-ის ინფორმაციით, 2020 წლის დასაწყისიდან კორონავირუსის პანდემიის მსოფლიოში გავრცელების შემდეგ ნახშირორჟანგის გამოყოფა პლანეტაზე 5.4%-ით შემცირდა. თუმცა, აკრძალვების ეტაპობრივად მოხსნის შედეგად მიმდინარე წელს ნახშირორჟანგის გამოყოფა 4.9%-ით გაიზრდება და წლის განმავლობაში 36.4 მილიარდ ტონას მიაღწევს. მეცნიერთა კვლევის თანახმად, 2021 წელს ქვანახშირისა და გაზის ემისია 2019 წლის დონეს აღემატება, მაშინ როცა ნავთობიდან გამონაბოლქვი კვლავ დაბალია 2019 წლის ...
Read More »400-ზე მეტი კერძო თვითმფრინავი და უფრო მეტად დაბინძურებული გარემო – რა ხდებოდა შოტლანდიაში კლიმატის ცვლილების სამიტზე, რომელსაც “ფარისევლობის აღლუმი” უწოდეს
შოტლანდიაში, ქალაქ გლაზგოში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მსოფლიოს ლიდერები, მილიარდერები, საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა ადამიანები შეიკრიბნენ და პრობლემის მოგვარების გზებზე ისაუბრეს. გაიმართა კონფერენცია, რომელიც კლიმატის ცვლილებისგან მოსალოდნელ ზიანს, ჰაერის დაბინძურების საკითხსა და გამოსავლის პოვნას მიეძღვნა. ყველა ერთხმად თანხმდება, რომ დედამიწა საფრთხეშია და თუ ქმედით ნაბიჯებს არ გადავდგამთ, სულ მალე, შესაძლოა, ჩვენი პლანეტის ზოგიერთ ადგილას ტემპერატურამ ისეთ ნიშნულს მიაღწიოს, რომელიც ადამიანის არსებობისა და ...
Read More »პაპუნა ლეჟავამ გაეროს სამიტის ფარგლებში მდგრადი დაფინანსებისა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე ისაუბრა
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება გლაზგოს უნივერსიტეტის ადამ სმიტის ბიზნესის სკოლისა და „ბრეტონ ვუდსის კომიტეტის განახლების“ ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიება ქვეყნების პოსტ-პანდემიური მდგომარეობის და მდგრადი განვითარების, კლიმატის ცვლილების, მწვანე და მდგრადი დაფინანსების თემების განხილვას დაეთმო. სამიტზე პაპუნა ლეჟავამ კლიმატის ცვლილებებისა და მდგრადი დაფინანსების საკითხებზე გლაზგოს უნივერსიტეტის, კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ...
Read More »2022 წლიდან CO-ს ნორმები მკაცრდება
2022 წლის 1-ელი იანვარი – ეს ის თარიღია, როდიდანაც ბენზინზე მომუშავე ავტომობილებს ახალი, გამკაცრებული ნორმების დაკმაყოფილება მოუწევთ. გამკაცრებული რეგულაცია გამონაბოლქვში CO-ს შემცველობის უფრო დაბალ მაჩვენებელს ითვალისწინებს. 2021 წელს არსებული 0.6%-დან ნორმა დაბალ და მაღალ ბრუნზე, შესაბამისად, 0.3%-დან 0.5%-მდე დაშვებას გულისხმობს. რეგულაცია 2020 წლის 1 აპრილამდე განბაჟებულ და რეგისტრირებულ ავტომობილებს ეხება. ამ პერიოდის შემდეგ განბაჟებულ და რეგისტრირებულ ავტომობილებში კი კატალიზატორის ქონაც ...
Read More »