400-ზე მეტი კერძო თვითმფრინავი და უფრო მეტად დაბინძურებული გარემო – რა ხდებოდა შოტლანდიაში კლიმატის ცვლილების სამიტზე, რომელსაც “ფარისევლობის აღლუმი” უწოდეს

შოტ­ლან­დი­ა­ში, ქა­ლაქ გლაზ­გო­ში კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მსოფ­ლი­ოს ლი­დე­რე­ბი, მი­ლი­არ­დე­რე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ და პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის გზებ­ზე ისა­უბ­რეს. გა­ი­მარ­თა კონ­ფე­რენ­ცია, რო­მე­ლიც კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის­გან მო­სა­ლოდ­ნელ ზი­ანს, ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის სა­კი­თხსა და გა­მო­სავ­ლის პოვ­ნას მი­ე­ძღვნა.

  • ყვე­ლა ერ­თხმად თან­ხმდე­ბა, რომ დე­და­მი­წა საფრ­თხე­შია და თუ ქმე­დით ნა­ბი­ჯებს არ გა­დავ­დგამთ, სულ მალე, შე­საძ­ლოა, ჩვე­ნი პლა­ნე­ტის ზო­გი­ერთ ად­გი­ლას ტემ­პე­რა­ტუ­რამ ისეთ ნიშ­ნულს მი­აღ­წი­ოს, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის არ­სე­ბო­ბი­სა და სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­სა­ბა­მო იქ­ნე­ბა.

ამი­ტო­მაც, ახლა მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბი გა­მო­სავ­ლის პოვ­ნას ცდი­ლო­ბენ, თუმ­ცა კონ­ფე­რენ­ცია, რო­მე­ლიც გლაზ­გო­ში გა­ი­მარ­თა, კრი­ტი­კის სა­გა­ნი გახ­და. გა­რე­მოს დამ­ცველ­თა შე­ფა­სე­ბით, ეს იყო “კონ­ფე­რენ­ცია კონ­ფე­რენ­ცი­ის­თვის”, რომ მო­ვის­მი­ნეთ მხო­ლოდ სი­ტყვე­ბი, ხოლო რე­ა­ლუ­რი ქმე­დე­ბე­ბით, მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბი გვაჩ­ვე­ნე­ბენ, რომ არა­თუ ზრუ­ნა­ვენ კლი­მა­ტის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, არა­მედ კი­დევ უფრო მეტ საფრ­თხეს უქ­მნი­ან დე­და­მი­წას.

შოტ­ლან­დი­ის აე­რო­პორ­ტებ­მა კლი­მა­ტის სა­მი­ტის­თვის 400-ზე მეტი კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვი მი­ი­ღეს
  • ზო­გი­ერ­თმა გლაზ­გო­ში გა­მარ­თულ სა­მიტს “სი­ყალ­ბის აღ­ლუ­მიც” კი უწო­და.

კრი­ტი­კა მოჰ­ყვა იმ ფაქტს, რომ კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სა­უბ­რობ­დნენ რო­გორ უნდა გა­და­არ­ჩი­ნონ დე­და­მი­წა და შე­ამ­ცი­რონ ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის ხა­რის­ხი მა­შინ, როცა, მათი დიდი ნა­წი­ლი გლაზ­გო­ში კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვით ჩა­ვი­და.

  • “კლი­მა­ტის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით აშშ-ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არის მოქ­მე­დე­ბა და არა სი­ტყვე­ბი” – ეს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის სი­ტყვე­ბია, თუმ­ცა სა­ნამ მათ წარ­მოთ­ქვამ­და, გლაზ­გოს აე­რო­პორ­ტში ის ყვე­ლა­ზე დიდი კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვით და­ეშ­ვა.

რო­გორც BBC წერს, Prestwick Airport-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ტკბე­ბოდ­ნენ უჩ­ვე­უ­ლოდ ბევ­რი თვითმფრი­ნა­ვის ყუ­რე­ბით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ლი­დე­რე­ბის კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვებს თან ახ­ლდათ ტვირ­თის გა­დამ­ტა­ნი თვითმფრი­ნა­ვე­ბი, რომ­ლებ­შიც იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი მცი­რე ზო­მის ვერ­ტმფრე­ნი და სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ავ­ტო­კო­ლო­ნე­ბის­თვის. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენტს, ჯო ბა­ი­დენს თან ჰყავ­და ჯავ­შან­მან­ქა­ნა, რო­მელ­საც “მხეცს“ უწო­დე­ბენ და რომ­ლის გა­რე­შეც პრე­ზი­დენ­ტი სხვა ქვეყ­ნებ­ში არ და­დის.

გარ­და ჯო ბა­ი­დე­ნი­სა, სა­მიტ­ზე კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვე­ბით ჩაფ­რინ­დნენ კა­ნა­დის, საფ­რან­გე­თის, გერ­მა­ნი­ის, ინ­დო­ე­თის, ის­რა­ე­ლის, ია­პო­ნი­ის და სხვა ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბი.სა­მიტს და­ეს­წრო “ამა­ზო­ნის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ჯეფ ბე­ზო­სი, რო­მე­ლიც გლაზ­გო­ში 65-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვით ჩა­ვი­და. თუმ­ცა ბე­ზო­სის “დე­და­მი­წის ფონ­დის” პრესს­პი­კე­რი “ინ­სა­ი­დერ­თან” ამ­ბობს, რომ მი­ლი­არ­დე­რი იყე­ნებს მდგრად სა­ა­ვი­ა­ციო საწ­ვავს და შე­სა­ბა­მი­სად, გა­რე­მოს­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი მი­ნი­მა­ლუ­რია.

სა­ა­ვი­ა­ციო ანა­ლი­ტი­კურ კომ­პა­ნია “სი­რი­უმ­ში” აცხა­დე­ბენ, რომ პირ­ველ ნო­ემ­ბრამ­დე, 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, გლაზ­გოს აე­რო­პორ­ტებ­ში მხო­ლოდ 76 კერ­ძო თვითმფირ­ნა­ვი და­ეშ­ვა. Scotland’s Sunday Mail-ის ცნო­ბით კი, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის სა­მი­ტის­თვის 400-ზე მეტი კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვი მი­ი­ღეს.

რო­გორც სუფ­თა ტრან­სპორ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო საბ­ჭო­ში აცხა­დე­ბენ, კო­მერ­ცი­უ­ლი ავი­ა­ცი­ის გა­მო­ნა­ბოლ­ქვი ნახ­შირ­ბა­დის გლო­ბა­ლუ­რი გა­მო­ნა­ბოლ­ქვის, და­ახ­ლო­ე­ბით, 2 პრო­ცენტს შე­ად­გენს და მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ 2050 წლის­თვის ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­სამ­მაგ­დე­ბა. ტრან­სპორ­ტის ად­ვო­კა­ტი­რე­ბის ჯგუ­ფის გან­ცხა­დე­ბით კი, კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვე­ბი 5-დან 14-ჯერ უფრო მე­ტად აბინ­ძუ­რე­ბენ გა­რე­მოს, ვიდ­რე კო­მერ­ცი­უ­ლი, ხოლო 50-ჯერ უფრო მე­ტად, ვიდ­რე მა­ტა­რებ­ლე­ბი.

  • “ფა­რი­სევ­ლო­ბის ორ­გია”

კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის სა­მიტ­ზე ლი­დე­რე­ბის კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვე­ბით ვი­ზიტს აკ­რი­ტი­კე­ბენ გა­რე­მოს დამ­ცვე­ლე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, ბლო­გე­რე­ბი. “დე­ი­ლი მე­ი­ლის” ჟურ­ნა­ლის­ტი, დენ ვუ­ტო­ნი ყო­ვე­ლი­ვეს “ფა­რი­სევ­ლო­ბის ორ­გი­ას” უწო­დებს.

მე მსურს გა­და­ვარ­ჩი­ნო პლა­ნე­ტა, მაგ­რამ იმის­თვის, რომ გი­თხრა რო­გორ გა­ვა­კე­თოთ ეს, მე კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვით უნდა მო­ვი­დე კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე. ვარ­სკვლა­ვებ­მა, მი­ლი­არ­დე­რებ­მა, პო­ლი­ტი­კო­სებ­მა და სხვებ­მა კლი­მა­ტის დაც­ვის­კენ მი­მარ­თუ­ლი სა­მი­ტი ფა­რი­სევ­ლო­ბის ორ­გი­ად აქ­ცი­ეს – წერს ჟურ­ნა­ლის­ტი .

ვუ­ტო­ნი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ ლი­დე­რე­ბი ქა­და­გებ­დნენ იმა­ზე, თუ რო­გო­რი სა­ზი­ა­ნოა გა­მო­ნა­ბოლ­ქვი და ამავდრო­უ­ლად, შოტ­ლან­დი­ა­ში კერ­ძო თვითმფირ­ნა­ვე­ბის ნამ­დვი­ლი აღ­ლუ­მი მო­ა­წყვეს.

ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავ­მა, მსა­ხი­ობ­მა ლე­ო­ნარ­დო დი­კა­პი­რომ, რო­მე­ლიც კლი­მა­ტის სა­მიტ­ზე და­სას­წრე­ბად შოტ­ლან­დი­ა­ში კო­მერ­ცი­უ­ლი თვითმფრი­ნა­ვით ჩა­ვი­და. დი­კაპ­რიო წლე­ბია, რაც გა­რე­მოს დაც­ვის­თვის იბ­რძვის და ცდი­ლობს, გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვა ყო­ველ­დღი­უ­რო­ბად აქ­ცი­ოს.

წყარო: ambebi.ge

Leave a Reply