პოლიტიკა

Nord Stream 2 – ომის საფრთხე უკრაინისთვის

ევროკავშირთან დამაკავშირებელი რუსული გაზსადენის, Nord Stream 2-ის  მოწინააღმდეგეები პროექტს უკრაინის ეკონომიკისა და უსაფრთხოებისათვის საფრთხედ განიხილავდნენ. თუმცა, სანამ პროექტი დასრულდა, რისკები შეიცვალა. 1200 კილომეტრიანი წყალქვეშა გაზსადენი, რომელიც რუსეთს გერმანიასთან აკავშირებს, საშუალებას მისცემს რუსულ გაზის გიგანტ Gazprom-ს, გადახედოს გაზის ექსპორტს ევროპაში უკრაინის გვერდის ავლით. ამან შეიძლება უფუნქციოდ დატოვოს უზარმაზარი სატრანზიტო ქსელი, რომელიც წარსულში უკრაინას აძლევდა მილიარდობით დოლარის შემოსავალს და იცავდა სავარაუდო ენერგეტიკული ...

Read More »

აშშ მოუწოდებს ჩინეთს, შეწყვიტოს ირანის ნავთობის შესყიდვები

აშშ-მა მოუწოდა ჩინეთს,  შეწყვიტოს ირანის ნედლი ნავთობის შესყიდვები. Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთ კავშირი”. ჩინეთის ნაციონალურ რესპუბლიკაში ნედლეულის ექსპორტმა ხელი შეუწყო ირანის ეკონომიკას, რომელიც აშშ–ის სანქციების ქვეშ იმყოფება. ისინი შექმნილია იმისთვის, რომ შეზღუდონ ნავთობის გაყიდვები სხვა ქვეყნებში და მოახდინონ ზეწოლა თეირანზე, რათა მათ განაახლონ მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით  ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმაზე  დასაბრუნებლად, როგორც ეს ამერიკულ მხარეს ...

Read More »

სენატორი ჯიმ რიში: რუსეთი გაზის კრიზისს ქმნის, რათა შანტაჟის გზით ევროკავშირი აიძულოს, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ დაამტკიცოს

„რესპუბლიკელი“ სენატორი ჯიმ რიში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის საკითხზე პოზიციის გამო აკრიტიკებს. „ადმინისტრაციამ ცოტა რამეს მიაღწია ამ პროექტისადმი თავისი მიდგომით“, – აღნიშნა სენატორმა. ჯიმ რიშის თქმით, „რუსეთი გაზის კრიზისს ქმნის, რათა შანტაჟის გზით ევროკავშირი აიძულოს, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ დაამტკიცოს და ევროპაზე თავისი ენერგეტიკული გავლენა გააძლიეროს“. 23 სექტემბერს, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი ...

Read More »

ირანი და ვენესუელა ნავთობის ორმხრივ ექსპორტზე შეთანხმდნენ

ვენესუელამ ირანთან მიაღწია შეთანხმებას თავის მძიმე ნავთობის ირანულ კონდენსატზე გაცვლაზე, Reuters–ზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. სააგენტოს ცნობით, შეთანხმებმ შეიძლება დაარღვიოს აშშ-ის სანქციები ირანისა და ვენესუელას წინააღმდეგ. ამის შესახებ როიტერსს განუცხადეს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროში. შეთანხმება ვენესუელას საშუალებას მისცემს განაზავოს თავისი მძიმე ნავთობი ირანული მსუბუქი კონდენსატით, რომელიც გამოიყენება ნავთობგადამამუშავებელ და ქიმიურ მრეწველობაში. ირანი გეგმავს ვენესუელას მძიმე ნავთობის გაყიდვას აზიაში. სააგენტოს წყაროს თანახმად, შეთანხმება ...

Read More »

დმიტრო კულება – გაზის სატრანზიტო სქემიდან უკრაინის გარიყვა რუსეთის მოთხოვნაა და უნგრეთმა ეს მოთხოვნა მიიღო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უნგრეთის მიერ რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ ხელმოწერილი კონტრაქტის მიზანი რუსეთის მოთხოვნით გაზის სატრანზიტო სქემიდან უკრაინის გარიყვაა. „ამ სიტუაციაში ემოციებით ხელმძღვანელობას ვეწინააღმდეგები. ჩვენ არ უარვყოფთ უნგრეთის უფლებას, ხელშეკრულება დადოს „გაზპრომთან“, მაგრამ ვხედავთ აშკარად, რომ უნგრეთს შეუძლია, დადოს ეკონომიკურად თანაბრად მომგებიანი კონტრაქტი, რომელიც უკრაინის გავლით ტრანზიტს მოიცავს“, – აღნიშნა კულებამ. უკრაინელი დიპლომატის თქმით, უნგრეთსა და რუსეთს შორის ...

Read More »

„გაზპრომთან“ გაფორმებულ კონტრაქტზე რეაქციის გამო, უნგრეთმა უკრაინა სუვერენიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა

„გაზპრომთან“ გაფორმებულ კონტრაქტზე რეაქციის გამო, უნგრეთმა უკრაინა სუვერენიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა. „უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილება, აღნიშნული ხელშეკრულების წინააღმდეგ გამოვიდეს და ევროკომისიას მიმართოს, ღრმად შემაშფოთებელია“, – აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. პიტერ სიიარტოს თქმით, უკრაინას არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, თუ ვისთან დადებს უნგრეთი ხელშეკრულებებს. „მიგვაჩნია, რომ ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევაა, რომ უკრაინას უნგრეთისთვის ბუნებრივი აირის ...

Read More »

უნგრეთსა და კომპანია „გაზპრომს“ შორის კონტრაქტის გაფორმების გამო, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უნგრეთის ელჩი გამოიძახეს

უნგრეთსა და რუსულ კომპანია „გაზპრომს“ შორის გაფორმებული გრძელვადიანი კონტრაქტის გამო, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უნგრეთის ელჩი გამოიძახეს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა. მან აგრეთვე დაადასტურა ინფორმაცია საპასუხოდ უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩის გამოძახების შესახებ. „შემიძლია დავადასტურო. უკრაინის საგარეო უწყება სარკისებურად იძახებს კიევში მყოფ უნგრელ ელჩს, რათა ჩვენი პრინციპული პოზიცია გამოვხატოთ – გაზის ტრანსპორტირება ჩვენი ქვეყნის გვერდის ...

Read More »

ჩეხეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც გამორიცხავს რუსეთის მონაწილეობას აეს-ის მშენებლობაში

ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა 27 სექტმებერს თავისი ხელმოწერით განამტკიცა ადრე არსებული კანონი, რომელიც რუსეთისა და ჩინეთის კომპანიებს უკრძალავს მონაწილოების მიღებას დუკოვანის ატომური ელექტროსადგურის ახალი ბლოკის მენებლობისათვის გამოცხადებულ ტენდერში. ჩეხეთში 1996 წელს შევიდა ძალაში ე.წ. „დაბალი ნახშირწყლების“ შესახებ კანონი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით შესყიდვების შესახებ, რომლის თანახმად ჩეხეთში შეიძლება გამოიყენონ მხოლოდ ამ ჯგუფში შემავალი ქვეყნების ბირთვული ტექნოლგიები. რუსეთი და ჩინეთი ასეთ ...

Read More »

ირანი ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში განაახლებს

ირანი ვენის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში განაახლებს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკება 4+1 ფორმატში განახლდება, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული თარიღი ცნობილი არ არის. საუბარია აპრილში დაწყებულ მოლაპარაკებათა სერიაზე ირანსა და ბირთვულ შეთანხმებაში დარჩენილ ქვეყნებს – გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთს, გერმანიას, ჩინეთსა და რუსეთს შორის. აღსანიშნავია, რომ ევროპელი დიპლომატები, ერთგვარ შუამავლის როლს ასრულებენ აშშ-სა ...

Read More »

ირანთან ბირთვულ მოლაპარაკებებში პროგრესი არ ჩანს

2015 წელს ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმების განახლებასთან დაკავშირებით ივნისში შეჩერებულ მოლაპარაკებებში პროგრესი არ ჩანს. ვაშინგტონმა თეირანს მიანიშნა, რომ მოლაპარაკების გაგრძელება სურს და შეთანხმების მიღწევისთვის სივრცე ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა ეს გაუთავებლად ვერ გაგრძელდება. აღნიშნულის შესახებ “ამერიკის ხმა” იუწყება. აღნიშნული ინფორმაცია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირმა მედიას ანონიმურობის დაცვის პირობით მიაწოდა. მისი თქმით, ვაშინგტონის მოთმინება სამუდამოდ არ გასტანს, თუმცა მას ...

Read More »