პოლიტიკა

რუსეთი სომხეთის ატომური ელექტროსადგურის სიცოცხლისუნარიანობის გაახანგრძლივებს

2021 წლის 18 მარტს მეწამორის ატომური ელექტროსადგურის დირექტორის, მოვსეს ვარდანიანის განცხადებით, სომხეთში ატომური ენერგეტიკის განვითარების მიზნით, რუსული სახელმწიფო კომპანია „როსატომის“ მონაწილეობით  ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. არსებული მონაცემებით, მეწამორის ატომურმა ელექტროსადგურმა მუშაობა 2026 წელს უნდა შეაჩეროს, სამუშაო ჯგუფის მიზანი კი სადგურის 420 მეგავატის სიმძლავრის რეაქტორის სიცოცხლისუნარიანობის კიდევ 10 წლით გახანგრძლივება იქნება. სომხეთში მსგავსი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ახალი სადგურის მშენებლობისთვის ...

Read More »

სანქციები ირანის ატომურ ელექტროსადგურს აფერხებს

ირანი აცხადებს, რომ წელს, შესაძლოა, სანქციების გამო, ერთადერთი ატომური ელექტროსადგური გაჩერდეს, რადგან ქვეყანას მისი ფუნქციონირებისთვის ბრძოლა უწევს. ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის წარმომადგენელის, მაჰმუდ ჯაფარის განცხადებით, ბუშერის ატომური ელექტროსადგურის მუშაობა „შეჩერებულია“, რადგან აშშ-ს საბანკო შეზღუდვები ართულებს ფულის გადარიცხვას საჭირო აღჭურვილობის შესყიდვის მიზნით. „ვალუტის ფლუქტუაცია და საბანკო სანქციებთან დაკავშირებული შეშფოთება ართულებს რეაქტორის ექსპლუატაციისა და ტექნიკური ხარჯების დაფარვას, ასევე რუსი კონტრაქტორებისთვის თანხების გადახდას,” ...

Read More »
ნაკადი

აშშ-ში გერმანიის კოორდინატორმა Nord Stream 2-ის შეჩერება მოითხოვა

გერმანიის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობათა კოორდინატორმა Nord Stream 2 გაზსადენის დროებითი შეჩერება მოითხოვა, რათა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენაზე სამუშაოდ დრო მიეცეს. მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრმა, პიტერ ბეიერმა განაცხადა, რომ ბალტიის ზღვაში თითქმის დასრულებული მილსადენის მშენებლობა, ბერლინსა და ვაშინგტონს შორის „ბარიერია“. პროექტი ექვემდებარება აშშ-ს სანქციებს და უკვე დიდი ხანია დაძაბულობის წყაროს წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორ მოკავშირეს შორის. „თუ ტრანსატლანტიკური ...

Read More »

GWP-ის ფინანსური მაჩვენებლები – კომპანიის მოგებამ 35 მილიონი ლარი შეადგინა

როგორც ცნობილია, 2017 წლიდან, მსხვილი საწარმოები, რომელთა შემოსავალიც 100 მილიონს, აქტივების ღირებულება კი 50 მილიონ ლარს აღემატება  ვალდებულნი არიან საკუთარი კომპანიის აუდიტირებული ანგარიში ოფიციალურად გამოაქვეყნონ. შესაბამისად, ერთ-ერთი  ყველაზე მსხვილი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“,  რომელიც დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს, ყოველწლიურად აქვეყნებს კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებას.  ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ვებ-გვერდზე (reportal.ge) გამოქვეყნებული  GWP-ის  ბოლო ანგარიშგება 2019 წლით არის დათარიღებული, ...

Read More »

“აშშ-სა და ევროკავშირის ინტერესშია, საქართველო ენერგეტიკულად ძლიერი ქვეყანა იყოს”

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, აშშ-სა და ევროკავშირის ინტერესშია, რომ საქართველო ენერგეტიკულად ძლიერი ქვეყანა იყოს. მინისტრის თქმით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელ, პიტერ ვიბლერთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველომ უფრო მეტად განავითაროს საკუთარი ენერგეტიკული რესურსები, რაც მას დაეხმარება ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში და ასევე, ქვეყანა გახდება უფრო მეტად ენერგოდამოუკიდებელი.  ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია საქართველოს დასავლელი პარტნიორების, მათ შორის, ევროატლანტიკური ალიანსისა ...

Read More »

ევროკავშირმა ციფრული ევროს შემუშავებას მხარი დაუჭირა

ევროკავშირის სამიტი მხარს უჭერს ევროს უფრო მნიშვნელოვან საერთაშორისო როლს და მხარს უჭერს ციფრული ევროს შემუშავებას. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სამიტის ევროზონის განვითარების საბოლოო განცხადებაში. “სამიტის მიზანი იყო უფრო ინოვაციური ფინანსური სექტორის, უფრო ეფექტური და მდგრადი გადახდის სისტემების გაძლიერება და შექმნა. ამ კონტექსტში, მოსამზადებელი სამუშაოები უნდა გაგრძელდეს ციფრული ევროს ამოქმედების შესაძლებლობის შესასწავლად”, – ნათქვამია დოკუმენტში. ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ ...

Read More »

რუსეთის სქემები „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს დასრულებისთვის და ადვილია თუ არა ამერიკელების მოტყუება

როდესაც რუსული ხომალდი „აკადემიკ ჩერსკი“ მარტის ბოლოს „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს მშენებლობას განაახლებს, ის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება. მას რთული ამოცანა აკისრია – პროექტის დასრულება ამერიკული სანქციების მიუხედავად. ხომალდი აღჭურვილია კომპანია Nuova Patavium-ის უახლესი აპარატურით, რომელიც აუცილებელია მილების დიდ სიღრმეზე მონტაჟოსთვოს. ეს უცნაურია, რადგანაც ნებსმიერი საქონლის მიწოდება რომელიც 1 მლნ. დოლარზე მეტი ღირს – მწარმოებლის და გამყიდველის წინააღმდეგ საქნციების ამოქმედებას ავტომატურად იწვევს. ...

Read More »

ენტონი ბლინკენი გერმანიას „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ გამო შესაძლო სანქციების შესახებ აფრთხილებს

აშშ-ის სახელწმიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არის ცუდი როგორც ევროპისთვის, ისე აშშ-სთვის და ის ეწინააღმდეგება ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების მიზნებს. ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა ნატო-ს შტაბბინაში ალიანსის გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივი დისკუსიის დროს განაცხადა. ენტონი ბლინკენის თქმით, „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ პროექტს ის მოგვიანებით გერმანელ კოლეგასთან, ჰაიკო მაასთან განიხილავს. მისი თქმით, აშშ-ის კანონმდებლობა ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ კომპანიებისთვის, ...

Read More »

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ისგან მომავალ საფრთხეებზე ისაუბრა

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ამოქმედებამ შეიძლება, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაფინანსების გასაგრძელებლად ეკონომიკური წინაპირობები შექმნას, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა გერმანულ გამოცემა, „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა. უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, პროექტის ამოქმედება ქვეყნისთვის არა მხოლოდ წლიური შემოსავლის რამდენიმე მილიარდი ევროთი შემცირებას ნიშნავს, არამედ ეს არღვევს ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, კიევის პოზიცია პროექტთან მიმართებაში უცვლელი რჩება, რადგან ეს, უპირველესად, ...

Read More »

“უნგრეთი დაინტერესებულია კავკასიიდან ევროპაში ბუნებრივი გაზის მიწოდებით”

”უნგრეთი აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის ერთგული მხარდამჭერია.” აღნიშნულის შესახებ განცხადება უნგრეთის საგარეო და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიარტომ თავის ქართველ კოლეგასთან დავით ზალკალიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას გააკეთა, იუწყება უნგრული პრესა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში: ”ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობა მიგვაჩნია ევროკავშირის განმტკიცების საუკეთესო მექანიზმად. ევროპის ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების მიზნით, საჭიროა ევროკავშირის გაფართოების პროცედურები და ...

Read More »