პოლიტიკა

სალვადორის ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას 30 დოლარის ღირებულების ბიტკოინს დაურიგებს

ისინი მიიჩნევენ, რომ კრიპტოვალუტის მასობრივი გამოყენება ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს. ივნისის დასაწყისში ცნობილი გახდა სალვადორის პრეზიდენტის განცხადება, რომ მათ სურთ ბიტკოინი ქვეყანაში ოფიციალურ ვალუტად გამოაცხადონ. ამჟამად ქვეყანას ეროვნული ვალუტა არ გააჩნია და ფინანსური ოპერაციებისთვის აშშ-ის დოლარს იყენებს. ბიტკოინზე გადასვლაში ქვეყანას პრობლემები ექმნება ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციებთან, როგორიცაა მსოფლიო ბანკი და Fitch.

Read More »

გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარე – გერმანიას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ფუნქციონირების შეჩერება შეუძლია

გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარის, არმინ ლაშეტის განცხადებით, გერმანიას მოსკოვიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შეჩერება შეუძლია, თუ რუსეთი დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს და პროექტს უკრაინაზე ზეწოლის მოსახდენად გამოიყენებს. მისი თქმით, გერმანიას ყოველთვის შეუძლია, შეაჩეროს ეს პროექტი, თუ ის უკრაინის წინააღმდეგ იქნება მიმართული. არმინ ლაშეტი გერმანიის კანცლერის პოსტზე ანგელა მერკელის ერთ-ერთ მთავარ შემცვლელად განიხილება. იგივე პოზიცია აქვს კანცლერობის კიდევ ერთ კანდიდატს, ფინანსთა მინისტრს ოლაფ შოლცს. ...

Read More »
ირანმა ევროპაში ნავთობის ექსპორტი აღადგინა

ირანი ქვეყნის ბირთვული ობიექტების შესახებ ჩანაწერებს ატომურ სააგენტოს აღარ გადასცემს

ირანი ქვეყნის ბირთვული ობიექტების შესახებ ჩანაწერებს ატომურ სააგენტოს აღარ გადასცემს, – აღნიშნულის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაგერ გალიბაფმა განაცხადა. მისი თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ მიცემული ვადა, ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე, რამდენიმე დღის წინ ამოიწურა და ირანი მას აღარ გაახანგრძლივებს. გალიბაფის განცხადებით, ირანი აღარ გეგმავს ჩანაწერების და ინფორმაციის სააგენტოსთვის გადაცემას. ირანმა საკუთარ ბირთვულ ობიექტებზე საერთაშორისო სააგენტოს დაშვება მიმდინარე წლის 23 თებერვალს შეაჩერა. საერთაშორისო სააგენტოს ...

Read More »

თეირანი ოპტიმისტურად არის განწყობილი ბირთვული ხელშეკრულების აღდგენასთან მიმართებაში

ირანის მიმავალი პრეზიდენტის, ჰასან როჰანის თქმით, გადაჭრილია მთავარი საკითხები თეირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის, საიმისოდ, რომ აღდგეს 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული ხელშეკრულება – თუმცა, გერმანია და საფრანგეთი აცხადებენ, რომ რამდენიმე წინაღობა კვლავაც გადასალახი რჩება. ჰასანი ამ განცხადებით გამოვიდა 23 ივნისს, მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე, იმ ფონზე, როცა ირანის სხვა მაღალჩინოსნებმაც მიანიშნეს აპრილის შემდეგ ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე მიღწეულ პროგრესზე. როჰანის აპარატის ...

Read More »

ბლინკენმა გერმანიას მოუწოდა, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას უკრაინისა და უკრაინისა და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის რისკების შესამცირებლად

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ენტონი ბლინკენსა და ანგელა მერკელს შორის გამართული შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „სახელმწიფო მდივანმა და კანცლერმა ხაზი გაუსვეს ტრანსატლანტიკური კოორდინირებული მიდგომის მნიშვნელობას გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად, მათ შორის ჩინეთიდან და რუსეთიდან მომავალი გამოწვევები. მათ ასევე განიხილეს პანდემიის შემდგომი აღდგენა, კლიმატის კრიზისზე რეაგირება და ავღანეთში არსებული ვითარება. სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა აშშ-ს წინააღმდეგობას Nord Stream 2-ის მიმართ და გერმანიას მოუწოდა, კონკრეტული ...

Read More »

ენტონი ბლინკენი – გაზსადენი „ჩრდილოეთი ნაკადი 2“ არის გეოპოლიტიკური პროექტი, რაც ევროპულ ენერგოუსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის

გაზსადენი „ჩრდილოეთი ნაკადი 2“ არის გეოპოლიტიკური პროექტი, რაც ევროპულ ენერგოუსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბერლინში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაიკო მაასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბლინკენის თქმით, ვაშინგტონს ბერლინთან აღნიშნულ საკითხზე უთანხმოება აქვს, მაგრამ გერმანია და აშშ კვლავ ერთად იქნებიან რუსეთის მხრიდან ნებისმიერი სახიფათო და პროვოკაციული ქმედებების წინააღმდეგ. „დღეს ვისაუბრეთ უთანხმოების ერთ-ერთ საკითხზე, გაზსადენ „ჩრდილოეთ ...

Read More »

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, აშშ ირანულ ნავთობზე დაწესებული სანქციების მოხსნას დათანხმდა

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, აშშ ირანულ ნავთობზე დაწესებული სანქციების მოხსნას დათანხმდა. ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაჰმუდ ვაეზის განცხადებით, ვენაში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, აშშ ირანის წინააღმდეგ ათასზე მეტ სანქციას მოხსნის. სანქციების მოხსნა ასევე შეეხება სადაზღვევო სფეროს, ბანკებს და ზღვაოსნობას. თეირანში აცხადებენ, რომ ასევე მოიხსნება რამდენიმე პერსონალური სანქცია, მათ შორის სულიერი ლიდერის, აიათოლა ხამენეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. ირანის ბირთვული შეთანხმების აღდგენის მიზნით, ავსტრიის დედაქალაქში ირანს და საერთაშორისო ...

Read More »

საბერძნეთი და ეგვიპტე ენერგეტიკისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აფართოებენ

საბერძნეთი და ეგვიპტე შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისეთ სფეროებში, როგორებიც ენერგეტიკა და უსაფრთხოებაა. შეთანხმება ორშაბათს, 21 ივნისს, კაიროში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისსა და ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფათა სისის შორის შედგა. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე და საბერძნეთს, კვიპროსსა და ეგვიპტეს შორის სამმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე. მიცოტაკისმა ენერგეტიკისა და გარემოს შესახებ ორ ქვეყანას შორის გაფორმებულ შეთანხმებაზე გააკეთა აქცენტი და მას უწოდა ნაბიჯი, რომელიც ამ ორი სახელმწიფოს კეთილდღეობას შეუწყობს ხელს. ...

Read More »

ირანის პრეზიდენტი აშშ-ს ბირთვული შეთანხმების შესრულებისკენ მუწოდებს

ირანის არჩეულმა პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა აშშ-ს მოუწოდა, შეასრულოს ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გააუქმოს დაწესებული სანქციები შესაბამისი გადამოწმების საფუძველზე. რაისის თქმით, აშშ და ევროპული ქვეყნები გარიგების მხარეები არიან და მათ უნდა შეასრულონ 2015 წელს გაცემული დაპირებები. ქვეყნის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა პირველ სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ ირანი გააგრძელებს დიპლომატიურ მცდელობებს ბირთვული შეთანხმების განახლებისთვის და სანქციების მოხსნა მოითხოვა.

Read More »

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ – კონსტრუქციულობით გამართლებული „ხელის ჩაქნევა“ თუ სტრატეგიული ნაბიჯი?

ამერიკის შეერთებულ შტატებს, რუსეთის ფედერაციასა და ევროკავშირს 2015 წლიდან უთანხმოების კიდევ ერთი მიზეზი გაუჩნდათ. ეს არის გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ და ამ შემთხვევაში ერთიანი ევროპის პრინციპი ქვეყანათა განსხვავებულმა პოლიტიკურმა და ფინანსურმა ინტერესებმა გადაფარა. პროექტი, თავისი სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, თავიდანვე აღმოჩნდა საერთაშორისო ყურადღების ცენტრში და წლების განმავლობაში იყო მსოფლიო აქტორებს შორის არაერთი სანქციის, კრიტიკისა და დაპირისპირების საბაბი. პროექტის შედეგებს ...

Read More »