უკრაინა მოუწოდებს კანადას, არ გადასცეს რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომს“ ტურბინა გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადისთვის“, რადგან ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება მოსკოვისთვის დაწესებულ სანქციებს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედიასაშუალება წერს, გასულ თვეში „გაზპრომმა“ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება 40%-ით შეამცირა, ამის მიზეზად კი იმ აღჭურვილობის დაბრუნების შეფერხება დაასახელა, რომელსაც კანადაში გერმანული კომპანია „სიმენსი“ სარემონტო მომსახურებას უწევს. ...
Read More »