პოლიტიკა

როგორც ჰიდრო, ისე ალტერნატიული ენერგორესურსების დიდი ნაწილი ასათვისებელია

როგორც ჰიდრო, ისე ალტერნატიული ენერგორესურსების დიდი ნაწილი ასათვისებელია

საქართველოს ჰიდრო, ისევე როგორც ალტერნატიული ენერგეტიკული რესურსების დიდი ნაწილი არის ასათვისებელი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, სადაც ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26-ე შეხვედრა მიმდინარეობს. დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოში აღნიშნული მინისტრიალის ჩატარების ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებების საქართველოში ჩატარება ყველასთვის სასიხარულოა. “ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის და ეკონომიკური კავშირების გამყარება და ...

Read More »
ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის პროცესში საქართველოს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია

ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის პროცესში საქართველოს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ სულ მალე საქართველო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი გახდება. ამის შესახებ პრემიერმა ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა და წარმატებული რეგიონული პროექტები დაასახელა. პრემიერის თქმით, წარმატებული რეგიონალური თანამშრომლობის დადასტურებაა ბაქო-თბილისი-სუფსის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ,,სამხრეთ კავკასიური გაზსადენის” პროექტები. მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ,,სამხრეთ კავკასიური გაზსადენის სისტემის გაფართოების” პროექტი, რომელიც ,,სამხრეთ გაზის დერეფნის” ...

Read More »
ჰიდრორესურსებთან ერთად გვაქვს ქარის, მზის, ბიომასისა და გეოთერმული წყლების ენერგიის პოტენციალიც

ჰიდრორესურსებთან ერთად გვაქვს ქარის, მზის, ბიომასისა და გეოთერმული წყლების ენერგიის პოტენციალიც

ქვეყნის სუფთა ენერგიით უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “მინდა შევეხო კლიმატის ცვლილებების პრობლემის გადაჭრას – ქვეყნის სუფთა ენერგიით უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისება. საქართველო მდიდარია ჰიდრორესურსებით. ჩვენ გვაქვს ქარის, მზის, ბიომასისა და გეოთერმული წყლების ენერგიის პოტენციალიც, რაც საშუალებას იძლევა, რომ შეიქმნას დამატებითი სიმძლავრეები ადგილობრივი ...

Read More »
რუსეთის ხელისუფლება, თურქული ნაკადის პროექტს, ძალაში ტოვებს

რუსეთის ხელისუფლება, თურქული ნაკადის პროექტს, ძალაში ტოვებს

  რუსეთ-თურქეთს შორის განვითარებული ბოლო დროინდელ მოვლენების მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლება “თურქული ნაკადის” მშენებლობის პირობების შეცვლას არ აპირებს. რუსეთის ფედერაციის, ეკონომიკის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ “თურქული ნაკადის” მშენებლობის, პირობების შეცვლის შესახებ, ხელისუფლებაში ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიღებულა. “მსხვილი, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების შეწყვეტას არ ვგეგმავთ, აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ სხვადასხვა დაგეგმილი პროექტები, მათ შორის “თურქული ნაკადი”, ჩვეულ რეჟიმში ვითარდება”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ...

Read More »
თურქეთმა გაზის იმპორტზე ყატართან მემორანდუმი გააფორმა

თურქეთმა გაზის იმპორტზე ყატართან მემორანდუმი გააფორმა

თურქულმა სახელმწიფო კომპანია Botas-მა, ყატარის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან ურთიერთგაგების წინასწარი მემორანდუმი გააფორმა, რომელიც გრძელვადიან საფუძველზე ყატარიდან თურქეთში გაზის ექსპორტს ითვალისწინებს, წერს თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu. დოკუმენტს ხელი თურქეთის პრეზიდენტის, რეჟებ ტაიპ ერდოღანის ყატარში ვიზიტისას მოეწერა და ის შესაძლებლობას ქმნის ყატარული თხევადი გაზის იმპორტისთვის თურქეთში. ადრე, თურქეთში ყატარული გაზის მიღება მოკლევადიანი შეთანხმებების საფუძველზე ხდებოდა. 2014 წელს თურქეთმა 47.6 მლრდ კუბური მეტრი გაზის ...

Read More »
ერდოღანის ბრძანებით ბოსფორისა და დარდანელის სტურეები რუსული გემებისთვის დაიხურა

ერდოღანის ბრძანებით ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები რუსული გემებისთვის დაიხურა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ “ქვეყანა რუსული სამხედრო საფრთხის ქვეშ იმყოფება და მიღებულია პრინციპული გადაწყვეტილება დაიხუროს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები, ყველა ტიპის რუსული გემებისთვის” ამერიკული გამოცემა ,, FOX News”-ის წამყვანის ცნობით თურქეთმა დახურა სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით, რუსეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სრუტეები, ბოსფორი და დარდანელი. საერთაშორისო მედიის ცნობით სრუტეები დაიხურება, როგორც რუსეთის სამხედრო, ასევე სამოქალაქო გემებისთვის, მათ შორის არა ...

Read More »
ერდოღანი: მზად ვარ გადავდგე თუ დამტკიცდა, რომ თურქეთი ნავთობს ისლამური სახელმწიფოსგან ყიდულობს

ერდოღანი: მზად ვარ გადავდგე თუ დამტკიცდა, რომ თურქეთი ნავთობს ისლამური სახელმწიფოსგან ყიდულობს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ის მზად არის პოსტი დატოვოს თუ დამტკიცდა, რომ თურქეთი ნავთობს “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებისგან ყიდულობს. როგორც “ბიბისი” იტყობინება, ამის შესახებ ერდოღანმა პარიზში, კლიმატურ ცვლილებების კონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. “თუ ეს დამტკიცდა, მაშინ ჩვენი ეროვნული სიამაყე მოითხოვს, რომ გადავდგე”, – განაცხადა ერდოღანმა. მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსულ მხარეს აქვს მტკიცებულები “ისლამური სახელმწიფოს” კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ...

Read More »
საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრებმა სატრანსპორტო დერეფნის შესახებ ისაუბრეს

საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრებმა სატრანსპორტო დერეფნის შესახებ ისაუბრეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აზერბაიჯანის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრმა მინისტრმა, შაჰინ მუსტაფაევმა 30 ნოემბერს ბაქოში გამართულ შეხვედრაზე ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდის საკითხებზე ისაუბრეს. ორი ქვეყნის დელეგაციების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სატრანსპორტო ტრანზიტისა და ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრეს. აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოს დელეგაციას ინფორმაცია მიაწოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებით შექმნილ საკოორდინაციო საბჭოს ფუნქციონირების შესახებ, ...

Read More »
ნატიგ ალიევი: აზერბაიჯანი გაზის ექსპორტიორებს სატრანზიტო შესაძლებლობებს სთავაზობს

ნატიგ ალიევი: აზერბაიჯანი გაზის ექსპორტიორებს სატრანზიტო შესაძლებლობებს სთავაზობს

აზერბაიჯანი სთავაზობს რეგიონის ქვეყნებს, ისარგებლონ ინფრასტრუქტურით გაზის ტრანსპორტირებისთვის – ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, ნატიგ ალიევმა თეირანში გამართულ გაზის ექსპორტიორი ქვეყნების სამიტზე განაცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანი უკვე 20 წელია ეფექტურად თანამშრომლობს მეზობელ ქვეყნებთან ბუნებრივი გაზის სექტორში და მომავალშიც გააგრძელებს პარტნიორობას. აზერბაიჯანის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული ქვეყნებისთის გაზის ექსპორტი შეიძლება იყოს მომგებიანი ‪ტრანს_ანატოლიის ‬(TANAP) გაზსადენის მეშვეობით. ‪TANAP‬-ის პროექტი ითვალისწინებს ...

Read More »
რუსთავის წყლის ტარიფების დადგენის საფუძველი არის მოქმედი მეთოდოლოგია

რუსთავის წყლის ტარიფების დადგენის საფუძველი არის მოქმედი მეთოდოლოგია

სემეკ-ის წევრმა, გოჩა შონიამ კომპანია “რუსთავის წყლის” აბონენტთა ნაწილის წყლის ტარიფის შემცირების მიზეზები განმარტა. როგორც გოჩა შონიამ სემეკი-ს დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა, კომპანია “რუსთავის წყალმა” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას სატარიფო განაცხადით მიმდინარე წლის ივნისში მიმართა. შონიას თქმით, სემეკი ვალდებულოა, რომ გადახედოს ამ სატარიფო განაცხადს. კომისიამ შეისწავლა და აპარატმა წარმოადგინა თავისი დადგენილება და სემეკმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. “ტარიფების დადგენის ...

Read More »