პოლიტიკა

პუტინი ევროკავშირს: თუ ენერგოკრიზისი გაქვთ, გააუქმეთ სანქციები გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 2-ზე“

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ევროკავშირს მოუწოდებს, ენერგოკრიზისის დასაძლევად სანქციებისგან გაათავისუფლოს გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“. ამის შესახებ მან უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში შანხაის თანამშრომლობს ორგანიზაციის სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ყველაფერი თუ ასე მძიმედ არის, აიღეთ და მოხსენით სანქციები „ჩრდილოეთ ნაკად 2-ს“, ყოველწლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრი, მხოლოდ ღილაკის დაჭერაა საჭირო და წავიდა“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტმა შექმნილ ენერგოკრიზისზე პასუხისმგებლობა დასავლეთს ...

Read More »

ზელენსკი: უკრაინამ და ევროპამ მომავალი ზამთრის ენერგეტიკულ გამოწვევებს ერთობლივად უნდა უპასუხონ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ და ევროპამ ერთობლივად უნდა უპასუხონ მომავალი ზამთრის ენერგეტიკულ გამოწვევებს. ამის შესახებ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ განვიხილეთ ენერგეტიკული გამოწვევების საკითხი. მთელი ზამთრის განმავლობაში მრავალი გამოწვევა იქნება. აქ ყველამ უნდა ვიმუშაოთ ერთად. ევროკავშირის ქვეყნებს ასევე აქვთ რთული გამოწვევები. ჩვენ გვესმის, რომ ჩვენ ყველანი უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

Read More »
“როსნეფტის” 19.5%-იანი წილი შესაძლოა ჩინურმა და ინდურმა კომპანიებმა შეიძინონ

„როსნეფტის“ გერმანული შვილობილი კომპანიის მართვა გერმანიის ფედერალურ მარეგულირებელს გადაეცა

რუსული ნავთობკომპანია „როსნეფტის“ გერმანული შვილობილი კომპანიის, Rosneft Deutschland-ის მართვა გერმანიის ფედერალურ მარეგულირებელს გადაეცა. ამგვარად, გერმანიის ფედერალური მარეგულირებლის კონტროლქვეშ აღმოჩნდა შვედტში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ქალაქ ბერლინისთვის საწვავის მთავარი წყაროა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. „მეურვეობის გადაცემით, ენერგოუსაფრთხოების წინაშე არსებული საფრთხე აღმოფხვრილია და შვედტს საწარმოს შენარჩუნებისა და მომავლისთვის არსებითი საფუძველია ჩაყრილი“, – ნათქვამია გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში. სამინისტროს ინფორმაციით, Rosneft Deutschland-ზე ...

Read More »

ევროკავშირი ენერგოკრიზისისგან მომხმარებელთა დასაცავად $140 მილიარდის მოზიდვას გეგმავს

ევროკავშირი ენერგიის მზარდი ფასებისგან ოჯახებისა და ბიზნესის დასაცავად ენერგეტიკული ფირმებისგან $140 მილიარდზე მეტის მოზიდვას გეგმავს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ, ევროპაში ენერგიის რეკორდულად გაზრდილი ფასებით ქვეყნები ეკონომიკური რეცესიის, ხოლო მოსახლეობა და კომპანიები მომატებული გადასახადების პრობლემის წინაშე დგანან. ევროპის ცენტრალური ბანკის მთავარი ეკონომისტის განცხადებით, ევროზონაში ენერგიის მაღალი ფასები „ინფლაციის მამოძრავებელ დომინანტურ“ ძალად რჩება. ენერგეტიკულ კრიზისთან გამკლავებას ევროპული მთავრობები სხვადასხვა ზომის მიღებით ცდილობენ, ...

Read More »

ოლაფ შოლცი: ვისწავლეთ ჭკუა და ვცდილობთ, გაზმომარაგების სხვადასხვა წყარო გვქონდეს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანიის ჩრდილოეთ საპორტო ქალაქებში შენდება თხევადი გაზის ტერმინალები, იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს გაზის იმპორტი საქართველოში, რათა მიღწეული იყოს ენერგოდამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. „ჩვენ ვისწავლეთ ჭკუა და ვცდილობთ გაზის მომარაგების სხვადასხვა წყაროები გვქონდეს, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს ევროკავშირში. ამისათვის ევროპაში ვავითარებთ ინფრასტრუქტურას, რომელიც გაზის ურთიერთგაცვლას და იმპორტს ...

Read More »

რატომ გადაიდო ენერგეტიკული ბირჟის ამუშავება

ენერგეტიკული ბირჟა საქართველოში მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბერს უნდა ამუშავებულიყო, თუმცა მისმა ვადამ 2023 წლის მარტამდე გადაიწია. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის რიგით მე-4 შემთხვევა, როდესაც ენერგეტიკული ბირჟის ამუშავება ვერ განხორციელდა და გარკვეული ვადით გადაიდო. როგორც სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ პალიტრანიუსის გადაცემაში „ბიზნეს პალიტრა“ განაცხადა, სისტემა სრულად მზადყოფნაშია, თუმცა ამ ეტაპზე ბირჟის ამოქმედებას ობიექტურმა ფაქტორებმა შეუშალა ხელი, კერძოდ, რეგიონში არსებულმა არასახარბიელო ...

Read More »

აშშ შიშობს, რომ ევროპის ენერგეტიკულმა კრიზისმა შეიძლება, უკრაინის მხარდაჭერა შეასუსტოს – CNN

მიუხედავად კრემლის მცდელობისა, გამოიყენოს ენერგია იარაღად და დაარღვიოს დასავლეთის გადაწყვეტილება უკრაინის მხარდასაჭერად, აშშ მოუწოდებს ევროპას, დარჩეს ერთიანი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნებაში. ამის შესახებ CNN-ი ამერიკელ და ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, შეერთებულ შტატებში შიშობენ, რომ რუსეთის შეჭრით გამოწვეული ენერგიის ხარჯების სწრაფი ზრდის ფონზე, ევროპაში რუსეთზე სანქციების ზეწოლის მხარდაჭერა შეიძლება, შემცირდეს. აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ დასავლეთის ქვეყნებს შორის ...

Read More »

ლუკაშენკო: არ დავუშვებთ, რომ ევროპის მოსახლეობა გაიყინოს

ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო ამბობს, რომ არ დაუშვებს,  ამ ზამთარს ევროპის მოსახლეობა სიცივისგან გაიყინოს. “ევროპის გაყინვას არ დავუშვებთ, ჩვენს ძმებს დავეხმარებით, იქნებ, ისინიც დაგვეხმარონ ოდესმე“, – თქვა ბელორუსის ლიდერმა შეშის ჭრის დროს, რომლის ამსახველი ვიდეო ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეგრამ გვერდზე გავრცელდა. ლუკაშენკოს თქმით, ევროპამ ახლა არ უნდა აირჩიოს – ნაძვები თუ სხვა შეშა, “მთავარია -,სითბო იყოს”. „ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ...

Read More »

პესკოვი: “ევროპა არ არის ერთადერთი კონტინენტი, რომელსაც გაზი სჭირდება”

ევროპა არ არის ერთადერთი კონტინენტი, რომელსაც გაზი სჭირდება, – აღნიშნულის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, არსებობენ სხვა ქვეყნები, რომლებსაც სურთ იყიდონ რუსული ენერგია. „ევროპა არ არის ერთადერთი კონტინენტი, რომელსაც ესაჭიროება ბუნებრივი აირი. არსებობენ რეგიონები, რომლებიც ბევრად უფრო სწრაფი ტემპით ვითარდებიან… მათ შეუძლიათ ანაზღაურონ (შემცირებული) მოთხოვნა ევროპაში (რუსულ) გაზზე“, – განაცხადა პესკოვმა. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც სარგებლობენ ევროპაში რუსული ...

Read More »

Bloomberg: რუსეთის შემოსავლები ნავთობისა და გაზიდან, მინიმუმამდე დაეცა

Bloomberg-ის ცნობით, ნავთობისა და გაზიდან რუსეთის შემოსავლები წლის მინიმუმზეა. გამოცემა წერს, რომ გაზისა და ნავთობის იმპორტიდან, რუსეთის ხაზინამ $11,1 მილიარდით ნაკლები შემოსავალი მიიღო. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, Bloomberg წერს, რომ ნედლეულის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები გასულ თვეზე 13%-ით ნაკლებია, ხოლო წლის მაჩვენებლებს 3,4%-ით ჩამორჩება. ეს აუცილებლად აისახება რუსეთის ბიუჯეტზე. ორშაბათს ფინანსთა სამინისტრომ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს ხარჯებისა და ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ანგარიში გაავრცელა. ამ მონაცემებიდან გამომდინარეობს, ...

Read More »