პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკის აცხადებს, რომ ევროკავშირის სამიტზე უკრაინის მნიშვნელოვან პარტნიორებს მიმართავს და ენერგეტიკის გამოწვევებზე ისაუბრებს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის ევროკავშირის სამიტზე უკრაინის მნიშვნელოვან პარტნიორებს მიმართავს და ენერგეტიკის გამოწვევებზე ისაუბრებს. „მონაწილეობას მივიღებ ევროკავშირის სამიტში, მივმართავ პარტნიორებს. საკვანძო თემა, რა თქმა უნდა, ენერგეტიკის გამოწვევები იქნება, უკრაინული და ევროპული. გაიმართა შეხვედრა ანდრეი ერმაკსა და საფრანგეთის, იტალიის, ნიდერლანდებისა და ესპანეთის წარმომადგენლებთან ჩვენს ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვასთან დაკავშირებით. ვმუშაობთ უკრაინული ცის სრული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“,- განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თვის განმავლობაში 233 ...

Read More »

ვიქტორ ორბანი – მეუბნებიან, რომ რუსული გაზი ცუდია, მაგრამ არავინ მეუბნება, როგორ ჩავანაცვლო ის

მეუბნებიან, რომ რუსული გაზი ცუდია, მაგრამ არავინ მეუბნება, როგორ ჩავანაცვლო ის, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. „მეუბნებიან რუსული გაზი ცუდიაო. მეუბნებიან, რომ ყიდვა უნდა შევწყვიტოთ, მაგრამ არავინ გვეუბნება, როგორ შევცვალოთ რუსული გაზი. ხუთ წელიწადში კი არა, ხვალ. ჩვენ უნდა ვმართოთ ჩვენი ეკონომიკა, ეს ასე მარტივია“, – დაწერა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. პარალელურად, ვიქტორ ორბანი „ფეისბუქში“ დაწერა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ...

Read More »

პარიზში საწვავისა ელქტროენერგიის ფასების ზრდა გააპროტესტეს

პარიზში ათასობით ადამიანმა ფასების ზრდა გააპროტესტა. აქციაში, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში გაიმართა, ულტრამემარცხენეთა ლიდერი ჟან-ლუკ მელანშონი და ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატი ანნი არნო მონაწილეობდნენ. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. აქციის მონაწილეები ხელფასებისა და სოციალური შემწეობის გაზრდას, ელექტროენერგიაზე ფასების დასტაბილურებას, დიდ შემოსავალზე გადასახადის დაწესებას და ეკოლოგიურ პროექტებში ინვესტიციების დაბანდებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები საწვავზე ფასების მატებას და საპენსიო ასაკის ზრდას აპროტესტებდნენ. აქციის ორგანიზატორთა ცნობით, ...

Read More »

კრემლი ფსონს ზამთარზე დებს – „პუტინს დიდი იმედი აქვს, რომ ევროპელებს გაზით ზამთარში დააშინებს და ისინი უკრაინელებზე ზეწოლას დაიწყებენ“

რუსული ძალები კიევის ოლქზე სარაკეტო თავდასხმებს აგრძელებენ – საჰაერო იერიშის მაუწყებელი განგაშის სიგნალი ხშირად ისმის და მოქალაქეები, მის დასრულებამდე, თავშესაფრებში  რჩებიან.  უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო, რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის გამო, კიევისა და კიევის ოლქის მოსახლეობას მოუწოდებს, 17:00 საათიდან 23:00 საათამდე ელექტროენერგიის გამოყენება შეზღუდონ. „კიევის ოლქში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტის დაბომბვის შემდეგ, გვაქვს სერიოზული შედეგები, მაგრამ მათი მინიმუმამდე ...

Read More »

ვის არ მიაწოდებს რუსეთი ნავთობსა და გაზს

რუსეთი არ მიაწოდებს ნავთობს და გაზს იმ ქვეყნებს, რომლებიც მის რესურსებზე შეზღუდვას აწესებენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსული ეკონომიკური კვირის ფორუმზე განაცხადა, წერს რუსული მედია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავ მზადაა მსოფლიო ბაზარს თავისი ენერგორესურსებით მიაწოდოს. თუმცა, ის არ მიყიდის ნავთობს და გაზს იმ ქვეყნებს, რომლებიც მოსკოვს ფასის ზღვარს დაუწესებენ. „რუსეთი არ იმოქმედებს საღი აზრის საწინააღმდეგოდ და ...

Read More »

მერკელმა დაიცვა თავისი მთავრობის გადაწყვეტილება რუსეთიდან დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა დაიცვა თავისი მთავრობის გადაწყვეტილება რუსეთიდან დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ. მერკელმა აღნიშნა, რომ „ყოველთვის მოქმედებთ იმ პერიოდში, რომელშიც იმყოფებით“ და რომ ის არ ნანობს თავის გადაწყვეტილებებს. „იმ დროის გადმოსახედიდან, ძალიან რაციონალური და გასაგები იყო მილსადენებით გაზის მიღება, მათ შორის რუსეთიდან, რომელიც უფრო იაფი იყო, ვიდრე თხევადი გაზი მსოფლიოს სხვა ნაწილებიდან. ცივი ომის დროსაც კი რუსეთი ენერგიის ...

Read More »

ჩეხეთში ენერგოკრიზისით გამოწვეულ ფასების ზრდას აპროტესტებენ

ათიათასობით ჩეხი პრაღის ქუჩებში გამოვიდა. ისინი ქვეყანაში ფასების ზრდას აპროტესტებენ. ჩეხეთში წლიური ინფლაციამ 17%-ს მიაღწია, რაც ევროკავშირის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ასეთი ზრდა ძირითადად ენერგოკრიზისმა გამოიწვია. ქვეყანაში ელექტროენერგიასა და გაზზე ფასები მკვეთრადაა მომატებული. დეზიდერს თვეში მხოლოდ 500 ევრო აქვს პენსია. ის მომავალ ზამთარსა და გათბობის მაღალი გადასახადზე ღელავს. “გვეშინია. და მხოლოდ მე არ ვარ შეშინებული. მოსახლეობის ნახევარია ასე. ...

Read More »

ვოლოდიმირ ზელენსკი – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩამოვართვათ შემოსავალი ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ ისეთი სანქციების დაწესებას ითხოვს, რომელთა შედეგადაც, რუსეთი თავის ენერგეტიკულ მრიცხველებზე ნულს დაინახავს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი, რომ კიდევ უფრო შევამციროთ რუსეთის შესაძლებლობები, დააფინანსოს ომი. კერძოდ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სახელმწიფო-აგრესორს ჩამოვართვათ შემოსავალი ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან. სწორედ ასეთი უნდა იყოს ევროკავშირის სასანქციო პაკეტების არსი“, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ...

Read More »

პუტინი: შეგვიძლია ჩრდილოეთის ნაკადის გაზის მარაგები შავი ზღვის რეგიონში გადავიტანოთ

“ჩრდილოეთის ნაკადის ტრანზიტის დახარჯული მოცულობა, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზეამ შეგვიძლია შავი ზღვის რეგიონში გადავიტანოთ და ამგვარად ევროპაში ჩვენი საწვავის, ბუნებრივი აირის მიწოდების ძირითადი მარშრუტი თურქეთის გავლით გავხადოთ. თურქეთში შეიქმნება ევროპაში გაზის უმსხვილესი ჰაბი, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები დაინტერესებული იქნებიან.” თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. მან ასევე თქვა, რომ რუსეთი მზადაა ევროპის მიმართულებით ჩრდილოეთის ნაკადის მეშვეობით ბუნებრივი აირის მიწოდება განუახლოს, თუ ევროკავშირი ...

Read More »

პუტინი: თურქეთის ტერიტორია შეიძლება გახდეს ევროპისკენ გაზის ტრანსპორტირების მთავარი მარშრუტი

რუსეთი მზად არის მიაწოდოს ევროპას ენერგორესურსები თურქეთის გავლით, მათ შორის ჩრდილოეთის ნაკადიდან დაკარგული გაზის ტრანზიტის მოცულობების გადამისამართების შესაძლებლობით. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოთხშაბათს რუსეთის ენერგეტიკის კვირის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პუტინმა ასევე შესთავაზა თურქეთში ევროპის უმსხვილესი გაზის ჰაბის შექმნა. საერთაშორისო ფორუმს „რუსული ენერგეტიკის კვირეული“, რომელსაც 70 ქვეყნიდან 3000-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრებენ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ ...

Read More »