პოლიტიკა

ირანი ურანის გამდიდრებას 60%-მდე ზრდის

ირანმა დაიწყო ურანის 60%-მდე გამდიდრება ფორდოს მიწისქვეშა ქარხანაში. ამ ინფორმაციას ირანული ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ISNA 22 ნოემბერს ავრცელებს. ამის შესახებ ირანის ხელისუფლებამ უკვე გაუგზავნა შეტყობინება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA). ასევე ცნობილია, რომ დამონტაჟდა დამატებითი ცენტრიფუგები ფორდოსა და ნეტანზეს ობიექტებში. ირანი სხვა ატომურ სადგურზე უკვე ამდიდრებს ურანს 60%-მდე. 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების პირობების მიხედვით, ირანს არ აქვს 3,67%-ზე ...

Read More »

უნგრელი მინისტრი Rosatom-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმს ესწრება

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოჭში ჩაფრინდა სახელმწიფო ჰოლდინგ Rosatom-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ უნგრელი ოფიციალური პირი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას. „Atomexpo ბირთვული ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა. გლობალური ენერგეტიკული კრიზისის პირობებში ქვეყნისთვის უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანია საჭირო რაოდენობის ენერგიის წარმოება. პაკსის ატომური ელექტროსადგური მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა. ფორუმი 21-22 ნოემბერს ...

Read More »

Siemens Energy რუსეთის აქტივებიდან გასვლის პროცესს წლის ბოლომდე დაასრულებს

­Siemens Energy რუსეთში აქტივების რესტრუქტურიზაციის პროცესს განაგრძობს და იმედოვნებს, რომ პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ კომპანიის მეოთხე კვარტლის ანგარიშში არის ნათქვამი, რასაც „ინტერფაქსი“ ავრცელებს. Siemens Energy-მ რუსული ბიზნესიდან მეოთხე კვარტალში 19 მლნ ევროთი იზარალა, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ რუსეთიდან გასვლა ენერგეტიკული ჯგუფის ფინანსურ მაჩვენებელზე სამომავლოდ მნიშვნელოვან გავლენას აღარ მოახდენს. Siemens Energy 2020 წელს, Siemens-ის ენერგეტიკული განყოფილების გამოყოფის შედეგად ჩამოყალიბდა. ...

Read More »
შეხვედრა გაზპრომთან - პირველი ინფორმაცია ლუქსემბურგიდან

პოლონეთი „გაზპრომის“ პოლონურ აქტივებზე კონტროლს იღებს

პოლონეთი „გაზპრომის“ პოლონურ აქტივებზე, რომლებიც Europolgaz-ში რუსული კომპანიის 48%-იან წილს მოიცავს, კონტროლს აიღებს. ცნობისთვის, სწორედ Europolgaz-ი ფლობს Yamal-ის გაზსადენის პოლონურ მონაკვეთს. პოლონეთის განვითარების მინისტრის ვალდემარ ბუდას განცხადებით, შესაბამისი ადმინისტრაციები ბუნებრივი აირის ტრანზიტისთვის გამოყენებული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას შეამოწმებენ. „ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს რუსეთის აგრესიასთან დასაპირისპირებლად და რუსული კაპიტალისა და გავლენის მინიმუმამდე შესამცირებლად. ვინაიდან ექსპროპრიაციას პოლონური კანონმდებლობა კრძალავს, ჩვენ იძულებითი მმართველობის დამყარება გადავწყვიტეთ“, – ...

Read More »

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთმა ომის დროს უდიდესი შემოსავალი მიიღო ნავთობზე და გაზზე მაღალი ფასების გამო. სასწრაფოდ გვჭირდება სანქციების შემდეგი პაკეტი და სანქციების მიმართ ახალი მიდგომა

ევროპას სჭირდება ახალი პარადიგმა უკრაინის მხარდასაჭერად და წარმატების მისაღწევად. ომის დაწყებიდან 9 თვე გავიდა და ჯერ საომარი მოქმედებები უკრაინის გამარჯვებით არ დასრულებულა, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ. მისი თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ დასავლურ სამყაროს, საერთაშორისო თანამეგობრობას საკმარისი არ გაუკეთებია. „პირველი და უმნიშვნელოვანესი სამხედრო დახმარებაა. მეორე – ევროკავშირის სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. რუსეთმა ომის დროს უდიდესი შემოსავალი ...

Read More »
რატომ ვერ შედგა “გაზპრომთან” შეთანხმება

ევროკავშირში გაზპრომის სტრუქტურების ნაციონალიზაცია დაიწყო

ევროკავშირის ერთდროულად ორმა ქვეყანამ განაცხადა იმ სტრუქტურების ნაციონალიზაციის შესახებ, რომლებიც მანამდე რუსეთის „ეროვნულ მონაპოვარს“ – გაზპრომს ექვემდებარებოდნენ. პოლონეთის განვითარებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა ველდემარ ბუდამ ორშაბათს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად პოლონეთი გაზპრომის წილს გადაიფორმებს კომპანია EuRoPol Gaz–ში. ეს კომპანია „იამალ–ევროპის“ გაზსადენების ქსელის პოლონეთის მონაკვეთს აკონტროლებს. ბუდას გადაწყვეტილებით, გაზპრომის წილებზე დროებითი ადმინისტრირება დაწესდება. ეს გარდაუვალია, ვინაიდან თავად გაზპრომი ევროკავშირის სანქციების ქვეშაა და ...

Read More »

დავით ნარმანია: ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია მიზნად ისახავს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის გაზრდას

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია, საქართველოში პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე – კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები, სიტყვით წარდგა. სემეკის თავმჯდომარემ კონფერენციაში მონაწილე პირებს გააცნო ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში კონკურენციის შესახებ საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბების ეტაპები. დავით ნარმანიას თქმით, ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების მიზნით განხორციელებული ინსტიტუციური და ნორმატიული ცვლილებები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ენერგეტიკული ბაზრის მიმდინარე რეფორმის ფონზე. ...

Read More »

ევროპას საქართველოსთან ენერგეტიკაში სანდო პარტნიორობა სურს

საქართველოში მყოფმა ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ენერეტიკაში პარტნიორობასთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა: რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში შავი ზღვა არის ჩვენი გეგმების ცენტრი. პრემიერმა უკვე ბრძანა, რომ შავი ზღვის ელექტროკაბელი, რომელიც ძალიან სიმბოლური მნიშვნელობისაა ყველასთვის, სიმბოლური ისტორიულად, იმდენად, რამდენადაც დააკავშირებს საქართველოს ევროპასთან, კავკასიას ევროპასთან და სიმბოლური იმიტომ, რომ ყველა დავინახავთ, რომ რუსეთის ომი უკრაინაში არის ის ფონი, როლის საფუძველზეც გვჭირდება სანდო ...

Read More »

ევროპაში დაწყებული ენერგოკრიზისი საქართველოს და აზერბაიჯანს კიდევ ერთ დიდ შანსს აძლევს

დღეს ევროპაში ენერგოკრიზისია. გაზისა და ნათობის დეფიციტის შემდეგ, პრობლემებია ელექტროენერგიის კუთხით. შესაბამისად, ევროპა ალტერნატიული წყაროების მოძიებას გამალებით ცდილობს. ერთ-ერთი მიმართულება საქართველო და აზერბაიჯანია. როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, არსებობს პერსპექტივა იმისა, რომ 3-5 წელიწადში, როგორც აზერბაიჯანი, ასევე საქართველოც რეგიონის წონიანი მოთამაშეები გახდნენ. 9 თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 31%-ით გაიზარდა, რაც შეეხება პირველ და მეორე კვარტალს, საქართველოს ჰიდროელექტროსადგურებმა დაახლოებით 7 მილიონი კვტ/საათი ...

Read More »

მსოფლიო ევროკავშირი მოლდოვას ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად 200 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკომისიამ მოლდოვისთვის ზამთრის ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად ახალი დახმარების პაკეტი მოამზადა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიშინიოვში მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან პრესკონფერენციაზე განაცხადა. “მოლდოვა უზარმაზარი ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას. გარწმუნებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დაგეხმაროთ ამ კრიზისის გადალახვაში. ამიტომ, ჩვენ მოვამზადეთ მოლდოვისთვის ენერგეტიკული დახმარების დამატებითი პაკეტი. ჩვენ გამოვყოფთ 200 მილიონ ევროს, რომ მოლდოვამ შეძლოს გაზის საჭირო მოცულობის ხარჯების ...

Read More »