ევროკავშირმა რუსული ნავთობის ემბარგოზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ევროკავშირის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ჯერ კიდევ ბევრი დეტალია გადასაწყვეტი, მაგრამ ევროკავშირის დიპლომატები რუსული ნავთობის ემბარგოზე პროგრესის მიღწევას 30 მაისს, ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე შეეცდებიან. ნავთობის იმპორტზე სანქციები არის ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის ნაწილი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის გამო. „როიტერი“ წერს, რომ მთელი პაკეტი უნგრეთმა შეაჩერა, რომელიც ამბობს, რომ ნავთობის ემბარგო იქნება ...
Read More »