პოლიტიკა

ევროკავშირი: რუსეთი ენერგეტიკას იარაღად იყენებს – ეს რუსეთის სტრატეგიის ნაწილია ჩვენი ერთიანობის შელახვის მიზნით

კლიმატის პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის ხელმძღვანელმა, ფრანს ტიმერმანსმა განაცხადა, რომ რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტით ევროკავშირის 12 წევრი სახელმწიფო დაზარალდა. „რუსეთი ენერგეტიკას იარაღად იყენებს და ჩვენ ვნახეთ შეფერხებები გაზის მიწოდების კუთხით. ეს ყველაფერი რუსეთის სტრატეგიის ნაწილია ჩვენი ერთიანობის შელახვის მიზნით. სულ თორმეტი წევრი სახელმწიფო ახლა დაზარალებულია რუსეთის მხრიდან მიწოდების ცალმხრივი შემცირებით. გაზის მიწოდების სრული შეფერხების რისკი ახლა უფრო რეალურია, ვიდრე ოდესმე. ამიტომ მნიშვნელოვანია ...

Read More »

„კიდევ რამდენი ბავშვი დახოცეთ დღეს საწვავის შეძენით? “პროტესტი „ლუკოილთან“ ბელგიაში

„კიდევ რამდენი ბავშვი დახოცეთ დღეს „ლუკოილის“ საწვავის შეძენით“ – ისმის აქციის ერთ-ერთი მონაწილის შეძახილი. ბელგიაში დაძაბულობა იზრდება. უკრაინელი მომიტინგეები მოითხოვენ, ბოიკოტი გამოუცხადონ კომპანიას, რომელიც რუსეთთან არის დაკავშირებული. მათი თქმით, მათი საწვავის შეძენით ფინანსდება რუსეთის ომი უკრაინაში. ერთ-ერთი მომხმარებელი იუსუფი  არ ეთანხმება მომიტინგეების მოსაზრებას  და ამბობს, რომ უბრალოდ საწვავს ასხამს ავტომობილში. კერძო მფლობელობაში მყოფი კომპანია „ლუკოილი“ რუსეთში სიდიდით მეორე საწვავის კომპანიაა და ბენელუქსის რეგიონში 260 ბენზინგასამართი სადგური ...

Read More »
„გაზპრომი“ ლიტვაში მონოპოლიას კარგავს

რუსეთი ევროპისთვის გაზის მიწოდების გაზრდაზე უარს ამბობს

რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე კონტროლი კვლავ გაამკაცრა. ქვეყანამ უარყო უკრაინის შეთავაზება სატრანზიტო შესაძლებლობების გაზრდის შესახებ, რომელიც გერმანიისთვის შემცირებული ნაკადების კომპენსაციას მოახდენდა. რუსეთის Gazprom-მა გადაწყვიტა, არ გამოეყენებინა დამატებითი შესაძლებლობა უკრაინის გავლით ევროპაში გაზის ტრანსპორტირებისთვის. ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომ მოსკოვის მხრიდან ნაკადები კვირების განმავლობაში შეზღუდული დარჩება მას შემდეგ, რაც Nord Stream-ის მილსადენით მიწოდება მაქსიმალური შესაძლებლობის 40%-მდე შეამცირა. მიწოდების შემცირებამ გაზის ფასების ...

Read More »

აშშ-მა რუსეთისთვის ნავთობის შემოსავლების შემცირების გზა გამონახა

აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ იპოვა გზა ერთდროულად ორი პრობლემის გადასაჭრელად: შემცირდეს რუსეთის ნავთობის შემოსავლები და ასევე შემცირდეს ინფლაციის მაჩვენებელი შეერთებულ შტატებში. ამის შესახებ Bloomberg ადმინისტრაციისა და OPEC +-ის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. სააგენტოს ცნობით, კარტელის წევრები, რომლის წევრიც რუსეთია, სულ უფრო და უფრო ნაკლებ აზრს ხედავენ მათ არსებობაში: ნავთობის ფასები მრავალწლიან მაღალ დონეზეა და აზრი აღარ აქვს წარმოების შემცირებას, როდესაც ...

Read More »

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროპაში, სახლში გათბობის ან კონდიციონერის ტემპერატურას თუ 2 გრადუსით შევამცირებთ, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენით რუსული გაზის მიწოდებას მთლიანად ჩავანაცვლებთ

ევროპაში, სახლში გათბობის ან კონდიციონერის ტემპერატურას თუ 2 გრადუსით შევამცირებთ, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენით რუსული გაზის მიწოდებას მთლიანად ჩავანაცვლებთ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ესპანურ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ენერგოეფექტურობა და ენერგიის დაზღვევა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მისი თქმით, წლის პირველ მეოთხედში ევროკავშირმა რუსეთის გაზის მიწოდება 30%-ით შეამცირა. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ...

Read More »

მერკელი – Nord Stream 2-ზე: რაღაც გაგებით, ბუნებრივი აირი არ იყო რუსეთის იარაღი

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ის არ მიიჩნევს მცდარ გადაწყვეტილებად Nord Stream 2-ის მშენებლობის დაშვებას და არ თვლის, რომ ამან უკრაინა უფრო დაუცველ მდგომარეობაში დააყენა რუსეთთან მიმართებაში. „ევროპული პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ მერკელმა RND-თან ინტერვიუში განაცხადა. „მე მჯეროდა ცვლილებების არა ვაჭრობის, არამედ მსოფლიოში სიდიდით მეორე ბირთვულ სახელმწიფოსთან სავაჭრო გზით“, – განაცხადა ყოფილმა კანცლერმა. სწორედ ამ ფონზე მიიჩნია მან ...

Read More »
„სამხრეთის გაზის დერეფნის“ კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა

იტალიურმა ნავთობგიგანტმა ENI– მ Qatar Energy–სთან შეთანხმება გააფორმა

იტალიურმა ნავთობგიგანტმა Eni-მ Qatar Energy-სთან $28.75 მილიარდიან პროექტს – North Field East მოაწერა ხელი.  ყატარი საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობს, რაც მიზნად ისახავს ყატარის, როგორც მსოფლიოს ყველაზე მაღალი LNG ექსპორტიორის პოზიციის გაძლიერებას. ENI– ის აღმასრულებელმა დირექტორმა კლაუდიო დესალზიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროპა რუსული ენერგიის ალტერნატივას ეძებს. საერთო ჯამში, ჩრდილოეთ ველის გაფართოების გეგმა მოიცავს ექვს LNG მატარებელს, რომლებიც გააძლიერებენ ყატარის სიმძლავრეს 77 მილიონი ტონიდან წელიწადში (MTPA), ...

Read More »

ალექსეი მილერი აცხადებს, რომ “გაზპრომი”, რომელიც ამცირებს მიწოდებას ევროპისთვის, “საკუთარი წესებით” თამაშობს

რუსული ენერგეტიკული გიგანტის, “გაზპრომის” აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ მოსკოვი გერმანიასა და იტალიაში გაზის მიწოდების შემცირების შემთხვევაში საკუთარი წესებით თამაშობს. “პროდუქტი ჩვენი, წესებიც ჩვენია. ჩვენ არ ვთამაშობთ წესებით, რომლებიც თავად არ შეგვიქმნია,” – თქვა ალექსეი მილერმა 16 ივნისს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. 15 ივნისს “გაზპრომმა” განაცხადა, რომ 67 მილიონ კუბურ მეტრამდე შემცირდა ბუნებრივი აირის გადატუმბვა “ჩრდილოეთის ნაკადის” გაზსადენით, კომპლექს ...

Read More »

ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა 2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა 2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.   გასვლითი სხდომა ორი დღის განმავლობაში გურიის მხარეში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ტექნოპარკის შენობაში გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ცენტრალური ხელისუფლების, აგრეთვე სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები. სალომე ვარდიაშვილმა ვრცლად უპასუხა დასმულ შეკითხვებს. ენერგოომბუდსმენის ანგარიში დადებითად შეფასდა.

Read More »

აშშ-მ ირანის ნავთობ-ინდუსტრიას ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტმა ირანის ნავთობქიმიურ ინდუსტრიას ახალი სანქციები დაუწესა. შეზღუდვები გავრცელდება ჩინურ და საამიროების კომპანიებზეც, რომლებიც ირანს ნავთობქიმიური პროდუქტების ექსპორტში ეხმარებიან. „შეთანხმების არარსებობის ფონზე ირანისთვის ნავთობის, ნავთობ- და ნავთობქიმიური პროდუქტების ექსპორტის შეზღუდვას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ხაზინის ვიცე-მდივანმა ბრაიან ნელსონმა. გასული წლის ნოემბრის შემდეგ ირანს და ბირთვული ხელშეკრულების მხარეებს, მათ შორის აშშ-ს შორის შეთანხმების აღსადგენად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 2015 წელს დადებული შეთანხმება ირანისთვის ...

Read More »