ინდოეთის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტების აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტში, მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი. ცენტრალური ბანკის ინიციატივას მხარს უჭერს ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო, რომელიც კრიპტოაქტივებს მონეტარული და ფისკალური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად მიიჩნევს. „კრიპტოვალუტებს ქვეყნის მონეტარულ და ფისკალურ სტაბილურობაზე დესტაბილიზაციის ეფექტი აქვს. მივიჩნევთ, რომ კრიპტოვალუტები უნდა აიკრძალოს“, – განაცხადა ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა, ნირმალა სითჰარამანმა. მინისტრის განმარტებით, აკრძალვის ეფექტიანად აღსრულებისთვის აუცილებელია საერთაშორისო კოორდინაცია ...
Read More »