პოლიტიკა

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ბუნებრივი აირის საფასურის ნაწილობრივ რუბლებში გადახდაზე შეთანხმდნენ

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ბუნებრივი აირის საფასურის ნაწილობრივ რუბლებში გადახდაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ნოვაკმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ნოვაკის თქმით, თურქეთი ყოველწლიურად რუსეთისგან 26 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს ყიდულობს, ლიდერების გადაწყვეტილებით კი, თურქეთი გაზის საფასურის ნაწილს რუბლებში გადაიხდის. რუსეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, რუსეთი და თურქეთი ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორებაზე ეტაპობრივ გადასვლაზე საუბრობენ. ერდოღანმა და ...

Read More »

ევროპის კომისია უარყოფს რუსეთის განცხადებას იმის შესახებ, რომ გაზის ტურბინის შეფერხება სანქციების გამო ხდება

ევროკომისია აცხადებს, რომ დასავლეთის სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ არ წარმოადგენს დაბრკოლებას გერმანიიდან რუსეთში გაზის ტურბინის მიწოდებისთვის. რუსულმა სახელმწიფო ენერგეტიკულმა გიგანტმა, “გაზპრომმა”, 27 ივლისიდან სიმძლავრის ერთ მეხუთედამდე შეამცირა გაზის მიწოდება “ჩრდილოეთის ნაკადი 1”-ის მილსადენით გერმანიაში და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი აუცილებელი იყო, რადგან მას არ მიუღია ტურბინა მას შემდეგ, რაც ის ტექნიკური მომსახურებისთვის გააგზავნეს. “გაზპრომი” აცხადებს, რომ სანქციები შეუძლებელს ხდის Siemens-ის ძრავის ...

Read More »

“მოლდოვა ენერგოდამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ამიტომ, რუსეთში იაფი გაზის სათხოვნელად არ ჩავალთ” – მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრი

მოლდოვა ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ამიტომ, ქვეყნის წარმომადგენლები რუსეთში იაფი გაზის სათხოვნელად არ ჩავლენ და არც დათმობებზე წავლენ, – განაცხადა ქვეყნის ვიცეპრემიერმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ანდრეი სპინუმ. მოლდოვას ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა სააგენტომ (ANRE) გაზის ახალი ტარიფი დაამტკიცა, რომელიც 23,6%-ით არის გაზრდილი. თუმცა, „მოლდოვაგაზის“ ხელმძღვანელმა, ვადიმ ჩებანმა განაცხადა, რომ ახალი ტარიფი არ ფარავს გაზის ყიდვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს, ამიტომ, კომპანია იძულებულია, „გაზპრომს“ აგვისტოსთვის ...

Read More »

“ევროპა გაზის უწყვეტი მიწოდებისთვის თურქეთის მადლიერი უნდა იყოს” – პუტინი

სოჭში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინის და რეჯეპ თაიფ ერდოღანის მოლაპარაკება დაიწყო. შეხვედრის დასაწყისში, რუსეთის ლიდერმა ერდოღანს უკრაინიდან მარცვლეულის შეთანხმების მიღწევაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. “თქვენი მონაწილეობით, უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდების საკითხი მოგვარდა. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ”, – თქვა პუტინმა. მან ასევე თქვა, რომ მილსადენი „თურქული ნაკადი“ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გზაა ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდების საქმეში. „მინდა, აღვნიშნო, რომ “თურქული ნაკადი”, ...

Read More »

„დიდი შვიდეული“ რუსეთს ენერგიის ექსპორტის „იარაღად გამოყენებაში” ადანაშაულებს

„დიდი შვიდეულმა“ (G7) – დასავლეთის უმდიდრესი ქვეყნების ჯგუფმა, დაადანაშაულა რუსეთი თავისი ენერგომატარებლების ექსპორტის „იარაღად გამოყენების“ მცდელობაში და პირობა დადო, რომ იმოქმედებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოსკოვმა ვერ „გამოიყენოს“ თავისი, როგორც ენერგიის მწარმოებლის პოზიცია, „დაუცველი ქვეყნების ხარჯზე თავისი აგრესიიდან სარგებლის ნახვისთვის“. G7-ის განცხადებაში, რომელიც 2 აგვისტოს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი უკრაინაში შეჭრით და უნდა “დაასრულოს ეს მის მიერ არჩეული ომი, დაუყოვნებლივ ...

Read More »

ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დღეს განახლდება

ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დღეს განახლდება. ამის შესახებ გამოცემა Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ვენაში მოლაპარაკებებს დიპლომატები შეერთებული შტატებიდან, ირანიდან, ჩინეთიდან, რუსეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და საფრანგეთიდან დაესწრებიან. პროცესში მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირიც, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს.

Read More »
აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

აზერბაიჯანი ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებით დაინტერესებული არ არის?

ივლისის დასაწყისში, როდესაც მესამედ შეწყდა ყაზახური ნავთობის ექსპორტი რუსეთის გავლით, ყაზახეთმა მოახდინა ყველა რესურსის მობილიზება ნავთობის ტრანსპორტირების ალტერნატიული გზების მოსაძებნად. მას შემდეგ, პრეზიდენტის კასიმ-ჟომარტ ტოკაევის სახელით, ყაზახეთის მთავრობის წამყვანი ექსპერტები ამ პრობლემის გადაჭრას ცდილობენ, ერთ-ერთი შესაძლო მარშრუტად აზერბაიჯანი სახელდება. შეგახსენებთ, რომ ივლისის დასაწყისში ნოვოროსიისკის საქალაქო სასამართლომ 30 დღით შეაჩერა კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) მუშაობა, რომელიც ყაზახეთის ნავთობის 78,5 პროცენტის ტრანსპორტირებას ...

Read More »

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ნავთობისა და გაზის კომპანიებს მოუწოდა, ომის ხარჯზე არ გამდიდრდნენ

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ნავთობისა და გაზის კომპანიებს მოუწოდა, ომის ხარჯზე არ გამდიდრდნენ. ანტონიო გუტიერეშის თქმით, ამორალურია, რომ გაზის კომპანიები რეკორდულ შემოსავალს იღებენ ენერგეტიკული კრიზისის გამო, რომელიც ყველაზე ღარიბ ადამიანებს აზარალებს. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებს, გაზარდონ გადასახადები ნავთობისა და გაზის კომპანიებზე. აღსანიშნავია,რომ ორმა უმსხვილესმა ამერიკულმა ენერგოკომპანიამ „შევრონმა“ და „ექსონ მობილმა“, ასევე ორმა ევროპულა კომაპანიამ „ტოტალმა“ და „შელმა“ 2022 წლის ბოლო ...

Read More »

ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი „ყველაზე ცუდისთვის“ უნდა მოემზადოს რუსეთის გაზთან დაკავშირებით

ევროპული კომისიის პრეზიდენტი, ურზულა ფონ დერ ლაიენი გამოდის გაფრთხილებით, რომ ევროპა „ყველაზე ცუდი სიტუაციისთვის“ უნდა მოემზადოს რუსეთის გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით. „იმის გამო, რომ რუსეთმა უკვე სრულად ან ნაწილობრივ გადაუკეტა გაზის მიწოდება 12 წევრ ქვეყანას, ყველა ჩვენგანი ყველაზე ცუდი სიტუაციისთვის უნდა მოემზადოს“ – უთხრა ფონ დერ ლაიენმა ესპანურენოვან გამოცემა Mundo-ს. რუსეთმა გაზის მიწოდება შეუჩერა ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანას, მათი უარის გამო ...

Read More »

ევროკავშირში რუსული ნახშირის იმპორტი აიკრძალა

1-ელი აგვისტოდან ევროკავშირში რუსული ნახშირის იმპორტი აიკრძალა. აღნიშნული შეზღუდვები უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო დაწესდა. ამ სანქციის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირმა 2022 წლის აპრილში მიიღო. რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, 2021 წელს ქვეყანამ ევროპაში 48,7 მილიონ ტონაზე მეტი ნახშირი გაიტანა. დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლაი შულგინოვმა განაცხადა, რომ არსებული ვითარების პირობებში რუსულ კომპანიებს ალტერნატიული ბაზრების მოძებნა მოუწევთ.

Read More »