პოლიტიკა

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შესაჩერებლად სანქციების საკითხს განიხილავს

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს ევროპისთვის ცუდ გარიგებად მიიჩნევს. „რაც შეეხება „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს, ჩვენი პოზიცია უცვლელია. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ცუდი გარიგებაა. ეს ცუდი გარიგებაა, რადგან ის ევროპას ჰყოფს და უკრაინასა და ცენტრალურ ევროპას რუსეთის მხრიდან მანიპულაციების საგნად ხდის. ეს პროექტი ეწინააღმდეგება ენერგეტიკისა და უსაფრთხოების სფეროში ევროპის გაცხადებულ ...

Read More »

სენატორები ბაიდენს Nord Stream 2-ის სანქციების ამოქმედებისკენ მოუწოდებენ

ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და ჯეიმს რიში ბაიდენის ადმინისტრაციას Nord Stream 2-ის სანქციების დაუყოვნებლივი ამოქმედებისკენ მოუწოდებენ. პარასკევს გამოქვეყნებული წერილის მოტივი და მათი შეშფოთების მიზეზი, მათივე თქმით, გავრცელებული ინფორმაციაა, რომლის თანახმად, შეერთებულ შტატებსა და გერმანიას შორის მიმდინარეობს საუბარი სანქციების შეჩერების შესახებ. ”აშშ-ს ურთიერთობა გერმანიასთან ტრანსატლანტიკური ალიანსის ქვაკუთხედია, მაგრამ Nord Stream 2-ის დასარულების ნებართვა ამ პარტნიორობის კონსრუქციული გზა არ არის“ – აღნიშნავენ სენატორები. ...

Read More »

აგროდიზელით ფერმერების ხელშეწყობის პროგრამა შეუფერხებლად მიმდინარეობს

შიდა ქართლის რეგიონში აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის მიმდინარეობას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი ადგილზე გაეცნო.  სააგენტოს დირექტორი რეგიონში შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილესთან, ნუგზარ სამხარაძესთან და კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ დირექტორთან, ლევან გიორგაძესთან ერთად იმყოფებოდა. „გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და „სოკარ პეტროლიუმ ჯორჯიას” თანამშრომლობით, აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა გრძელდება; ფერმერებს ფასდაკლების ბარათების მიღება  ახლა უკვე დისტანციურად, ვებგვერდის my.mepa.gov.ge საშუალებით შეუძლიათ. პროგრამა, ...

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო – ირანმა ურანის ლითონის წარმოება დაიწყო

ირანმა ურანის ლითონის წარმოება დაიწყო, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექციამ ისპაჰანის ქარხანაში 3.6 გრამი ურანის ლითონის წარმოება დაადასტურა. ურანის ლითონს ატომური ბომბის დასამზადებლად იყენებენ. მის წარმოებასთან დაკავშირებული კვლევების ჩატარება 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით აკრძალულია. ამიტომ, დასავლეთის ქვეყნები ირანს გამუდმებით აფრთხილებენ, რომ არ განახორციელოს ურანის ლითონის წარმოება, ვინაიდან ეს ...

Read More »
ნაკადი

Bloomberg: გერმანიის მიერ Nord Stream 2-ის მიტოვება გარდაუვალია

ახალი მთავრობის მოსვლისთანავე, გერმანია უარს იტყვის Nord Stream 2-ზე, აღნიშნავს Bloomberg. მასალის ავტორის თქმით, უახლოეს მომავალში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი “უსიამოვნო საუბარს” გამართავენ რუსეთსა და გაზსადენზე. დაძაბულობა შეერთებულ შტატებსა და გერმანიას შორის, რომელიც ამერიკის უახლოეს მოკავშირედ ითვლება, კვლავ იზრდება. მერკელი აგრძელებს პროექტს მხოლოდ სოციალ-ემოკრატებთან კოალიციაში, დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით. Nord Stream 2 მას ასევე აძლევს ...

Read More »

ჯო ბაიდენი ირანისთვის სანქციების მოხსნის წინაპირობას ასახელებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ირანს სანქციებს მანამ არ მოუხსნის, სანამ თეირანი ურანის გამდიდრების პროგრამას არ შეაჩერებს. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა CBS-სთან ინტერვიუში განაცხადა. „ირანელებმა უნდა შეწყვიტონ ურანის გამდიდრება. აშშ-ის პოზიცია არ შეცვლილა. აშშ-ს სურს, რომ ირანმა ბირთვული შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს და თუ ირანი ამას გააკეთებს, აშშ შესაბამისად მოიქცევა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. 7 თებერვალს ირანის ...

Read More »

Nord Stream 2: მოსალოდნელია მერკელ-ბაიდენის დაპირისპირება

ტრანსატლანტიკური “თაფლობის თვე” ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ის დიდხანს არ გაგრძელდება. რამდენიმე დღესა თუ კვირაში ევროპელ ლიდერებსა და ამერიკის ახალ პრეზიდენტს უხერხული საუბარი მოუწევთ. თემა რუსეთი იქნება.  აშშ-სა და გერმანიას დიდი ხანია წინააღმდეგობა აქვთ თითქმის დასრულებულ მილსადენზე, რომელსაც რუსული გაზი ბალტიის ზღვით პირდაპირ გერმანიამდე მიჰყავს.  შავ ზღვაში გამავალ კიდევ ერთ, TurkStream-ის მილსადენთან ერთად, ახალი სისტემა ვლადიმერ პუტინს, რუსეთის პრეზიდენტს, საშუალებას ...

Read More »

ოფიციალური პარიზი გერმანიის ხელისუფლებას მოუწოდებს, უარი თქვას „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტზე

ალექსეი ნავალნის დაპატიმრების ფონზე ოფიციალური პარიზი გერმანიის ხელისუფლებას მოუწოდებს, უარი თქვას „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტზე. ამის შესახებ ევროპის საკითხებში საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა, კლემან ბონმა განაცხადა. „სანქციები უკვე მივიღეთ, შეიძლება სხვა სანქციების მიღებაც, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს საკმარისი არ არის. ვფიქრობ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ ვარიანტი ის ვარიანტია, რომლის განხილვაც აუცილებელია. ეს დღეს გერმანიის გადაწყვეტილებაა, რადგან ეს გაზსადენია, რომელიც გერმანიაზე გადის. ჩვენ ყოველთვის ...

Read More »

Frankfurter Allgemeine: ევროპის დამოკიდებულება რუსულ გაზზე მცირდება

კონფლიქტი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს ირგვლივ გადამწყვეტ ფაზაში შედის, მაგრამ ყველაფერი არც ბალტიის ზღვაში, არც მოსკოვში, არამედ პოლიტიკოსების, ადვოკატების და გიგანტური კონცერნების ხელმძღვანელების კაბინეტებში, ვაშინგტონსა და ბერლინში დასრულდება. მოსკოვს კი, რომელიც 10 მლრდ. ევროდ შეფასებული პროექტის მთავარ მამოძრავებელ ძალას, დამკვირვებლის როლი აქვს დარჩენილი. პარალელურად კი, ევროკავშირის ზეწოლის ქვეშ „გაზპრომის“ მდგომარეობა ევროპის ბაზარზე უარესობისკენ შეიცვალა. ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელს რუსული გაზის მიწოდება ევროპაში ...

Read More »

ინდონეზიამ შეიპყრო ნავთობის უკანონო ტრანსპორტირებაში ეჭვმიტანილი ირანის ტანკერები

ინდონეზიამ განაცხადა, რომ მის ტერიტორიულ წყლებში შეიპყრეს ორი ირანული ტანკერი, რომლებსაც, სავარაუდოდ, არალეგალურად გადაჰქონდათ ნედლი ნავთობი. ირანი მანამდეც არაერთხელ დაადანაშაულეს აშშ-ის სანქციების გვერდის ავლით ადრეული ნავთობის ტანკერებით გადაზიდვის მცდელობაში. ინდონეზიის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, საუბარია ირანული და პანამური დროშების ქვეშ მცურავ ორ ტანკერზე, MT Horse-სა და MT Freya-ზე, რომლებიც 24 იანვარს შეიპყრეს და შემდგომი საგამოძიებო მოქმედებებისათვის გადაიყვანენ ბატამის კუნძულზე მდებარე ...

Read More »