პოლიტიკა

„მჯერა უნდა გადავდგათ შემდეგი დიდი ნაბიჯი, შევწყვიტოთ რუსული ნავთობის ყიდვა – ნიდერლანდები მზადაა“

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ მოწოდება გააკეთა, რაც შეიძლება მალე შეწყვიტონ რუსული ნავთობის ყიდვა. „მე მჯერა, რომ ჩვენ უნდა გადავდგათ შემდეგი დიდი ნაბიჯი რაც შეიძლება მალე და შევწყვიტოთ რუსული ნავთობის ყიდვა. ნება მომეცით განვმარტო, რომ ნიდერლანდები მზადაა გადადგას ეს ნაბიჯი დაუყოვნებლად, ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად”, – განაცხადა რუტემ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში საუბრისას. მანამდე ცნობილი გახდა, რომ უნგრეთი და ევროკავშირის რამდენიმე ...

Read More »
უკრაინამ რუსეთისგან გაზის ყიდვისთვის საჭირო დაფინანსება ვერ მიიღო

„რუსებს საინფორმაციო ომი აქვთ დაწყებული, რომ თითქოს ევროპა მათი ენერგორესურსების გარეშე ვერ გაძლებს, რაც იმის მსგავსია, ბერლინს რომ მიადგა რუსის ჯარი და ჰიტლერი ირწმუნებოდა, მოსკოვს ვიღებთო“

ევროპელები შეშფოთებას ვერ ფარავენ, რომ უკრაინაში ომის პარალელურად რუსეთს გაუორმაგდა ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლები. ეს მაშინ, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო აპირებდა რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმას და აგრესორი სახელმწიფოს დასჯას ამ მეთოდით. ევროპარლამენტარი იაკ მადისონი აცხადებს, რომ მან გადაამოწმა, თუ რა თანხას აძლევენ ევროპელები რუსებს ენერგორესურსებისთვის და სავალალო რამ აღმოჩნდა, თურმე ევროპელები სამჯერ მეტს უხდიან ოკუპანტს, ვიდრე ზუსტად ამავე პერიოდში 2021 წელს. ომის დაწყებიდან დღემდე ...

Read More »

იტალიის პრემიერი – გერმანიამ რუსეთს გაზის საფასური რუბლით გადაუხადა, არავის უთქვამს, რუბლით გადახდები დაარღვევს თუ არა სანქციებს, ასეთი რუხი ზონაა

რუსული გაზის უმსხვილესმა იმპორტიორმა გერმანიაში უკვე გადაიხადა ბუნებრივი აირის საფასური რუბლით, – „დოიჩე ველეს“ ცნობით, ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა. „მტკიცებულება, რომელიც ჩვენ ვნახეთ, გვიჩვენებს, რომ გერმანიაში გაზის უმსხვილესმა იმპორტიორმა საფასური რუბლებში უკვე გადაიხადა“, – განაცხადა დრაგიმ. იტალიის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპულ კომპანიებს შეეძლებათ რუსული გაზის საფასურის გადახდა რუბლებში ისე, რომ არ დაარღვიონ ევროკავშირის მიერ უკრაინაში ომის გამო ...

Read More »

რუსეთმა საპასუხო სანქციები დაუწესა 31 ენერგოკომპანიას, რომელთა საშუალებითაც ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანზიტს ახორციელებდა

რუსეთმა საპასუხო სანქციები დაუწესა ენერგეტიკულ კომპანიებს, რომელთა საშუალებითაც ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანზიტს ახორციელებდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. სასანქციო სიაში სულ 31 ორგანიზაცია მოხვდა გერმანიის, საფრანგეთის, ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყნისა და ასევე აშშ-სა და სინგაპურიდან. მათ შორის „გაზპრომ“ გერმანია და „ევროპოლ გაზიც“ ფიგურირებენ. სანქცირებულ კომპანიებთან რუსულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს ფინანსური ოპერაციების განხორციელება აეკრძალებათ.

Read More »

ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე უარის სანაცვლოდ უნგრეთს შესაძლოა კომპენსაცია შესთავაზოს

ევროკავშირი განიხილავს უნგრეთისთვის ფინანსური კომპენსაციის საკითხს, რათა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დაარწმუნოს, რომ უნგრეთიც უნდა შეერთდეს რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას. გამოცემა Politico ევროკავშირის სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ უნგრეთმა შესაძლოა, ფინანსური კომპენსაცია მიიღოს ევროკავშირის ახალი, ენერგეტიკული სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც უახლოეს ხანში უნდა გამოქვეყნდეს და მიზნად ისახავს რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას. ევროკავშირი ჯერჯერობით ვერ ახერხებს შეთანხმებას უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთის ...

Read More »

უნგრეთი რუსულ ნავთობზე ემბარგოს მხარს დაუჭერს, თუ EU ალტერნატივას შესთავაზებს

„უნგრეთი მხარს დაუჭერს ევროკავშირის სანქციებს რუსული ნავთობის ემბარგოსთან მიმართებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბლოკი იმუშავებს პრობლემების სწრაფად გადაწყვეტაზე“ – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხდა. „ჩვენ ევროკომისიას ნათლად ვუთხარით, რომ ამ წინადადებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია მივცეთ ხმა, თუ ბრიუსელი შემოგვთავაზებს პრობლემის გადაჭრის სწრაფ გზას“, – თქვა სიიარტომ. მისი თქმით, პრობლემაა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ტრანსფორმაცია, რაზეც ასობით მილიონი უნდა ...

Read More »

ევროკავშირი სანქციების მე-6 პაკეტში, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების პუნქტის ამოღებას აპირებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტში ცვლილებებს, კერძოდ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების პუნქტის ამოღებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას Financial Times ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების წინააღმდეგ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა გამოვიდა. მათ შორის, მალტა, საბერძნეთი და უნგრეთი. ამასთან, ევროკავშირის მიზანი ვლადიმირ პუტინის რეჟიმზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდაა, თუმცა რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესება რამდენიმე ევროპული ქვეყნის ეკონომიკაზე მძიმედ აისახება. მნიშნელოვანია ისიც, რომ ...

Read More »

ვიდეოკონფერენცია, რომელიც რუსეთიდან ევროკავშირის მიერ ნავთობის პოტენციურ აკრძალვაზეა ფოკუსირებული, გადაიდო, რადგან უნგრეთი აღნიშნული წინადადების დაბლოკვას აგრძელებს

ვიდეოკონფერენცია, რომელიც რუსეთიდან, ევროკავშირის მიერ ნავთობის პოტენციურ აკრძალვაზეა ფოკუსირებული და რომელიც დღეს უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო, რადგან უნგრეთი აღნიშნული წინადადების დაბლოკვას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკრაინაში ომის გამო რუსეთზე შემდგომი სანქციების დასაწესებლად, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შესთავაზა, რომ ექვს თვეში ნედლი ნავთობის იმპორტი შეეწყვიტათ. როგორც Sky News-ი იუწყება, უნგრეთმა განაცხადა, რომ ...

Read More »

“გერმანია რუსულ ენერგორესურსებზე სამუდამოდ უარს იტყვის” – საგარეო საქმეთა მინისტრი

“გერმანია რუსულ ენერგორესურსებზე სამუდამოდ უარს იტყვის” – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენ ბაერბოკმა კიევში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მან ასევე ხაზგსმით განაცხადა, რომ “უკრაინა EU-ს სრულუფლებიანი წევრი უნდა გახდეს”.

Read More »

ლექსანდრ ნოვაკი: რუსული ნავთობკომპანიები, ახალ ვითარებაში ეძებენ ექსპორტის ახალ მიმართულებებს

რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ რუსეთმა ნავთობის გასაყიდად ახალი ბაზრები იპოვა და ნედლეულის მიწოდებას გაზრდის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში და სხვა მიმართულებითაც. მისი თქმით, რუსეთში ნავთობის მოპოვება მაისში აპრილთან შედარებით გაზრდილია, გადამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები კი სტაბილური. ნოვაკის განცხადებით, რუსული ნავთობკომპანიები ახალ ვითარებაში ეძებენ ექსპორტის ახალ მიმართულებებს. „ჩვენ ვხედავთ, რა თქმა უნდა, რომ არიან ახალი მყიდველები, მათ შორის შეინიშნება მიმწოდებლების მოცულობის ...

Read More »