პოლიტიკა

უკრაინა მოუწოდებს კანადას, არ გადასცეს „გაზპრომს“ ტურბინა გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადისთვის“, რადგან ეს ეწინააღმდეგება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს

უკრაინა მოუწოდებს კანადას, არ გადასცეს რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომს“ ტურბინა გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადისთვის“, რადგან ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება მოსკოვისთვის დაწესებულ სანქციებს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედიასაშუალება წერს, გასულ თვეში „გაზპრომმა“ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება 40%-ით შეამცირა, ამის მიზეზად კი იმ აღჭურვილობის დაბრუნების შეფერხება დაასახელა, რომელსაც კანადაში გერმანული კომპანია „სიმენსი“ სარემონტო მომსახურებას უწევს. ...

Read More »

ევროპარლამენტის მიერ გაზისა და ატომური ენერგიის მწვანე ენერგიის წყაროებად აღიარებას გარემოსდამცველი ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან

6 ივლისს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭრა ატომური ენერგიის და ბუნებრივი გაზის ჩართვას მდგრადი საქმიანობების ტაქსონომიაში, რაც მდგრადი ინვესტიციების დასაშვები სფეროებს განმსაზღვრელი დოკუმენტია. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კამათი და წინააღმდეგობა გარემოს დამცველი ორგანიზაციებისა და მწვანე პარტიებისგან, რომელთა აზრითაც გაზის ჩართვა მწვანე ტაქსონომიაში გაზრდის სათბური აირების გაფრქვევებს და რუსეთს გაუჩენს გაზის გაზრდილი გაყიდვებით დამატებით შემოსავლებს. სინამდვილეში, უკრაინის ომის ფონზე, ეს სიახლე შეიძლება გაგებულ-იქნას როგორც ...

Read More »

„ინვესტორი რომ ხედავს ქვეყანა ენერგოდეფიციტურია და ეს კიდევ უფრო იზრდება, არ შემოვა!“ – ვახტანგ ჭარაია

„ევროკავშირს გაცხადებული აქვს, რომ წლების შემდეგ უარს იტყვის არამწვანე ენერგიის მიღებაზე ანუ არც აწარმოებს და არც იყიდის, საქართველოს სწორედ ბუნებრივი უპირატესობა აქვს ამ მხრივ, სადაც მოთხოვნაც გაჩნდა და არ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა – არასწორი იქნება. საქართველოს ექნებოდა ევროკავშირთან სათქმელი, რომ ელექტროენერგიის დივერსიფიცირებას თვითონ ახდენს“, — ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორმა, პროფესორმა, თსუ–ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ, გიორგი აბაშიშვილის საავტორო გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი“ ...

Read More »

ენერგოკრიზისის გამო საფრანგეთი უდიდესი ბირთვული კომპანიის ნაციონალიზაციას აპირებს

ევროპის ყველაზე მძიმე ენერგოკრიზისთან გასამკლავებლად, საფრანგეთის მთავრობა ბირთვული ენერგიის მწარმოებლის, Electricite de France-ის (EDF), ნაციონალიზაციას აპირებს. კომპანია ფინანსურად რთულ მდგომარეობაშია. “კლიმატის საგანგებო მდგომარეობა მოითხოვს გადამწყვეტ და რადიკალურ გადაწყვეტილებებს. უნდა გვქონდეს სრული კონტროლი წარმოებასა და ჩვენს ენერგეტიკულ მომავალზე. უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი ომის შედეგებისა და მომავალი გამოწვევების ფონზე. დღეს ვადასტურებ სახელმწიფოს განზრახვას, ფლობდეს EDF-ის კაპიტალის 100%-ს”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა პარლამენტში ...

Read More »

არის თუ არა კარგი დრო ენერგოკომპანიების აქციების შესაძენად

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ენერგეტიკული კომპანიების აქციები ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. უკრაინაში ომმა, ნავთობის მიწოდების შეზღუდვამ და მზარდმა ინფლაციამ საწვავი მკვეთრად გააძვირა, მაგრამ ხალხს სხვა არჩევანი არ აქვს – საწვავში მაღალი ფასი უნდა გადაიხადოს. შესაბამისად, მოიმატა ენერგოკომპანიების აქციების ფასმაც და მათ ზრდის რესურსი ჯერ კიდევ აქვთ. გაძვირების მიუხედავად, ენერგეტიკა S&P 500-ის ინდექსის შემადგენლობაში მაინც ერთ-ერთ იაფ სექტორად რჩება. ასე რომ, აქციების ...

Read More »

ჩინეთი, გერმანია, იტალია – რომელი ქვეყნები აგრძელებენ რუსული ენერგორესურსების შესყიდვას

მიუხედავად არაერთი სანქციისა თუ დასავლეთის მიერ იმპორტის შეზღუდვისა, რუსეთმა უკრაინაში შეჭრიდან 100 დღეში 97.7 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო წიაღისეული საწვავის ექსპორტით, 1 დღეში საშუალო შემოსავალი კი 977 მილიონი დოლარი იყო. ეს შემოსავალი მნიშვნელოვან როლს თამაშობს რუსეთის სამხედრო აგრესიის დაფინანსებაში. ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც რუსული ენერგომატარებლების შესყიდვას აგრძელებენ, შემდეგნაირად გამოიყურება: წყარო: Centre for Research on Energy and Clean Air (CREA).   ...

Read More »
უკრაინაში ქვანახშირის დეფიციტია

ინდოეთმა რუსული ქვანახშირი ჩინური იუანით იყიდა

ცემენტის უმსხვილესმა ინდურმა მწარმოებელმა UltraTech Cement-მა რუსეთს ნახშირის საფასური იუანებში (ჩინეთის ვალუტა) გადაუხადა, იუწყება Reuters. სააგენტოს მიერ განხილული საბაჟო დოკუმენტების მიხედვით, კომპანიამ რუსული მწარმოებლის SUEK-ისგან 157 000 ტონა ნახშირი იყიდა და მიაწოდა ინდოეთს. ტვირთის ღირებულება შეფასებულია 172 652 900 იუანად (25,81 მილიონი დოლარი). სააგენტოს წყაროს თქმით, გაყიდვა მოაწყო SUEK-ის დუბაიში დაფუძნებულმა სამმართველომ. მათივე თქმით, არსებობენ სხვა კომპანიებიც, რომლებმაც შეკვეთები გასცეს ...

Read More »

„ჩვენ ორივე ვსარგებლობთ!“ – ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინიდან ელექტროენერგიის იმპორტზე

უკრაინამ ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი განცხადებით, ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. „ევროკავშირთან ჩვენი დაახლოების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა – უკრაინამ დაიწყო ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ექსპორტი ევროკავშირის ტერიტორიაზე, რუმინეთში. ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. ვემზადებით მიწოდების გაზრდისთვის. ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ საექსპორტო შემოსავლის საკითხი, ეს არის მთელი ევროპის უსაფრთხოების საკითხი“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ...

Read More »

აზერბაიჯანის დელეგაციის ვიზიტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, აზერბაიჯანის აგრარული მომსახურების სააგენტოს, აზერბაიჯანის ვეტერინარული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების ბაქოს ოფისის (DRTO) წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. „შეხვედრაზე სასაზღვრო საკითხებში ვეტერინარული ჯანდაცვის მიმართულებით საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა დელეგაციის წევრებს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ევროკავშირთან ინტეგრაციის ...

Read More »

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ შეზღუდა ქვეყნის მთავრობის უფლებამოსილება ემისიების შემცირებასთან დაკავშირებით

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ შეზღუდა ქვეყნის მთავრობის უფლებამოსილება ემისიების შემცირებასთან დაკავშირებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით, აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტომ დაკარგა სათბურის გაზების ემისიების შესამცირებლად გარკვეული ძალაუფლება. დასავლური მედიის ცნობით, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს საეტაპო გადაწყვეტილება წარმოადგენს მთავარ ჩავარდნას პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კლიმატის გეგმებში. აშშ-ში გარემოსდაცვითი კამპანიის წარმომადგენლები დადგენილებას შეშფოთებით გამოეხმაურნენ და „სასამართლოს გადამეტება“ უწოდეს. 6 ხმით 3-ის წინააღმდეგ, სასამართლომ მხარი დაუჭირა კონსერვატიულ შტატებს და ...

Read More »