პოლიტიკა

„სოფელ ცდოში ახალი პროექტით ის პრობლემა იხსნება, რაც მოსახლეობას აწუხებს“

„სოფელ ცდოში ახალი პროექტით ის პრობლემა იხსნება, რაც მოსახლეობას აწუხებს“

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ ყაზბეგის რაიონის სოფელ ცდოში ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის და ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია ადგიობრივი მოსახლეობის პროტესტის მიზეზი, რადგან წლების განმავლობაში სწორედ ამ სოფელზე გადიოდა მაღალი ძაბვის ელქტროგადამცემი ხაზები. ახალი პროექტით კი ეს ელექტროგადამცემი ხაზები სფლისგან მოშორებით გადადის. “ცდოში ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის, ძალიან ...

Read More »
წელს, "გროს ენერჯი ჯგუფის" პროექტებით 32 მცირე ჰესის მშენებლობა დაიწყება

წელს, “გროს ენერჯი ჯგუფის” პროექტებით 32 მცირე ჰესის მშენებლობა დაიწყება

2016 წლის ბოლომდე “გროს ენერჯი ჯგუფის” პროექტებით 32 მცირე ჰესის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ “ბიზნესკონტაქტს” კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ანგული ტყებუჩავამ განუცხადა. მისი განმარტებით, 32 მცირე ჰესის აშენებამდე “გროს ენერჯი ჯგუფმა” ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები განახორციელა და ამჟამად, ეს დოკუმენტები განსახილველად ენერგეტიკის სამინისტროს აქვს. “დოკუმენტების განხილვა ალბათ, უახლოეს დღეებში დასრულდება და პროექტების განვითარების მეორე ეტაპი – მშენებლობის მემორანდუმების გაფორმება დაიწყება. ამ 32 პროექტის ...

Read More »
გურჯაანი-თბილისის ავტომაგისტრალზე 20-ტონიანი ბენზინმზიდი ამოტრიალდა

გურჯაანი-თბილისის ავტომაგისტრალზე 20-ტონიანი ბენზინმზიდი ამოტრიალდა

გურჯაანი-თელავი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ვეჯინთან 20-ტონიანი საწვავით სავსე ბენზინმზიდი ამოტრიალდა. როგორც შემთხვევის ადგილიდან 2030.news-ის რეგიონული კორესპონდენტი იუწყება, დაშავებულები არ არიან, თუმცა არსებობს აალების საფრთხე, რადგან საწვავი მაგისტრალზე იღვრება. მაგისტრალი პატრულისა და სამაშველო სამსახურის ბრიგადებს გადაკეტილი აქვთ. როგორც გურჯაანის სამაშველო სამსახურის უფროსი გიორგი გეთიაშვილი აცხადებს, ბენზინმზიდის ამოტრიალების მიზეზი ჯერ უცნობია. მისივე ინფორმაციით, მანქანა „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ ეკუთვნის. წყარო: 2030.news

Read More »
"გროს ენერჯი ჯგუფი": საქართველოში ჰიდროენერგეტიკული პროექტების ინჟინრების დეფიციტია

“გროს ენერჯი ჯგუფი”: საქართველოში ჰიდროენერგეტიკული პროექტების ინჟინრების დეფიციტია

„გროს ენერჯი ჯგუფის“ გენერალური დირექტორის ანგული ტყებუჩავას განცხადებით, საქართველოში ჰიდროენერგეტიკული პროექტების ინჟინრების დეფიციტია. როგორც “ბიზნესკონტაქტს” ანგული ტყებუჩავამ განუცხადა, კომპანიას სპეცილიასტების მოძიება უჭირს და ამიტომ საკუთარი ხარჯებით კადრების გადამზადებას ახორციელებს და 2011 წლიდან დღემდე 12 ახალგაზრდა გეოლოგი გადაამზადა. “ძალიან რთული სიტუაციაა კადრებთან დაკავშირებით. მათ მომზადებაში გარკვეული წყვეტა მოხდა. ჩვენ მზად ვართ, რომ დღეს კარგი სპეციალისტი მივიღოთ და მაღალი ანაზღაურება გადავუხადოთ. მაგალითად, ...

Read More »
პრემიერი: საქართველო მიესალმება კორეული K Water-ის განხორციელებულ ინვესტიციებს

პრემიერი: საქართველო მიესალმება კორეული K Water-ის განხორციელებულ ინვესტიციებს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ჩუნგ უი ჰვას შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაზე საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს შეეხო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, ასევე თბილისში წყალდიდობის დროს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების პოტენციალი დიდია, რასაც ხელს შეუწყობს კორეის რესპუბლიკის ...

Read More »
აშშ ირანისგან "მძიმე წყალს" ყიდულობს

აშშ ირანისგან “მძიმე წყალს” ყიდულობს

აშშ ირანისგან “მძიმე წყალს” ყიდულობს. “ბიბისის” ცნობით, საუბარია 32 ტონა ე.წ მძიმე წყალზე, რაც ბირთვული რეაქტორებისთვის გამოიყენება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, “მძიმე წყალში” 8.6 მილიონი დოლარის გადახდა იგეგმება და ამის მიზანს ირანის დახმარება წარმოადგენს, რათა მან შეასრულოს გასულ წელს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ირანისგან ნაყიდ “მძიმე წყალს” სამეცნიერო მიზნებისთვის გაყიდიან. წყარო: allnews.ge

Read More »
ნავთობის და გაზის კორპორაციამ ევროობლიგაციების რეფინანსირება გააკეთა

ნავთობის და გაზის კორპორაციამ ევროობლიგაციების რეფინანსირება გააკეთა

სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ განაცხადა, რომ 2012 წელს ლონდონის საფონდობირჟაზე განთავსებული $250 მლნ-ის ღირებულებისევროობლიგაციების რეფინანსირება განახორციელა. ახალი ევროობლიგაციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსდა2016 წლის 19 აპრილს. ფასიანი ქაღალდების ვადიანობა შეადგენს 5წელს (დაფარვის თარიღი 2021 წლის 26 აპრილი), შემოსავლიანობა – 7,00%-ს, ხოლო გადასახდელი წლიური საპროცენტო განაკვეთი, ე.წ. “კუპონი“ – 6,75 %-ს. ევროობლიგაციების განთავსებას წინუსწრებდა“ როუდ შოუები“ დიდ საფინანსო ცენტრებში, რომელიცკორპორაციის ...

Read More »
რონი სოლბერგი: ჩვენ მიერ დაგეგმილი 70-ზე მეტი სოციალური პროექტი წარმატებით ხორციელდება

რონი სოლბერგი: ჩვენ მიერ დაგეგმილი 70-ზე მეტი სოციალური პროექტი წარმატებით ხორციელდება

რონი სოლბერგი: ,,გრძელვადიანი განვითარების მისაღწევად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად განხორციელდეს პროექტები, რომლის მიზანიც ქვეყნის, რეგიონის, საზოგადოების მდგრადი განვითარება იქნება.“ კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯიას” აღმასრულებელმა დირექტორმა რონი სოლბერგმა, დღეს, თბილისი მარიოტში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო. კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯია” ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია საქართველოში და შუახევიჰესის ჰიდროენერგო პროექტს ახორციელებს მაღალმთიან აჭარაში. განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 416 მილიონ ...

Read More »
რატომ დააჯარიმეს ჯორჯიან მანგანეზი – გადასახადების დამალვა თუ შემოსავლების სამსახურის შეცდომა

რატომ დააჯარიმეს ჯორჯიან მანგანეზი – გადასახადების დამალვა თუ შემოსავლების სამსახურის შეცდომა

შემოსავლების სამსახური ჯორჯიან მანგანეზს 200 მილიონი ლარის გადახდას აკისრებს უმსხვილესმა ექსპორტიორმა კომპანიამ, ჯორჯიან მანგანეზმა ხელისუფლებასთან დავა წააგო. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების პოზიცია გაიზიარა და კომპანია “ჯორჯიან მანგანეზს” 200 მილიონი ლარის მოცულობის ჯარიმა დააკისრა. საუბარია, რამდენიმე თვის წინ დაწყებულ შპს “ჯორჯიან მანგანეზსა” და შემოსავლების სამსახურს შორის სამართლებრივ დავაზე. დავის საგანს წარმოადგენს რამდენიმე საკითხი. მათ შორის, კვებაზე, შლამზე და წიდაზე ...

Read More »
ხუდონჰესის პროექტის დაწყების ვადები კვლავ გაურკვეველია

ხუდონჰესის პროექტის დაწყების ვადები კვლავ გაურკვეველია

ხუდონჰესის პროექტის დაწყებამდე ენერგეტიკის სამინისტროსა და ინვესტორ კომპანია „ტრანს ელექტრიკას“ შორის სატარიფო პოლიტიკაა შესათანხმებელი. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, სამინისტრო ტარიფებთან დაკავშირებით ახალ მიდგომაზე მუშაობს, რასაც ინვესტორებს გააცნობს. “ჯერ არ არის დასრულებული ტარიფებთან მიმართებაში ახალი მიდგომა, რომელიც საკმაოდ საინტერესო იქნება და ამის შემდეგ უკვე გადავალთ დეტალურ მოლაპარაკებებზე ყველა კონკრეტულ კომპანიასთან, ვისაც ახალი პროექტების განხორციელების სურვილი აქვს”, – განაცხადა კალაძემ. ...

Read More »