ნავთობის და გაზის კორპორაციამ ევროობლიგაციების რეფინანსირება გააკეთა

ნავთობის და გაზის კორპორაციამ ევროობლიგაციების რეფინანსირება გააკეთა

სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ განაცხადა, რომ 2012 წელს ლონდონის საფონდობირჟაზე განთავსებული $250 მლნ-ის ღირებულებისევროობლიგაციების რეფინანსირება განახორციელა.

ახალი ევროობლიგაციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსდა2016 წლის 19 აპრილს. ფასიანი ქაღალდების ვადიანობა შეადგენს 5წელს (დაფარვის თარიღი 2021 წლის 26 აპრილი), შემოსავლიანობა – 7,00%-ს, ხოლო გადასახდელი წლიური საპროცენტო განაკვეთი, ე.წ. “კუპონი“ – 6,75 %-ს. ევროობლიგაციების განთავსებას წინუსწრებდა“ როუდ შოუები“ დიდ საფინანსო ცენტრებში, რომელიცკორპორაციის მენეჯმენტმა დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში გამართა.

„ევროობლიგაციების რეფინანსირება საშუალებას მისცემს სს“საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას” გააძლიეროსმაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაცია და ასევე ახალიკომბინირებული ციკლის თბოსადგურებისა და მიწისქვეშა გაზსაცავისპროექტების განვითარება“, -ნათქვამია კორპორაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

Leave a Reply