პოლიტიკა

ინდოეთი რუსული ნახშირის ფასს აზიური ვალუტით იხდის

ინდური კომპანიები სულ უფრო ხშირად იყენებენ აზიურ ვალუტებს რუსული ქვანახშირის იმპორტის გადასახდელად, თავიდან იცილებენ აშშ დოლარს და ამცირებენ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების დარღვევის რისკს. ამის შესახებ Reuters-ი საბაჟო დოკუმენტებისა და ბაზრის წყაროზე დაყრდნობით წერს. Reuters ადრე ავრცელებდა ინფორმაციას ინდური ნახშირის მასიური გარიგების შესახებ, რომელიც მოიცავს ჩინურ იუანს, მაგრამ საბაჟო მონაცემები ხაზს უსვამს იმას, რომ არადოლარიანი ანგარიშსწორებები ჩვეულებრივი ხდება. გამოცემის ინფორმაციით, უკრაინაში ...

Read More »

აშშ რუსეთს მოუწოდებს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სრული კონტროლი უკრაინას დაუყოვნებლივ დაუბრუნოს

აშშ რუსეთს მოუწოდებს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სრული კონტროლი უკრაინას დაუყოვნებლივ დაუბრუნოს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა. „ატომური სადგურის სიახლოვეს ბრძოლა სახიფათო და უპასუხისმგებლობაა. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, სრული კონტროლი დაუბრუნოს უკრაინას და მხარი დაუჭიროს უკრაინის მოწოდებებს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შესახებ“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

Read More »

რუმინეთმა ბირთვული კატასტროფის პრევენციის ფარგლებში მოლდოვას იოდიდის აბები გადასცა

რუმინეთმა მოლდოვას კალიუმის იოდის მილიონზე მეტი აბი გადასცა. ოფიციალური კიშინოვი ზაპოროჟიეს ბირთვულ კატასტროფას უფრთხის. ინფორმაციას Newsmaker ავრცელებს. ქვეყანაში კალიუმის იოდიდის ხელმისაწვდომობას მოლდოვის ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული სააგენტო წამალს თავის განყოფილებებს დაურიგებს. ამასთან, სამინისტრო ირწმუნება, რომ ქვეყანაში რადიაციული საფრთხე არ არსებობს. უწყება მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. მანამდე კიშინოვის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა, ბორის გილკამ Facebook-გვერდზე ...

Read More »

რუსეთს შეუძლია ისტორიაში ყველაზე დიდი რადიაციული ავარიის პროვოცირება ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთს შეუძლია ისტორიაში ყველაზე დიდი რადიაციული ავარიის პროვოცირება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. „თუ საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა ჩერნობილის კატასტროფისა და მისი სრული შედეგების დამალვას, მაშინ რუსეთის ხელისუფლება ბევრად უფრო ცინიკური და სახიფათოა: ისინი თვითონ აკეთებენ ყველაფერს ბირთვული კატასტროფის რისკის მაქსიმალურად გაზრდისთვის და ატყუებენ მთელ მსოფლიოს, რომ სხვა არის დამნაშავე“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.  მან ხაზგასმით აღნიშნა, ...

Read More »

ევროკავშირი სწრაფ რეაქციას მოელის ირანის ბირთვულ პროგრამაზე გარიგების “საბოლოო ტექსტზე”

ევროპის კავშირმა განაცხადა, რომ, როგორც ჩანს, შეერთებულ შტატებსა და ირანს „ძალზე სწრაფად“ ექნებათ რეაქცია „საბოლოო ტექსტზე“, რომლის მიზანია განაახლოს თეირანსა და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის შეთანხმება ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე. საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის ლიდერმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ 25-გვერდიანი პროექტი ყველა მხარეს დაეგზავნა გადაწყვეტილების მისაღებად. ბორელის პრესსპიკერმა პეტერ სტანომ 9 აგვისტოს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტექსტი საბოლოოა და „ახლა არის ...

Read More »
მსოფლიოში უდიდესი ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია გაკოტრებულია

ავსტრალია უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით ქვანახშირს აწვდის

უკრაინაში ქვანახშირის პირველი 39 ვაგონი ჩავიდა, რომელსაც ავსტრალიის მთავრობა ჰუმანიტარული დახმარების სახით უზრუნველყოფს. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ 9 აგვისტოს განაცხადა. “დღეს G კლასის ავსტრალიური ქვანახშირით პირველი 39 ვაგონი გადმოიტვირთება. სულ უკრაინას 79000 ტონა ქვანახშირი უნდა მიეწოდოს, რომელიც ავსტრალიის მთავრობის ჰუმანიტარული დახმარების ნაწილია”, – ნათქვამია განცხადებაში. ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ ნახშირის პირველი პარტია “Центрэнерго”-ს ერთ-ერთ საწარმოს გადაეცა. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან ...

Read More »

ევროკავშირმა და ბრიტანეთმა რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი შეწყვიტეს

ევროკავშირმა და ბრიტანეთმა რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი შეწყვიტეს. ემბარგო ძალაში 10 აგვისტოდან შევიდა, რომელიც უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას უკავშირდება. ევროკავშირის ემბარგო რუსული ქვანახშირის იმპორტზე შეტანილი იყო სანქციების მეხუთე პაკეტში, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში დამტკიცდა. გადაწყვეტილების თანახმად, აგვისტოდან აკრძალული იქნება ნახშირისა და სხვა მყარი წიაღისეული საწვავის შესყიდვა, იმპორტი ან ტრანსპორტირება ევროკავშირში, თუ მათ ექნებათ რუსული წარმომავლობა ან ექსპორტირებულია რუსეთიდან. ევროპული ემბარგოს დაწესება რუსეთისთვის წელიწადში დაახლოებით რვა ...

Read More »

თეთრი სახლი რუსეთს უკრაინის ბირთვული ობიექტების გარშემო სამხედრო ოპერაციების შეწყვიტისკენ მოუწოდებს

თეთრი სახლი მოუწოდებს რუსეთს, უკრაინის ბირთვული ობიექტების გარშემო ყველა სამხედრო ოპერაცია შეწყვიტოს. ამის შესახებ BBC-ი წერს. როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, ატომურ სადგურებთან საბრძოლო მოქმედებები სახიფათოა და ობიექტებზე სრული კონტროლი უკრაინას უნდა დაუბრუნდეს. „აშშ აგრძელებს დაწესებულებაში სიტუაციის მონიტორინგს და საბედნიეროდ, რადიაციის ზრდის ან უჩვეულო დონის ნიშნები არ გვაქვს“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

Read More »

ირანი: ბირთვული შეთანხმების ტექსტის ‘საბოლოო’ ვარიანტს განვიხილავთ, რომელიც EU-მ მოამზადა

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თეირანი ბირთვული შეთანხმების ტექსტის „საბოლოო“ ვარიანტს განიხილავს, რომელიც ევროკავშირმა მოამზადა. ინფორმაციას ირანული სამთავრობო პრეს-სააგენტო IRNA ავრცელებს. მანამდე ევროკავშირის მაღალჩინოსანმა პრესასთან განაცხადა, რომ ბრიუსელმა შეთანხმების „საბოლოო“ ვარიანტი მოამზადა, რომელიც გადასინჯვას „არ ექვემდებარება“. 2015 წელს დადებული ბირთვული ხელშეკრულების აღსადგენად მოლაპარაკებები ვენაში 11 აგვისტოს განახლდება. ნოემბერში დაწყებული მოლაპარაკებების სერია ჩიხში შევიდა, მას შემდეგ, რაც დოჰაში ამერიკულ და ირანულ დელეგაციებს შორის ...

Read More »

ირანთან ბირთვულ მოლაპარაკებაზე წინსვლას ოპტიმისტურად აფასებენ ევროკავშირის და რუსეთის წარმომადგენლები

ვენაში ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო განახლებული მოლაპარაკების წამყვანმა წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობის მიმართ. ევროკავშირის მთავარმა წარმომადგენელმა ენრიკე მორამ კვირას თქვა, რომ ის „მთლიანად“ ოპტიმისტურად არის განწყობილი მოლაპარაკებაზე პროგრესის მიმართ. „ჩვენ წინ მივდივართ და ველით, რომ მოლაპარაკებებს მალე დავასრულებთ“, – უთხრა 7 აგვისტოს ირანულ მედიას ენრიკე მორამ. რუსეთის ელჩმა მიხაილ ულიანოვმა 7 აგვისტოს თქვა, რომ „3-4 ...

Read More »