პოლიტიკა

კახა კალაძე: გაზპრომის ხელმძღვანელთან შეხვედრის თარიღი ჯერ გადაწყვეტილი არ არის

კახა კალაძე: გაზპრომის ხელმძღვანელთან შეხვედრის თარიღი ჯერ გადაწყვეტილი არ არის

ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერის, კახა კალაძის განცხადებით, “გაზპრომის” ხელმძღვანელთან სამომავლო შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს “გაზპრომთან” დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. “რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუ როდის იქნება სამომავლო შეხვედრა. თუმცა, როცა თარიღი ცნობილი გახდება, თქვენც გეცოდინებათ და საზოგადოებასაც”, – განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება აქციას, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან ...

Read More »
რუსეთი მზადაა ირანთან და აზერბაიჯანთან ერთად, ერთიანი ენერგოსისტემა შექმნას

რუსეთი მზადაა ირანთან და აზერბაიჯანთან ერთად, ერთიანი ენერგოსისტემა შექმნას

რუსეთის ფედერაცია ადასტურებს მზადყოფნას და თავის ინტერესს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა შეიქმნას ერთიანი ენერგოსისტემა რუსეთის ირანის და აზერბაიჯანის მონაწილეობით. ენერგოსისტემების გაერთიანების შესახებ, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ნოვაკმა, რუსეთ-ირანის, რიგით მე-12-ე, სვაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კონფერენციაზე ისაუბრა. როგორც ნოვაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სპეციალური სამუშაო ჯგუფი აღნიშნული ინიციატივის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლას განახორციელებს. კვლევის ძირითადი სამიზნე კი ენერგოსისტემების გაერთიანების ოპტიმალური მეთოდები და ურთიერთჩართვის განვითარების საგზაო რუკა იქნება. ...

Read More »
კახა კალაძე: ხუდონი არის ძალიან რთული, ძალიან მძიმე პროექტი

კახა კალაძე: ხუდონი არის ძალიან რთული და ძალიან მძიმე პროექტი

“ხუდონი” არის ძალიან რთული, ძალიან მძიმე პროექტი, რადგან იმ შემთხვევაში, თუ დავიწყებთ მშენებლობას, ადგილობრივი მოსახლეობის გადასახლება მოგვიწევს, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ “ხუდონჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. “ვმუშაობთ. “ხუდონი” არის ძალიან რთული პროექტი. ძალიან მძიმეა, რადგან ადგილობრივი მოსახლეობის გადასახლება მოგვიწევს იმ შემთხვევაში, თუ დავიწყებთ მშენებლობას, ამიტომ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით და ამ პროექტთან დაკავშირებით დეტალები უახლოეს ...

Read More »
თიბისი კაპიტალის ანგარიში საქართველოს ენერგეტიკის შესახებ

თიბისი კაპიტალის ანგარიში საქართველოს ენერგეტიკის შესახებ

თიბისი ბანკის შვილობილმა კომპანიამ, თიბისი კაპიტალმა საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორის შესახებ სპეციალიზებული კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის საშუალებით პოტენციურ ინვესტორებს საშუალება მიეცემათ,  გაეცნონ ელექტროენერგეტიკის სფეროში ინვესტიციის შესაძლებლობებს, მიიღონ სრული და ამომწურავი ინფორმაცია სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ. კვლევაში დეტალურად არის განხილული ჰიდროენერგეტიკის  დარგის  ზრდისა  და შემდგომი განვითარების შესაძლებლობები; ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ტემპი, ასევე ელექტროენერგიის საბითუმო და სამომხმარებლო ტარიფების დინამიკა; ელექტროენერგეტიკის  მზარდი საექსპორტო შესაძლებლობები  საქართველოს მეზობელ ...

Read More »
ალიევთან ვისაუბრეთ გაზსაცავის მშენებლობაზე რომელიც 2016 წელს გვაქვს დაგეგმილი

ალიევთან ვისაუბრეთ გაზსაცავის მშენებლობაზე რომელიც 2016 წელს გვაქვს დაგეგმილი

5-6 ნოემბერს საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. ამ ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ალიევმა ერთ-ერთი შეხვედრა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ/ვიცე პრემიერ კახა კალაძესთან გამართა, სადაც გაზსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. კითხვაზე, რაზე იყოს საუბარი საქართველოში ვიზიტად მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, კალაძის თქმით, საუბარი იყო ახალ პროექტებზე ელექტოენერგიით ვაჭრობასთან დაკავშირებით. ასევე საუბარი შეეხებოდა საქართველოს ტერიტორიაზე გაზსაცავის მშენებლობას. ...

Read More »
მთავრობა მაქსიმალურად ხელს შეუწყობს იმ რესურსების ათვისებას, რაც ქვეყანას გააჩნია

მთავრობა მაქსიმალურად ხელს შეუწყობს იმ რესურსების ათვისებას, რაც ქვეყანას გააჩნია

ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ კონფერენცია „საქართველოს ენერგეტიკული სექტორი-ევროკავშირისკენ სწრაფვა და ელექტროენერგიით ვაჭრობის მექნიზმი“ გახსნა. „მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს მთავრობის სახელით, მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, რომელიც პროგრამა USAID-ის მეშვეობით უკვე 20 წელზე მეტია ეხმარება ქვეყანას სხვადასხვა დარგების და მათ შორის ენერგეტიკის დარგის განვითარებაში. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა სწორედ USAID-ის ახალი პროექტის “მმართველობა განვითარებისათვის” (G4G) ფარგლებში დაიგეგმა. აღსანიშნავია, რომ ...

Read More »
დავით მირცხულავა: გაზპრომთან მიმართებაში პოლიტიკური ფასის გადახდა არ მოგვიწევს

დავით მირცხულავა: გაზპრომთან მიმართებაში პოლიტიკური ფასის გადახდა არ მოგვიწევს

„გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებზე, დეკემბერში დაგეგმილ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის თემასა და ენერგოუსაფრთხოებაზე „პრაიმტაიმს“ ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, დავით მირცხულავა ესაუბრა: რას ფიქრობთ „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებსა და შეფასებებზე, რომ შესაძლოა, ქვეყანამ დაკარგოს დამოუკიდებლობა? ეს შეფასება გადაჭარბებულია, რადგან მინისტრმა, კახა კალაძემ თავად განმარტა, რას ეხებოდა მოლაპარაკებები; რომ იზრდება ტრანზიტის მოცულობა, რაც შემდეგ, სომხეთის მინისტრმაც დაადასტურა. ბუნებრივია, ჩვენ სატრანზიტო ქვეყანა ვართ, ჩრდილოეთიდან სომხეთში საქართველოს გავლით მიედინება ...

Read More »
დავით საგანელიძე: ენერგეტიკაში ჩვენ ფული არ უნდა ჩავდოთ

დავით საგანელიძე: ენერგეტიკაში ჩვენ ფული არ უნდა ჩავდოთ

ენერგეტიკის სექტორში ჩვენ ფული არ უნდა ჩავდოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბორჯომში გამართულ შეხვედრაზე საპარტნიორო ფონდის დირექტორმა, დავით საგანელიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ენერგეტიკის სექტორი კერძო ინვესტორებისთვის ისედაც საინტერესოა, რის გამოც სახელმწიფომ საკუთარი ფინანსები სხვა დარგების განვითარებაზე უნდა მიმართოს.  საგანელიძემ არ გამორიცხა, რომ სამომავლოდ საპარტნიორო ფონდმა ენერგეტიკული პროექტების თანადაფინანსება შეამციროს და სხვა ტიპის პროექტებით ჩაანაცვლოს. “ენერგეტიკაში ჩვენ ფული არ უნდა ჩავდოთ. ...

Read More »
კახა კალაძე: ილჰამ ალიევთან გაზპრომის თემაზე საუბარი არ ყოფილა

კახა კალაძე: ილჰამ ალიევთან გაზპრომის თემაზე საუბარი არ ყოფილა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე “გაზპრომზე” საუბარი არ ყოფილა. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის სასახლეში განუცხადა. მისი თქმით, საუბარი შეეხო სხვადასხვა ენერგეტიკულ პროექტებს, მათ შორის იმ პროექტებს, რომელსაც საქართველოში “სოკარი” ახორციელებს. “ჩვენ ალბათ ხვალ უკვე ხელს მოვაწერთ მემორანდუმს. ეს არის ელეტროენერგიის ტრანზიტი თურქეთის მიმართულებით. ანუ, შესაძლებლობა გვექნება ქვესადგურების მიერ ...

Read More »
პრეზიდენტი: სატრანზიტო დერეფნის ერთგულება ურთულეს მომენტებშიც ვაჩვენეთ

პრეზიდენტი: სატრანზიტო დერეფნის ერთგულება ურთულეს მომენტებშიც ვაჩვენეთ

მიუხედავად ტერიტორიული მთლიანობის პრობლემისა, საქართველო სატრანტიზო ფუნქციის ერთგული რჩება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრეზიდენტის განმარტებით, ის, რომ საქართველო სატრანზიტო დერეფნის ერთგული პარტნიორია, ურთულეს მომენტებშიც აჩვენა. “მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს რთული ვითარება, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ კი ხორციელდება ოკუპაციის კიდევ უფრო გაღრმავების პოლიტიკა, ყოველთვის ...

Read More »