პოლიტიკა

ინდოეთი კრიპტოვალუტების აკრძალვას გეგმავს

ინდოეთის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტების აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტში, მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი. ცენტრალური ბანკის ინიციატივას მხარს უჭერს ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო, რომელიც კრიპტოაქტივებს მონეტარული და ფისკალური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად მიიჩნევს. „კრიპტოვალუტებს ქვეყნის მონეტარულ და ფისკალურ სტაბილურობაზე დესტაბილიზაციის ეფექტი აქვს. მივიჩნევთ, რომ კრიპტოვალუტები უნდა აიკრძალოს“, – განაცხადა ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა, ნირმალა სითჰარამანმა. მინისტრის განმარტებით, აკრძალვის ეფექტიანად აღსრულებისთვის აუცილებელია საერთაშორისო კოორდინაცია ...

Read More »

“მომავალი ზამთრისთვის გაზის 40%-იანი მიწოდება საკმარისი არ არის – რუსეთი ძალიან დიდ ძალას იყენებს ევროპისა და გერმანიის დასაშანტაჟებლად”

ჩვენ ვერ დავეყრდნობით „გაზპრომის“ მიერ აღებულ ვალდებულებებს, – განაცხადა გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა. „მომავალი ზამთრისთვის გაზის 40%-იანი მიწოდება არ არის საკმარისი. რუსეთი ძალიან დიდ ძალას იყენებს ევროპისა და გერმანიის დასაშანტაჟებლად“, – აღნიშნა რობერტ ჰაბეკმა. გერმანიის ვიცე-კანცლერისა და ეკონომიკის მინისტრის თქმით, გერმანია და ევროკავშირის ქვეყნები მზად უნდა იყვნენ იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი გადაწყვეტს Nord Stream 1-ის გაზსადენის გათიშვას. ტექნიკური სამუშაოების დასრულების ...

Read More »

ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო გაზის მოხმარების შემცირების შესახებ ევროკომისიის გეგმას ეწინააღმდეგება

ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო გაზის მოხმარების შემცირების შესახებ ევროკომისიის გეგმას ეწინააღმდეგება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ევროკავშირის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 20 ივლისს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე 27 წევრი სახელმწიფოდან, სულ მცირე, 12-მა შეშფოთება გამოთქვა ევროკომისიის გეგმასთან დაკავშირებით. დაპირისპირების მთავარი საგანია, უნდა ჰქონდეს თუ არა ევროკავშირს უფლებამოსილება, სავალდებულო გახადოს გაზის მოხმარების შემცირება. დანია, საფრანგეთი, ირლანდია, ...

Read More »

უკრაინა დავით იაკობაშვილის Petrocas Energy Group-ის სანქცირებაზე მუშაობას იწყებს

უკრაინულ პლატფორმის „ომი და სანქციების“  ბაზაში  კომპანია „პეტროკასი“ და მისი მფლობელი, დავით იაკობაშვილი დაემატა. სანქციების ბაზაში დამატება ნიშნავს, რომ უკრაინა კომპანიისა და მისი მფლობელისთვის სანქციების დაწესებაზე მუშაობას იწყებს. ამ დროისთვის დავით იაკობაშვილის ბიზნესზე უკრაინის სანქციები არ ვრცელდება. პლატფორმა „ომი და სანქციები“ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული ბიუროს მხარდაჭერით შეიქმნა. 2022 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულმა ნავთობპროდუქტების გიგანტმა ...

Read More »

დიდი ბრიტანეთი რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს, რომელიც ქვანახშირსა და ნავთობასც შეეხება

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთიდან ოქროს იმპორტი აკრძალა. უკრაინაში შეჭრის გამო, გაერთიანებული სამეფოს მიერ რუსეთისთვის დაწესებული ახალი სანქციები ეხება ქვანახშირს და ნავთობსაც. პირველის იმპორტი 10 აგვისტოდან აიკრძალება, მეორის კი – 31 დეკემბრიდან. იკრძალება ამ საქონლის ტექნიკური, ფინანსური და საშუამავლო მომსახურებაც. წინა ჯერზე, 23 ივნისს, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ აკრძალა რუსეთისთვის საავიაციო საწვავის და ნავთობის გადამუშავებასთან დაკავშირებული საქონლის და ტექნოლოგიების და ეროვნული ვალუტის, ...

Read More »

“რუსეთი გვაშანტაჟებს, რუსეთი ენერგიას იარაღად იყენებს – ევროპა მზად უნდა იყოს”

რუსეთი გვაშანტაჟებს, რუსეთი ენერგიას იარაღად იყენებს – ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ეს რუსული გაზის მიწოდების ნაწილობრივი თუ სრული შეწყვეტა, ევროპა მზად უნდა იყოს, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა. „რუსეთი გაზს იარაღად იყენებს. ჩვენ უნდა მივმართოთ ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ევროკავშირის დონეზე. პანდემიიდან ვისწავლეთ, რომ თუ ერთიანად ვიმოქმედებთ, შეგვიძლია გადავჭრათ ნებისმიერი კრიზისი. მოდით ვიმოქმედოთ ერთად, რათა შევამციროთ გაზის მოხმარება და შევქმნათ ...

Read More »

პუტინი: ზამთარი გრძელი გამოდგა, ქარი არ იყო და მორჩა

„ენერგეტიკის ფასები გაიზარდა დასავლეთის პოლიტიკის გამო“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანში ვიზის დროს განაცხადა. პუტინის მტკიცებით, დასავლეთში ენერგოკრიზისი გაზპრომის გამოწვეული არაა და ეს მათი ენერგოპოლიტიკის ბრალია. „ისინი არატრადიციული ურთიერთობების დიდი სპეციალისტები არიან. აი, ენერგეტიკის სფეროშიც გადაწყვიტეს ფსონი ენერგიის არატრადიციულ ფორმებზე დაედოთ: მზის, ქარის ენერგია. ზამთარი გრძელი აღმოჩნდა. ქარი არ იყო და მორჩა“, – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. რუსეთის ლიდერმა ...

Read More »

თურქეთს რუსულ ენერგორესურსებზე ლირაში ანგარიშსწორება სურს

თურქეთს სურს უარი თქვას დოლარით ანგარიშსწორებაზე  რუსეთის ენერგორესურსების შეძენისას და გადავიდეს ეროვნულ ვალუტაზე (ლირაზე), იუწყება Bloomberg. ერთ-ერთი თურქი ჩინოვნიკის თქმით, ანკარას სურს უარი თქვას დოლარზე რუსეთთან ანგარიშსწორებისას და, როგორც ვარიანტი, შესთავაზოს ლირა. რუსეთს, თავის მხრივ, შეუძლია გამოიყენოს თურქული ვალუტა თურქეთიდან საქონლისა და მომსახურების გასატანად. გარდა ამისა, გამოცემის ერთ-ერთი წყარო ირწმუნება, რომ ქვეყნებს შეუძლიათ რუბლის გამოყენება გადახდებში. როგორც გამოცემა აღნიშნავს, რუსეთი ...

Read More »

რუსეთის მიერ გაზის შეწყვეტის საფრთხის გამო, ევროკავშირი წევრ ქვეყნებს მოხმარების 15%-ით შემცირებას შესთავაზებს

რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტის საფრთხის საფუძველზე, ევროკავშირი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ მომავალი თვიდან, ბუნებრივი აირის მოხმარება 15%-ით ნებაყოფლობით შეამცირონ. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, ეს მიზანი გათვალისწინებული იქნება რეგულაციაში, რომელიც თან ახლავს გაზის დაზოგვის გეგმას, რომელსაც ევროკომისია ოთხშაბათს გამოაქვეყნებს. გადაწყვეტილების საფუძველზე კომისია შეძლებს გაზის მიწოდების მწვავე დეფიციტისა ან მოთხოვნის ზრდის მნიშვნელოვანი რისკის დროს, ქვეყნის მასშტაბით გაფრთხილება გამოაცხადოს. ...

Read More »

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მემორანდუმი გააფორმეს

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის თანახმად, ყოველწლიურად, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის „ელექტროობა“ სტუდენტები გაივლიან პროფესიულ საგანმანათლებლო პრაქტიკულ კურსს სსე-ის სასწავლო ცენტრსა და ახალციხის ქვესადგურში. სასწავლო პრაქტიკა განხორციელდება ორი მიმართულებით: „ელექტროტექნიკური მასალები“ და „პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერების პროგრამირება“. სტუდენტთა ჯგუფებს მიეცემათ შესაძლებლობა ისარგებლონ კომპანიის მატერიალურ-ტექნიკური რესურსით, გაეცნონ ...

Read More »