პოზიცია

„დამატებით 1 მლრდ კილოვატსაათი საკუთარი ენერგიის წარმოება ნიშნავს პლუს 100 მლნ აშშ დოლარს ჩვენს ეკონომიკაში“

„ნებისმიერი ჰიდროელექტროსადგური, დიდი, საშუალო თუ მცირე, უნდა აშენდეს ტექნიკურად, სოციალურად და გარემოს დაცვითი თვალსაზრისით სწორად. ის რაც ხშირად გვესმის, რომ ჰესების მშენებლობა არ გვინდა და ა.შ. ეს არის არასწორი მიდგომა და ამაზე, პირველ რიგში, მთავრობამ უნდა მისცეს მკაფიო განმარტება საზოგადოებას“, – ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეოს საბჭოს წევრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა. ნოღაიდელის თქმით, არცერთი ენერგეტიკული პროექტი არ უნდა ...

Read More »

“ვერავინ შეძლებს ელექტროენერგიის ბიზნესში ზემოგების მიღებას” – ზურაბ ნოღაიდელის ბლოგი

ავტორი: ზურაბ ნოღაიდელი, “ელ გრინის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ჩემს ახალ პოზიციაზე2015 წელს, როდესაც კომპანია “ელ გრინი” დაფუძნდა, ჩვენი მთავარი ფუნქცია ტრანსსასაზღვრო ელექტროენერგიით ვაჭრობაში მონაწილეობა იყო, რაც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტის ორგანიზაციულ უზრუნველყოფაში გამოიხატებოდა. მას შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის საჭიროებამ იმატა და სადღეისოდ კომპანიის მთავარი ბიზნესმიმართულება უკვე საქართველოში ენერგიის იმპორტის ფუნქციაა. თუმცა, სატრანზიტო მიმართულება კვლავ აქტუალურია და იმედი გვაქვს, ...

Read More »
პაატა ცინცაძე: ჩემი ღრმა რწმენით გაზპრომთან საუბარი აბსოლუტურად სწორი ნაბიჯია

“ჰიდრორესურსების ათვისების მსოფლიო გამოცდილება ცალსახად მეტყველებს, რომ საქართველომ ეს რესურსი უნდა აითვისოს”

ჰიდრორესურსების ათვისების მსოფლიო გამოცდილებაც ცალსახად მეტყველებს, რომ საქართველომ უნდა აითვისოს ეს რესურსი, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის წევრმა პაატა ცინცაძემ განაცხადა. ის მაგალითად შვეიცარიას ასახელებს და აცხადებს, რომ „შვეიცარიაში, რომელიც ტერიტორიით ჩვენზე მცირე ქვეყანაა და მისაბაძია უამრავი მიმართულებით, დღეს ერთ-ერთი უდიდესი ჰიდროენერგეტიკული ქვეყანაა და მისი ჰესების ჯამური სიმძლავრე 35000 მეგავატია, 10-ჯერ მეტი ვიდრე ჩვენს ჰესებს გააჩნია“. მისივე განცხადებით, ასევეა ავსტრიაში, ...

Read More »

“ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე რასაც ნიშნავს, ნანახი გვაქვს – ეს არის მთავარი პოლიტიკური იარაღი ოკუპანტის ხელში”

„მინდა ძალიან მარტივი და გასაგები ენით ავხსნა, თუ რა დევს ახლა სასწორზე ნამახვანში. მთელი ამ პიარკამპანიის დედააზრი, რასაც განსაკუთრებით ოპოტელევიზიები ამ დღეებში გადმოცემენ, არის მიმართული არა ამ პრობლემის მოგვარებისაკენ, არამედ პირიქით, კიდევ უფრო დიდი ჩიხისაკენ, იყენებენ რა ამ პროტესტში ჩართულ გულწრფელ ადამიანთა გრძნობებზე მანიპულაციების მთელ არსენალს“, – ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ნამახვანში მიმდინარე მოვლენებს, სადაც მოსახლეობა ნამახვანჰესის მშენებლობას ...

Read More »

“წარმოვიდგინოთ ჩვენი ქვეყანა, მისი ენერგეტიკა და ეკონომიკა “ენგურჰესის” გარეშე”

ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ჰესებს შეეხება. ხშირად ისმის ხოლმე ჰესების მშენებლობის დროს ავარიების და ინციდენტების შემთხვევები – რაც ნამდვილად იყო, ამას ვერავინ უარყოფს. ასე იყო “შუახევი ჰესის”, “მესტიაჭალაჰესის”, “ბახვი ჰესის” და ასე შემდეგ შემთხვევებში. ორი აზრი არაა იმაზე, რომ ყველა ეს შემთხვევა უნდა იქნას კარგად შესწავლილი და შესაბამისი დასკვნები გაკეთებული, იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ნაგებობების საიმედოობა და უსაფრთხოება პროექტირების, ...

Read More »

„ნამახვანჰესის” ირგვლივ დაუსრულებელი ხმაური უარყოფითად აისახება საინვესტიციო გარემოზეც“

“მოგეხსენებათ, რომ არ გვიდგას საქართველოში ინვესტორების რიგები, არა მარტო ენერგეტიკაში, არამედ საერთოდ არცერთ დარგში. „ნამახვანჰესის“ ირგვლივ დაუსრულებელი ხმაური  უარყოფითად აისახება საინვესტიციო გარემოზეც“, – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ბიზნესთაიმს“ ენერგეტიკოსმა გიორგი არაბიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ქვეყანა პრაქტიკულად სანთლით ეძებს ინვესტორს. „კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ეს პროექტი არის მისაღები უნდა აშენდეს, რომ არ დავაფრთხოთ ინვესტორები. მსგავსი სიტუაციები ძალიან ცუდად იმოქმედებს საქართველოს საინვესტიციო ...

Read More »

“ჭრაქის შუქზე ვიდრე შევთანხმდებით, ერთი კვირა სინათლეს ნუ ავანთებთ სახლებში და ზუსტად გვეცოდინება, რა გველოდება”

არ ვარ წინააღმდეგი, რომ ჭრაქის შუქს დავუბრუნდეთ, თუ მთელი ერი ამაზე შეთანხმდება. სწორედ ჭრაქის შუქზეა შექმნილი თითქმის ყველა გენიალური ქმნილება, რაც ჩვენი საგანძურია. მაგრამ, სანამ ამაზე შევთანხმდებით, ერთი კვირა სინათლეს ნუ ავანთებთ სახლებში და ზუსტად გვეცოდინება, რა გველოდება, – ამის შესახებ „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ირაკლი იაშვილი აღნიშნავს, თუ არ აშენდება წყალსაცავიანი ჰესები, ვერ ...

Read More »

“ქვეყნის ენერგეტიკის მომავალი ნამახვანზე გადის”

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, დღეს ნამახვანჰესზე გადის ქართული ენერგეტიკის განვითარების მომავალი და თუ გაჩერდება ნამახვანჰესის მშენებლობა, საერთოდ არავითარი პერსპექტივა არ ექნება არათუ დიდი და საშუალო ჰესების, არამედ მცირე ჰესების მშენებლობასაც კი საქართველოში. ჭარაიას განცხადებით, ნამახვანჰესის წინააღმდეგ არსებული პროტესტი უკვე იმდენად არასწორ ჭრილში გადაიზარდა, რომ ეს ყველაფერი აზიანებს ქვეყნის ბიზნესგარემოს. ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ...

Read More »

ამირან სალუქვაძე: ჰიბრიდული შეტევების გათვლაა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას შეექმნას უარყოფითი განწყობა

ჰიბრიდული შეტევების გათვლაა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას შეექმნას უარყოფითი განწყობა ამ ჰესთან და სხვა დიდ ჰესებთან დაკავშირებით. ამიტომ იქ მდგომი და სახლში მჯდომი ადამიანები უნდა გაიყოს ორ ჯგუფად: ვისაც სურს მოსმენა და გარკვევა, და ვის – არა, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ განაცხადა. მისი თქმით, სეისმომდგრადობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც არ შეიძლება არ ...

Read More »

ზაალ ანჯაფარიძე: 169 დღე რომ ვიჯდე კარავში, არსებობისთვის ვინ უნდა გადამიხადოს და საიდან?

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. „ერთი კითხვა მაქვს. პროტესტის ნიშნად 169 დღე ვიჯდე კარავში, არ ვმუშაობდე, შემოსავალს არ ვიღებდე, მაგრამ არსებობა, ჭამა -სმა და სხვა რამ ხომ მჭირდება? ამას კი სჭირდება ფული. ვინ უნდა გადამიხადოს და საიდან?“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

Read More »