პოზიცია

GALT & TAGGART: ტარიფის ზრდა არ არის იმდენად დიდი, რომ ელექტროენერგიის მოხმარება შეამციროს

Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსის მარიამ ჩახვაშვილის აზრით, საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა იმდენად დიდი არ ყოფილა, რომ ელენერგიის მოხმარება შეამციროს. მისივე თქმით, მოხმარების შემცირება, შესაძლოა, კომერციულ სექტორში შევნიშნოთ, თუმცა, ესეც უმნიშვნელო მაჩვენებელი იქნება საერთო მოხმარების სურათში. „3,5 თეთრი არ არის იმდენად დიდი ზრდა, რომ ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი შემცირება გვქონდეს. კომერციულმა სექტორმა შესაძლოა უფრო მეტად შეამციროს ელექტროენერგიის მოხმარება, მაგრამ ელენერგია ნაკლებად ელასტიური ...

Read More »
„გაზისა და დენის ტარიფი იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუ ლარი-დოლარის კურსი 2,5 ნიშნულს მიაღწევს“

როგორ აისახება ბიზნესისთვის გაძვირებული დენი მოსახლეობაზე

ბიზნესისთვის ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირება საბოლოოდ, ისევ მოსახლეობაზე აისახება: ასეთია ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების მოსაზრება სემეკის მიერ გამოცხადებულ ახალ ტარიფებთან დაკავშირებით. ისინი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავენ, რომ სუბსიდირება მხოლოდ დროებითი ინსტრუმენტია ვითარების შესამსუბუქებლად და ჯამში, გაძვირების ეფექტი მაინც იმოქმედებს როგორც ბიზნესის, ისე მოქალაქეთა ყოფაზე. რამდენით გაძვირდა დენი და ვის დაეხმარება მთავრობა? 2021 წლის პირველი იანვრიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთათვის, მათ შორის, ბიზნესისთვის, ელექტროენერგიის  ტარიფი 10-დან ...

Read More »

გიორგი ფანგანი: “არ არის გამორიცხული, რომ ახალი ტარიფები სასამართლოში გასაჩივრდეს”

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის წევრი, გიორგი ფანგანი არ გამორიცხავს, რომ სემეკის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა სასამართლოში გაასაჩივრონ. საქმე იმაშია, რომ სემეკმა ახალი ტარიფების დადგენის პროცესში არ გაითვალისწინა ენერგოკომპანიების მიერ წარდგენილი დაახლოებით 30-მილიონიანი ხარჯები, ასევე ტარიფის გაანგარიშების დროს ელექტროენერგიის მოხმარების განსხვავებულ პროგნოზს დაეყრდნო. სემეკის განმარტებით, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება მომხმარებელთა ინტერესის დაცვით იყო ნაკარნახევი. დავით ნარმანიას განცხადებით, ...

Read More »

ივანე მაჭავარიანი: გაზრდილ ტარიფებზე – დაგროვილი წნეხი ერთბაშად მოგვაწვა, რაც საკმაოდ რთულია

სამწუხაროდ, ეს არის დაგროვილი ზრდა, დაგროვილი წნეხი ერთბაშად მოგვაწვა, რაც საკმაოდ რთულია, – ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გაზრდილ ტარიფებთან დაკავშირებით ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. როგორც მინისტრმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, ახალი ფასების დადგენაა მოსალოდნელი. „ზრდა მნიშვნელოვანია, ძალიან მატერიალურია. სამწუხაროდ, ეს არის დაგროვილი ზრდა, წლების განმავლობაში არმომხდარი კორექციის, რაც იმ ვალდებულებების მიხედვით უნდა მომხდარიყო, რაც ენერგომომწოდებელ, სადისტრიბუციო კომპანიებთან ...

Read More »

გია არაბიძე: “დენის ტარიფი იმ მინიმუმით გაიზარდა, რაც კომპანიებს ოპერირების შესაძლებლობას მისცემს”

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის პროფესორი გია არაბიძე ელექტროენერგიის ტარიფების ზრდის მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ გადასახადი იმ მინიმუმით გაიზარდა, რაც ენერგოკომპანიებს ოპერირების შესაძლებლობას შეუნარჩუნებს. „მე მიმაჩნია, რომ ახალი ტარიფი არის ის მინიმალური რაოდენობა, რითაც ენერგოკომპანიებმა უნდა შეძლონ ოპერირება დღევანდელ რეჟიმში მაინც. ეს არ არის ტარიფი მათი პროგრესის, სერიოზული განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვისთვის“, – აცხადებს გია არაბიძე. ენერგეტიკოსის ...

Read More »

სალომე ვარდიაშვილი: ელექტროენერგიაზე ფასის ზრდა გარდაუვალი იყო

ფასის ზრდა გარდაუვალი იყო, ვინაიდან ტარიფში გათვალისწინებული დარჩა მხოლოდ ის ხარჯი, რომელიც აუცილებელია კომპანიების ნორმალური ფუნქციონირებისთვის, – ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ „თელასისა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ წარდგენილი ხარჯების ნაწილი არ გაითვალისწინა. „როგორც მოსალოდნელი იყო, ტარიფმა განიცადა კორექტირება ზრდის თვალსაზრისით. თქვენ დაწვრილებით იხილეთ, რა სახის დანახარჯები გაითვალისწინა მარეგულირებელმა კომისიამ და რა სახის დანახარჯები ამორიცხა. ...

Read More »

ივანე მაჭავარიანი: ენერგეტიკის შემთხვევაში, საქართველოში ერთ-ერთი დაბალი ტარიფებია – როგორც რეგიონში, ისე ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში

იქნება გაძვირება, თუმცა ეს იყო გარდაუვალი. როცა ჩვენ სხვადასხვა სექტორს, ამ შემთხვევაში, ენერგეტიკას ვაანალიზებთ, უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოში ერთ-ერთი დაბალი ტარიფებია – როგორც რეგიონში, ისე ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „ღამის კურიერში“, ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების შესახებ საუბრისას განაცხადა. „2021 წელი რთული იქნება, შესაბამისად, ამ პერიოდშია მნიშვნელოვანი, დავეხმაროთ და თანადგომა გამოვუცხადოთ მოსახლეობასა და შესაბამისად, ბიზნესის ...

Read More »

მიხეილ ჭელიძე: ,,დაზარალდება მომხმარებელი და არა ბიზნესი. ფასები ტოტალურად გაიზრდება“

ტარიფების ზრდა იქნება ბიძგი, დიდი ინფლაციისკენ – ამის შესახებ მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტმა, მიხეილ ჭელიძემ განაცხადა. მისი თქმით, კომუნალური გადასახადების ზრდის ეფექტს იგრძნობს მომხმარებელი და არა ბიზნესი. ,,პანდემიისგან დამძიმებულ ეკონომიკურ პირობებში, ტარიფების ზრდა ბიზნესისათვის ძალიან მძიმე ტვირთია. ბიზნესი გაზრდის ფასებს და მოხდება კიდევ უფრო დიდი ინფლაცია. ეს იქნება ერთი მნიშვნელოვანი ბიძგი ამისაკენ. ბიზნესს, ნამდვილად არ აქვს იმის შესაძლებლობა, ...

Read More »

კრემლმა ისაუბრა “ჩრდილოეთის ნაკადი 2” – ის წინააღმდეგ აშშ-ს სანქციების შესახებ

“ჩრდილოეთის ნაკადი 2” – ზე მიმართულმა ახალმა ამერიკულმა შეზღუდვებმა შეიძლება გაართულოს მისი განხორციელება, მაგრამ რუსეთი და მისი ევროპელი პარტნიორები დაინტერესებულნი არიან ამ პროექტის დასრულებით, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უახლოეს მომავალში “ჩრდილოეთის ნაკადი 2” – ის პროექტის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მიღებას გეგმავს, იტყობინება Reuters. ამავე დროს, როგორც რუსეთი, ასევე მისი ევროპელი პარტნიორები დაინტერესებულნი არიან პროექტის ...

Read More »

კრიპტოვალუტის მწარმოებელი ფერმები სვანეთში და სასტუმრო “ბანგურიანის” განცხადება

„მე ვერ ვხედავ კანონდარღვევას ბიტკოინების წარმოებაში, თორემ სიამოვნებით ვეტყოდი, რომ კანონს არღვევს.“ – ასე ეხმაურებოდა ერთი წლის წინ მესტიის მუნიციპალოიტეტის გამგებელი კახა ჟორჟოლიანი უშუქოდ დარჩენილი მოსახლეობის პროტესტს ბიტკოინების წარმოების გამო. ბიტკოინების ეპოქაში მატულობს კრიპტოვალუტის მწარმოებელი მაინერების რიცხვი. ამის მაგალითია საქართველოს ის რეგიონი, რომელიც დენის გადასახადისგან სრულიად თავისუფალია და მსურველებს უფასოდ შეუძლიათ ნებისმიერი რაოდენობის ელექტეროენერგია მოიხმარონ, რათა ბიტკოინებით შემოსავალი მიიღონ. აღსანიშნავია, რომ ...

Read More »