პოზიცია

თუ არ შევცვალეთ მიდგომა, ამ კაბელს საკუთარი ელ.ენერგიის წარმოება არ დავახვედრეთ, მაშინ სარგებელს მიიღებენ მეზობლები – ირაკლი იაშვილი

ლოგისტიკური კომპანია “ისთ გეით გრუპის” დამფუძნებელი ირაკლი იაშვილი საქართველოს მიერ შავი ზღვის ელექტროკაბელის მშენებლობის პროექტს ფეისბუკზე გამოეხმაურა. ირაკლი იაშვილის შეფასებით, თუ საქართველომ არ შეცვალა მიდგომა ენერგოობიექტების მშენებლობის მიმართ და ან პროექტს შესაბამისად მომზადებული არ დახვდა,  მაშინ სარგებელს მიიღებენ მეზობელი ქვეყნები და საქართველო ხელიდან გაუშვებს უზარმაზარ შესაძლებლობას. „სულ რამდენიმე წლის წინ (მაქს. 6-7), ვცადე ამ საკითხზე ევროპელ ბიუროკრატებთან საუბარი. მითხრეს, რომ ...

Read More »

ანდრია გვიდიანი: შავი ზღვის გადამცემი ქსელის აშენების შემდეგ, საქართველო პრაქტიკულად პირდაპირ ხდება ევროპის ენერგეტიკული ოჯახის წევრი

შავი ზღვის გადამცემი ინფრასტრუქტურის აშენების შემდეგ, რეალისტური გახდება საქართველოს ENTSO-E-ში გაწევრიანების საკითხი. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს და ევროპის ენერგოსისტემები პარალელურ რეჟიმში დაიწყებენ მუშაობას, რაც საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების პრობლემის საბოლოო გადაჭრას უდრის.- ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს. გვიდიანი შავი ზღვის გადამცემი ქსელის პროექტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ იმდენად რევოლუციურია, ალბათ სრულად უნდა გადავიაზროთ ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკა და ...

Read More »

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის საშუალებით სხვა რეგისტრში ავა საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა“

რა შესაძლებლობებს  ხსნის  შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა  კაბელი  და  რა შედეგებს მოუტანს ის საქართველოს.  ამ  თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ ისაუბრა. გია არაბიძის შეფასებით, ამ პროექტით, საქართველო, როგორც ტრანზიტული დერეფანი კასპიის მხრიდან ევროპისაკენ, უკვე სხვა რეგისტრში და სხვა სიმაღლეზე ავიდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია,  როგორც პოლიტიკური სტაბილურობის, ასევე ეკონომიკური  თვალსაზრისით. „ჩვენ უკვე ვხვდებით ...

Read More »

სჯობს ახალი ინვესტორი მოვიძიოთ, სახელმწიფომ კი ფული ისეთ რაღაცებში დახარჯოს, რაშიც ინვესტორი არ დახარჯავს – მურმან მარგველაშვილი ხუდონჰესის გამოსყიდვაზე

მთავრობის გადაწყვეტილებას, „ხუდონის“ ჰიდროელექტროსადგურის გამოსყიდვასთან დაკავშირებით, შეფასებები მოჰყვა ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლებს შორის. ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ძალისხმევა ინვესტორების მოძიებაში უნდა დახარჯოს, ფული კი ისეთ სფეროებში ჩადოს, სადაც ინვესტიციები ნაკლებ მოსალოდნელია. „ინვესტორი თუ თავად ვერ აკეთებს, სჯობს ახალი ინვესტორი მოვიძიოთ, ვიდრე სახელმწიფომ აკეთოს. სახელმწიფოს მიერ მაგაზე ფულის ხარჯვას, სჯობს სახელმწიფომ ფული ისეთ რაღაცებში დახარჯოს, რაშიც ინვესტორი არ დახარჯავს“, – ...

Read More »

სალომე ზურაბიშვილი: „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების“ ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბისვილის თქმით, ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმება ნიშნავს იმას, რომ ახლა შავი ზღვა ევროპული ზღვა ხდება და ის ხიდია, რომელიც ორივე მხარეს ერთმანეთთან აკავშირებს. ამის შესახებ ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ წერს. „მივესალმები „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების“ ხელმოწერას. ეს ისტორიული ნაბიჯია, რომელიც კავკასიას ევროკავშირთან დააკავშირებს. ეს ნიშნავს, რომ ახლა შავი ზღვა ევროპული ზღვა ხდება ...

Read More »
რა დაუჯდება ბიუჯეტს დენის ტარიფის სუბსიდირება

ვახტანგ ჭარაია: ჰესების მშენებლობა სამუშაო ადგილებს მოგვცემს, გაზრდის საბიუჯეტო შემოსავლებს

ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი ჰესების მშენებლობას. „ეს როგორც სამუშაო ადგილებს მოგვცემს, ასევე გაზრდის საბიუჯეტო შემოსავლებს, არ მოგვიწევს იმპორტის შეძენა და არ ვიქნებით ვინმეზე პოლიტიკურად დამოკიდებულები. მაქსიმალურად უნდა გამოჩნდებს როლი, საჭიროება და კომპეტენცია მსგავსი პროექტების განვითარებაში, მართვასა და მფლობელობაში“, – აცხადებს ეკონომისტი.

Read More »

ნამახვანჰესის გაკვეთილები

#WEG-ის დირექტორი მურმან მარგველაშვილი, მოსაზრებას “ნამახვანჰესის გაკვეთილები” აქვეყნებს: “მი­უ­ხე­და­ვად იმ უდი­დე­სი ენერ­გე­ტი­კუ­ლი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი ზია­ნი­სა, რაც დიდი ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის ჩაშლას მოჰ­ყ­ვა, ეს უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი სა­კითხი არ გან­ხი­ლუ­ლა სა­ჯა­როდ, აკა­დე­მი­ურ თუ დარ­გობ­რივ პრო­ფე­სი­ულ და პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­ში. არ გაკეთებულა სა­თა­ნა­დო შე­ფა­სე­ბა და სა­მო­მავ­ლო დას­კ­ვ­ნე­ბი რო­მე­ლი­მე სა­ჯა­რო უწყე­ბის­გან. შე­სა­ბა­მი­სად, ეს უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნაც შე­იძ­ლე­ბა ისე ჩა­იკარ­გოს, რომ არა­ფე­რი გვას­წავ­ლოს. ვეც­დე­ბით, გა­დავ­დ­გათ ნა­ბი­ჯი ამ სა­კითხის უფ­რო სიღ­რ­მი­სე­უ­ლი ანა­ლი­ზის­კენ და სა­კუ­თარ ...

Read More »

ჰანს კლუგე – რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოსისტემის განადგურების მცდელობა ამ ზამთარს მილიონობით უკრაინელის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის

რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოსისტემის განადგურების მცდელობა ამ ზამთარს მილიონობით უკრაინელის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის ნახევარი დაზიანებული ან განადგურებულია. ამას უკვე აქვს გავლენა ჯანდაცვის სისტემაზე და ადამიანების ჯანმრთელობაზე. მარტივად რომ ვთქვათ, ამ ზამთარს ხალხის წინაშე გადარჩენის საკითხი დადგება“, – განაცხადა კლუგემ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, ამ ზამთარს კიდევ ორმა ან ...

Read More »

ვინც ნამახვანის და სხვა ჰესების მშენებლობა გააჩერა, დასასჯელია – რომან გოცირიძე

“ენგურის ჰესის წყალსაცავში წყლის ზამთრის მარაგი ისე ამოიწურა, რომ ზამთარი არც კი დამდგარა.ვინც ნამახვანის და სხვა ჰესების მშენებლობა გააჩერა (მთავრობა პირველ რიგში, რუსეთიდან მართულ მავნებლებთან ერთად), არის დასასჯელი.” წერს სოციალურ ქსელში ენმ-ს დეპუტატი რომან გოცირიძე.

Read More »
თუ ახლა არ ვუშველეთ ენერგეტიკას ზამთარში შესაძლოა დიდი პრობლემები შეგვექმნას

როგორც არ უნდა ვიწვალოთ და ვიმიტინგოთ, ჰესები აუცილებლად გვჭირდება – ენერგეტიკოსი

„ნამახვანჰესის“ ინვესტორმა, თურქულმა კომპანია „ენკამ“ არბიტრაჟს მიმართა, მაგრამ როგორც ეკონომიკის მინისტრი ამბობს, მიუხედავად ამისა, პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ის აუცილებლად განხორციელდება. „ენკამ” ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და არბიტრაჟს მიმართა, თუმცა კომპანიასთან დიალოგის რეჟიმში ვართ. საუბარია სხვადასხვა ტიპის ცვლილებაზე, რომელიც შეიძლება არსებულ შეთანხმებაში შევიდეს, რადგან ეს მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტი განხორციელდეს. ამ ფორმატით, თუ სხვა ფორმატით, ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება. უახლოეს პერიოდში მოლაპარაკებების ...

Read More »