#WEG-ის დირექტორი მურმან მარგველაშვილი, მოსაზრებას “ნამახვანჰესის გაკვეთილები” აქვეყნებს:
“მიუხედავად იმ უდიდესი ენერგეტიკული, ეკონომიკური და პოლიტიკური ზიანისა, რაც დიდი ჰესების მშენებლობის ჩაშლას მოჰყვა, ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი არ განხილულა საჯაროდ, აკადემიურ თუ დარგობრივ პროფესიულ და პოლიტიკურ წრეებში. არ გაკეთებულა სათანადო შეფასება და სამომავლო დასკვნები რომელიმე საჯარო უწყებისგან. შესაბამისად, ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაც შეიძლება ისე ჩაიკარგოს, რომ არაფერი გვასწავლოს.
ვეცდებით, გადავდგათ ნაბიჯი ამ საკითხის უფრო სიღრმისეული ანალიზისკენ და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, სამსჯელოდ შევთავაზოთ ის სისტემური მიზეზები, რამაც დამდგარი შედეგი განაპირობა”.
მოსაზრების ტექსტის სრულად სანახავად, მიჰყევით ბმულს: