პოზიცია

ლარის გაუფასურების ფონზე ტარიფის კორექტირება ბუნებრივია

„ნამახვანი ჰესი მნიშვნელოვნად ჩაანაცვლებს იმ უძვირეს ენერგიას, რომელსაც საქართველოს ენერგოსისტემა დღეს ყიდულობს“

„ქარის და მზის რესურსის ენერგოსისტემაში ინტეგრაცია შეუძლებელი იქნება თუ ჩვენ არ გვექნება დამატებითი სარეზერვო სიმძლავრეები ჰიდრო სადგურების სახით“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „კომერსანტის დილაში“ ენერგეტიკის ექსპერტმა დავით მირცხულავამ განაცხადა. ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის განცხადებით „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც საუბარია მზისა და ქარის საქართველოს ენერგოსისტემაში ინტეგრაციაზე. ქართულ ენერგოსისტემაში ნამახვანის ჰესის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „განცხადებაში პირდაპირ არის ნათქვამი, ქარის და ...

Read More »

გიორგი აბრამიშვილი: “კომუნიკაცია დაგვიანებული იყო”

სურათი ნათელია – ერთი მხრივ, არის კონსტრუქციული შეთავაზებები და მეორე მხრივ დესტრუქცია, – ასე შეაფასა ენერგეტიკოსმა გიორგი აბრამიშვილმა ნამახვანჰესის ინვესტორთან მიღწეული შეთანხმების 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ და გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა რიონის ხეობის მცველებს და აქტივისტებს გააცნეს. თურნავა და დავითაშვილი შეხვედრის მხოლოდ დასაწყისს დაესწრნენ, მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს და იქაურობა დატოვეს, ხოლო შეკრებილებმა ...

Read More »

„ნამახვანჰესის” ინვესტორის მხრიდან ღია და გამჭვირვალე მიდგომა მაძლევს რწმენას, რომ პროექტში მართლაც არ არის ხარვეზები“

გუშინ ქუთაისის მერიის შენობაში ნამახვანჰესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მინისტრები, ექსპერტები,  „რიონის ხეობის მცველები“ და არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა ნათია თურნავამ დამსწრე საზოგადოებას კომპანიასა და სახელმწიფოს შორის შეთანხმება გააცნო. განცხადების შემდეგ, შეხვედრა ექსპერტებსა და „რიონის ხეობის გუშაგებს“ შორის კითხვა-პასუხის რეჟიმში უნდა გაგრძელებულიყო. მინისტრებმა შეხვედრა დატოვეს, რასაც მცველებისგან უკმაყოფილება მოჰყვა. მათ აღარ ისურვეს ექსპერტებისთვის კითხვების დასმა და ...

Read More »

ბექა ნაცვლიშვილი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებას პასუხობს

პარლამენტის ყოფილი წევრი ბექა ნაცვლიშვილი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებას პასუხობს. „მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) განცხადებას ჩემს სტატიაზე „ნამოხვანის ალტერნატივა არსებობს“. სტატიაში სწორედ მათ მონაცემებზე დაყრდნობით ვამტკიცებ, რომ 2020-2021 წლებში ელექტროსისტემას შეუძლია, ყოველგვარი საბალანსო სიმძლავრეების გარეშე აითვისოს 333 მეგავატი ქარისა და 130 მეგავატი მზის ენერგიის სიმძლავრე. გორის ქარის ელექტროსადგურის, რომლის სიმძლავრეც 20 მეგავატია და უკანასკნელი წლის გამომუშავება ენერგობალანსის მიხედვით 90 მილიონი კილოვატ საათი, ...

Read More »

ანდრია გვიდიანი: ჩვენთვის ჰესების მშენებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

ეკონომიკის ექსპერტი ანდრია გვიდიანი აცხადებს, რომ  ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ძალიან კარგია ასეთი ტიპის შეხვედრების მოწყობა და ზოგადად,  კომუნიკაციის სივრცის გახსნა. მისი ინფორმაციით,ძალიან სამწუხაროა, რომ საზოგადოებაში არსებობს არასწორი განწყობები, არასწორი განცდები და არის დეზინფორმაციული კამპანიის ძალიან დიდი ნიაღვარი, რომელიც საბოლოო ჯამში საზოგადოებას არასწორ მოლოდინებს უყალიბებს ზოგადად ჰიდროენერგეტიკასთან დაკავშირებით. “პირველ რიგში მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი პრობლემა არის სწორედ კომუნიკაციაში, არის სწორედ იქ, რომ ...

Read More »

მარიამ ჩახვაშვილი: “თუ ჰესი არ გვინდა, არ გვინდა ენერგოდამოუკიდებულება”

GALT&TAGGART-ის უფროსი ანალიტიკოსის მარიამ ჩახვაშვილის შეფასებით, ენერგეტიკის დარგში მთავარი გამოწვევაა ენერგიის მზარდი მოხმარება, მისი დაკმაყოფილება კი, უფრო მეტად იმპორტის ხარჯზე ხდება, ვიდრე ადგილობრივი გენერაციის ზრდის. როგორც მან “ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, ადგილობრივი გენერაცია არასაკმარისი ტემპით იზრდება. “ბოლო 5 წლის საშუალო რომ ავიღოთ, მოხმარების ზრდა არის 4.5%, გენერაციის ზრდა კი, 3%. მოხმარება უფრო მეტი ტემპით იზრდება, ვიდრე ადგილობრივი გენერაცია. აგრეთვე, ენერგოსექტორში ახალი მშენებლობები ...

Read More »

ენერგეტიკული ომი რუსეთთან – რუსეთი VS საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა

რუსეთის უახლესი გეგმები… – როგორია რუსეთის მოქმედების შესაძლო სცენარები ენერგოდოქტრინის მიხედვით და რამდენად შეძლებს მის განხორციელებას?  – ვინ ლობირებს რუსულ ენერგეტიკას, ვისი პირით ავრცელებენ დეზინფორმაციას ელექტროენერგიის იმპორტის ტარიფებზე და რა მეთოდებით ცდილობენ დაუმტკიცონ საზოგადოებას, რომ 2+2=22 – როგორ ცდილობენ რუსეთის ეკონომიკური მოდელის შემოტანას საქართველოში და ვინ არიან ის ახალი ფიგურანტები, რომლებსაც ეს მისია დაეკისრათ. რუსული ენერგეტიკული ლობი საქართველოში – დამკვეთები ...

Read More »

ვახტანგ ჭარაია: „დაინტერესებულ პირებს“ არც კი აინტერესებთ, რა შემხვედრ ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო

ძალიან სამწუხაროა რომ „დაინტერესებულ პირებს“ არც კი აინტერესებს, რა შემხვედრ ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო და ინვესტორი და რას იტყვიან უშუალოდ იმ დარგის სპეციალისტები, რომლებთანაც (ერთი შეხედვით) ყველაზე მწვავე შეკითხვები არსებობდა, – ამის შესახებ Facebook-ზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაია „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით წერს. „ძალიან სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა დღეს ქუთაისში, სადაც „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა უბრალოდ ჩაშალეს შეხვედრა ზუსტად იმ ...

Read More »

ლაშა პაპაშვილი: „ჰესის მშენებლობისას არ უნდა დაიზაროს არც მთავრობამ არც ინვესტორმა მეტი კომუნიკაცია“

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი Forbes Talks-ში სტუმრობისას ქვეყანისთვის დიდი ენერგოპროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სახელმწიფომ ამ ნაწილში მოსახლეობასთან უნდა ითანამშრომლოს. „როდესაც შენ რაღაც უშველებელ ჰესს აშენებ ადგილობრივ მოსახლეს ყოველთვის ექნება პროტესტი. ამიტომ არ უნდა დაიზაროს არც ინვესტორმა და არც მთავრობამ, კეთილი უნდა ინებო და მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს, მათი პრობლემების მოგვარება… თუ ქვეყანას სჭირდება სოფლის გადასახლება, თუ ამის ეკონომიკური დასაბუთება ...

Read More »

მარიამ ქვრივიშვილი: “საზოგადოების ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს ინფორმაცია, რაოდენ მნიშვნელოვანია ენერგეტიკა ქვეყნის განვითარებისთვის

„ნამახვანჰესის“ გარშემო მიმდინარე პროცესს როდესაც თვალყურს ვადევნებთ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს სრულფასოვანი ინფორმაცია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ენერგეტიკის დარგის განვითარება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილის ...

Read More »