ინფრასტრუქტურა

„ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის ექსპორტი შესაძლოა, განახლდეს,“ – BP

ბაქო-სუფსის ნავთობსადენით შესაძლოა, ნავთობის ექსპორტი განახლდეს. ამის შესახებ კასპიის რეგიონში BP-ის ვიცე-პრეზიდენტმა კომუნიკაციებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში, ბახტიარ ასლანბეილმა APA-Economics-თან ინტერვიუს დროს განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად BP ამ ნავთობსადენს არ იყენებს და კომპანიის მთელი საექსპორტო პოტენციალი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით გადის, რაც, ძირითადად, შავ ზღვაში ტანკერების მცირე რაოდენობით არის განპირობებული. თუ ამ მხრივ ვითარება შეიცვალა, ასლანბეილი ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ამოქმედებას არ გამორიცხავს. ...

Read More »
engurhesis-ენგურჰესის

ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის სიმტკიცის შესაფასებლად კვლევა იგეგმება

ენგურჰესის რეაბილიტაციის ფარგლებში, ენგურის თაღოვანი კაშხლის სიმტკიცის შეფასებისათვის ბეტონისა და კლდის ნიმუშების აღებისა და მათი ლაბორატორიული შემოწმების მიზნით კაშხლის ტანის ბეტონში და კლდოვან საძირკველში 13 ვერტიკალური სვეტოვანი და 3 ჰორიზონტალური ბურღილის შესრულება ხდება სავალდებულო. როგორც ირკვევა აღნიშნული სამუშაოები აუცილებელია განხორციელდეს არაუმეტეს აპრილამდე, ვინაიდან ამ პერიოდში წყლის დონე წყალსაცავში ყველაზე დაბალია და მინიმალურია ფილტრაციული წყლების რაოდენობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაოების შესასრულებლად.დიდი ...

Read More »
ირანი, პაკისტანი და ჩინეთი ენერგოპარტნიორები ხდებიან

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ყაზახეთიდან ნავთობის ტრანსპორტირება გაიზრდება

წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ყაზახეთიდან ნავთობის სატრანზიტო მიწოდება გაიზრდება. Trend-ის ცნობით, ამის შესახებ BP-ის ვიცე-პრეზიდენტმა კავშირებისა და საგარეო ბახტიარ ასლანბეილიმ განაცხადა. 2006 წელს კომერციული მიწოდების დაწყებიდან 2022 წლის ბოლომდე 5250 ტანკერით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 4 მილიარდ ბარელზე მეტი ნავთობის ტრანსპორტირება მოხდა. BTC ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი – საქართველოს, ხოლო მარშრუტის 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე ...

Read More »

სსე-ს კუთვნილ ნავთლუღის ქვესადგურს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის მაგისტრანტები ესტუმრნენ

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” კუთვნილ ნავთლუღის ქვესადგურს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის მაგისტრანტები ესტუმრნენ. მაგისტრანტებმა დაათვალიერეს ქვესადგური, გაეცნენ მაღალი ძაბვის ქსელისა და ძალოვანი ენერგეტიკული დანადგარების ფუნქციონირების პრინციპებს, სსე-ის თანამშრომლებისგან მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ენერგოსისტემაში სიმძლავრის ნაკადგანაწილებების, ძაბვის საფეხურებისა და სიხშირის შესახებ. სტუდენტები ასევე ესტუმრნენ ნავთლუღის ქვესადგურში განთავსებულ სსე-ის სასწავლო ცენტრს, დაათვალიერეს სასწავლო პოლიგონი, რომელიც მაქსიმალურად არის მიახლოვებული იმ რეალურ გარემოსთან, სადაც ქვესადგურის პერსონალს ...

Read More »

“სამხრეთის გაზის დერეფანი ხელს უწყობს მთელი რეგიონის განვითარებას “

სამხრეთის გაზის დერეფანი აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს და ხელს უწყობს მთელი რეგიონის განვითარებას. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 26 იანვარსგანაცხადა, როდესაც საბერძნეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ხრისტოს კაპოდისტრიასმა რწმუნებათა სიგელები გადასცა. ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ სამხრეთის გაზის დერეფანი არის საერთო ინტერესის პროექტი. მისივე თქმით, საბერძნეთი აზერბაიჯანის გაზის ევროპის ქვეყნებში გადაზიდვებში, ტრანზიტული ქვეყნის როლს ასრულებს. ალიევმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას ...

Read More »

ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელი: უკრაინა ატომურ სადგურებში იარაღს არ ინახავს

გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ თქვა, რომ უკრაინის ატომური ელექტროსადგურების ინსპექციის შედეგად იქ ვერ მიაგნეს სამხედრო აღჭურვილობას. გროსიმ ეს განაცხადა ევროპარლამენტში გამოსვლისას 24 იანვარს და ამით უპასუხა რუსეთის ბრალდებას, რომ უკრაინა იარაღს ინახავს ბირთვულ სადგურებში. გროსის სიტყვები სააგენტო Reuters-ს მოჰყავს, მან ევროპის პარლამენტარებს უთხრა, რომ „ინსპექციის დასკვნა უარყოფითი იყო“. გროსის ეს ნათქვამი გაისმა ერთი დღის შემდეგ მას ...

Read More »

უკრაინის ყველა ატომურ ელექტროსადგურზე, IAEA-ს მუდმივმა მისიებმა დაიწყეს მუშაობა

უკრაინის ყველა ატომურ ელექტროსადგურზე, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მუდმივმა წარმომადგენლობამ დაიწყეს მუშაობა. ამის შესახებ NNEGC „ენერგოტომის“ შეტყობინებაშია ნათქვამი. „გასული კვირის განმავლობაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები ჩავიდნენ შიდა ბირთვულ ობიექტებში. ახლა სპეციალისტებმა დაიწყეს მუშაობა KhNPP-ში, ასე რომ, ახლა მუდმივი მისიები იმუშავებენ რივნის, ჩერნობილის, სამხრეთ უკრაინისა და ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურებზე“, – ნათქვამია „ენერგოატომის“ ანგარიშში. კომპანიამ აღნიშნა, რომ მისიების ამოცანაა უკრაინის ...

Read More »

გარდაბანში ახალი მიკრო ჰესი აშენდა, რომელიც ელექტროენერგიით ქარხნებს მოამარაგებს

საქართველოს ენერგეტიკულ სტრატეგიაში განახლებადი ენერგიების განვითარებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, რაც არა მხოლოდ დიდი სიმძლავრის ჰესების განვითარებას, არამედ მცირე და მიკრო ელექტრო სადგურების აშენებასაც მოიაზრებს. დღეის მონაცემებით, საქართველოში მიკრო სიმძლავრის 400 მდე ელექტრო სადგურია, რომელთა დადგმული სიმძლავრე ჯამში 32 მეგავატს შეადგენს. ამ რიცხვს მალე ახალი მიკროჰესი შეემატება, რომელიც გარდაბანში აშენდა და სულ მალე ექსპლუატაციაში შევა. კომპანია “მემე”–ს დამფუძნებელი ირაკლი ორჯონიკიძე „ბიზნესპარტნიორთან“ ...

Read More »

რუსეთის ნავთობსადგურზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა

რუსეთში, ირკუტსკის რაიონში ნავთობის სადგურზე ხანძარი გაჩნდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და ასევე ადგილობრივი გამოცემა „ტაიგა“ ავრცელებს. მათი ცნობით, ცეცხლი გაუჩნდა ბენზინის გადამზიდსა და სარკინიგზო ავზებს. ხანძრის გავრცელების არეალი 400 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

Read More »

საბერძნეთში ბუნებრივ აირზე მომუშავე ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო

ჩრდილოეთ საბერძნეთში, ალექსანდრუპოლისში, ბუნებრივ აირზე მომუშვე ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. ელექტროსადგურს თხევად ბუნებრივ აირს  მიაწოდებს მცურავი ტერმინალი, რომლის მშენებლობაც პარალელურად მიმდინარეობს. საბერძნეთისთვის ეს დიდი ნაბიჯია ელექტროენერგიის ექსპორტის პოტენციალის გასაზრდელად, ევროპისთვის კი – კონტინენტისთვის ენერგოდამოუკიდებლობის მხარდაჭერის კიდევ ერთი  საშუალებაა. საბერძნეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ მშენებარე ელექტროსადგური კიდევ უფრო გააძლიერებს ევროპის ენერგოდამოუკიდებლობას, რადგან ისინი გამოიყენებენ თხევად ბუნებრივ აირს, რომელსაც, გაზსადენის ნაცვლად, გემებით მიიღებენ. მშენებლობის ...

Read More »