ინფრასტრუქტურა

2022 წელს შუახევი ჰესი მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა საპროექტო ნიშნულზეა

საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2022 წელს საქართველოში 14 მილიარდ 246 მილიონ 600 ათასი კვტსთ ელექტროენერგიაა გამომუშავებული, რაც 2021 წელს გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობას (12, 645 მლრდ კვტსთ) 12,7%-ით სჭარბობს. 2022 წელს საქართველოს ჰიდროელექტროსადგურებმა 10 მილიარდ 771 მილიონ 400 ათასი კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც 2021 წელს გამომუშავებულზე (10,1821 მლრდ კვტსთ) 5,8%-ით მეტია. ყველაზე დიდი რაოდენობით ელექტროენერგია შემდეგმა ჰიდროელექტროსადგურებმა ...

Read More »
მექსიკაში ნავთობის ხუთი ახალი საბადო აღმოაჩინეს

KazMunayGas-ი და AbuDhabi Ports-ი კასპიისა და შავ ზღვაში ოფშორული პროექტებისთვის, ერთობლივ საწარმოს ქმნიან

KazMunayGas-მა და Abu Dhabi Ports Company-მ ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რომელიც საზღვაო ფლოტისა და სანაპირო ინფრასტრუქტურის განვითარებაში კასპიისა და შავი ზღვებში თანამშრომლობას ითვალისწინებს. დოკუმენტს ხელი მოეწერა ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში (UAE) ვიზიტის ფარგლებში. ამის შესახებ ყაზახეთის მედია იტყობინება. დოკუმენტის მიხედვით, მხარეები ასტანას საერთაშორისო ფინანსურ ცენტრზე დაფუძნებულ ერთობლივ საწარმოს შექმნიან, რომელიც კასპიის ზღვაში ნავთობისა და გაზის ოფშორული პროექტებისთვის საზღვაო ...

Read More »
მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

გერმანია მომავალ ზამთრამდე გაზსაცავებში მარაგებს 100%-ით შეავსებს

გერმანია მომავალ ზამთრამდე გაზსაცავებში მარაგებს 100%-ით შეავსებს, მიუხედავად იმისა, რუსეთიდან მიწოდება სრულიად შეწყდება, თუ არა. ამის შესახებ Initiative Energien Speichern-ის (Ines) ექსპერტები იტყობინებიან. ანალიტიკოსების აზრით, გერმანიის საცავები 2023-2024 წლის ზამთრისთვის 100%-ით შეიძლება იყოს სავსე, მიუხედავად რუსეთიდან მიწოდების ნაკლებობისა და თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის შემცირებისა. მიმდინარე ზამთარში გაზის დეფიციტი უკვე აღმოფხვრილია: უკიდურესად დაბალ ტემპერატურაზეც კი გერმანიის მოქალაქეებს საკმარისი დაგროვილი მოცულობები ექნებათ. ამ წარმატების მიზეზი, Ines-ის ...

Read More »

IAEA-ს გენერალური დირექტორი კიევში ჩავა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი მომავალ კვირას უკრაინას ეწვევა, რათა ქვეყნის ყველა ბირთვულ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების ექსპერტების მუდმივი ყოფნა უზრუნველყოს. ამის შესახებ სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. IAEA-ს უკვე ჰყავს 4-მდე ექსპერტი უკრაინის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე, ზაპოროჟიეში, ხოლო ორკაციანი გუნდი ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურზე უახლოეს დღეებში განთავსდება.

Read More »
თურქეთში გაზსადენი ააფეთქეს

ლიეტუვაში აფეთქება მოხდა ლატვიასთან დამაკავშირებელ მაგისტრალურ გაზსადენზე

ლიეტუვაში პარასკევს აფეთქება მოხდა მაგისტრალურ გაზსადენზე, რომელიც ლიეტუვასა და ლატვიას აკავშირებს. გაჩნდა ხანძარი, ცეცხლი 50 მეტრამდე აღწევს. შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. ახლომდებარე სოფელი, რომელშიც 200-მდე ადამიანი ცხოვრობს, ევაკუირებულია. აფეთქების მიზეზი გაურკვეველია. წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა. როგორც იტყობინება გაზსადენების ლიეტუვური ოპერატორი Amber Grid-ი, ამ ადგილას გასზსატრანსპორტო სისტემა ორი პარალელური გაზსადენისგან შედგება. დაზიანებული შტოთი აირის მიწოდება შეწყვეტილია, მეორე კი ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს ...

Read More »

ალიევი – აზერბაიჯანმა პარტნიორებს შესთავაზა, რომ შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელის სიმძლავრე 4 000 მეგავატამდე გაზრდილიყო

აზერბაიჯანმა პარტნიორებს შესთავაზა, რომ შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელის სიმძლავრე 1 000 მეგავატიდან 4 000 მეგავატამდე გაზრდილიყო, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, აზერბაიჯანული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოს ორ წამყვან კომპანიასთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე აზერბაიჯანში 22 ათას მეგავატამდე მზის და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა იგეგმება, თუმცა, რეალურად, ნახევარი მაინც არის სრულიად განხორციელებადი. ალიევის განცხადებით, მთავარი საკითხია ელექტროენერგიის გადაცემის ...

Read More »
ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

ცნობილია, რა მოცულობის ნავთობი გადაიზიდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით 2006-2022 წლებში

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით 2006 წლიდან (კომერციული მიწოდების დაწყებიდან) 2022 წლის ბოლომდე, 4 მილიარდ ბარელზე მეტი ნავთობის ტრანზიტი 5 250 ტანკერით განხორციელდა. BTC-მ მსოფლიო ბაზრებს 2021 წელს 200 მილიონ ბარელზე მეტი, ხოლო 2022 წელს 224,4 მილიონ ბარელზე მეტი ნედლი ნავთობი.  

Read More »

საფრანგეთში, მსოფლიოში ყველაზე დიდი ბიოგაზის ქარხანა ამუშავდა

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით (160 გვტ.სთ-მდე სიმძლავრის) ბიოგაზის უდიდესი ქარხანა ამუშავდა. ამის შესახებ კომპანია TotalEnergies-მა დღეს განაცხადა. ქარხანა, BioBéarn-ი ქალაქ პაუს მახლობლად მდებარეობს, რომლის კვების წყაროც ორგანული ნარჩენებია, ძირითადად სიმინდი. ეს არის მე-18 ბიოგაზის ქარხანა, რომელსაც TotalEnergies-ი ფლობს. „2023 წელს ქარხანა 69 გიგავატ/სთ ენერგიას გამოიმუსავებს და წარმოების ზრდას განაგრძობს. რის შედეგადაც 220 ათასი ტონა ბიომასა გადამუშავდება 200 ათას ტონა ორგანულ ნარჩენად, რომელიც ბუნებრივი ...

Read More »

უკრაინის ენერგოსისტემა მუდმივი თავდასხმის ქვეშ არის

რუსული ძალების მიერ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე მიტანილი უწყვეტი სარაკეტო და საარტილერიო იერიშების ფონზე, უკრაინელი ელექტრიკოსები ცდილობენ, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას. სწორედ ამ ადამიანების დამსახურებით უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში მაინც მიეწოდება ელექტროენერგია. უკრაინის ერთ-ერთი ელექტროსადგური უკვე რამდენიმე თვეა, რაც რუსი სამხედროების მიერ იბომბება, მიუხედავად ამისა, სადგური მუშაობს და მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფას მაინც ახერხებს. სადგურის ტერიტორია სავსეა რუსული რაკეტების ნარჩენებით, ელექტრიკოსთა ...

Read More »
ყულევში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და თიზ-ს SOCAR-ის მონაცვლე "ფაზის ოილი" ააშენებს

Samsung-ი კატარში ნავთობქიმიურ ქარხანას ააშენებს

კომპანიამ Samsung Engineering, რომელიც არის სამხრეთ-კორეული სამრეწველო გიგანტის Samsung Group-ის განყოფილება, ტაივანურ კომპანია CTCI Corporatio-თან ერთად კატარში ნავთობქიმიური ქარხნის მშენებლობის ტენდერი მოიგო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სამხრეთ-კორეული კომპანია ავრცელებს. კონტრაქტი შეფასებულია 2,5 მლრდ დოლარად. ტენდერის პირობების თანახმად Samsung Engineering პასუხისმგებელი იქნება ეთილენის მწარმოებელი ქარხნის შექმნაზე, ხოლო ტაივანური კომპანია ქარხნის დანარჩენს ინფრასტრუქტურას ააშენებს. მოსალოდნელია, რომ სამშენებლო სამუშაოები 2026 წლისთვის დასრულდება. „აღსანიშნავია, ...

Read More »