2022 წელს შუახევი ჰესი მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა საპროექტო ნიშნულზეა

საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2022 წელს საქართველოში 14 მილიარდ 246 მილიონ 600 ათასი კვტსთ ელექტროენერგიაა გამომუშავებული, რაც 2021 წელს გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობას (12, 645 მლრდ კვტსთ) 12,7%-ით სჭარბობს.

2022 წელს საქართველოს ჰიდროელექტროსადგურებმა 10 მილიარდ 771 მილიონ 400 ათასი კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც 2021 წელს გამომუშავებულზე (10,1821 მლრდ კვტსთ) 5,8%-ით მეტია.

ყველაზე დიდი რაოდენობით ელექტროენერგია შემდეგმა ჰიდროელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს:

ენგურჰესი – 3 747,3 მლნ კვტსთ
ვარციხე ჰესი – 826,7 მლნ კვტსთ
ვარდნილჰესი – 760,0 მლნ კვტსთ
დარიალ ჰესი – 471,3 მლნ კვტსთ
შუახევი ჰესი – 422,4 მლნ კვტსთ
ლაჯანურჰესი – 377,2 მლნ კვტსთ
ფარავანჰესი – 353,6 მლნ კვტსთ
ხრამჰესი 2 – 325,2 მლნ კვტსთ
ჟინვალჰესი – 312,2 მლნ კვტსთ
რიონჰესი – 288,6 მლნ კვტსთ

დამოუკიდებლობის წლებში აშენებული სეზონური ელექტროსადგურების მიერ 2021 და 2022 წლებში გამომუშავებულია (მლნ კვტსთ):

დარიალჰესი – 509,6 → 471,3
შუახევი ჰესი – 274,2 → 422,4
ფარავანჰესი – 337,8 → 353,6
ხელვაჩაური ჰესი 1 – 163,7 → 205,3
ოლდ ენერჯიჰესი – 82,7 → 119,5
ხადორჰესი – 127,0 → 116,5
მესტიაჭალა ჰესი – 103,6 → 105,7
კირნათი ჰესი – 78,1 → 104,0
ლარსი ჰესი – 74,7 → 75,9

ყოველთვიურ რეჟიმში მუშაობის მეორე წელს შუახევი ჰესმა 422,4 მილიონი კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავა და საპროექტო წლიური გამომუშავების ნიშნულზე (429 მლნ კვტსთ) გავიდა.

მესტიაჭალა ჰესმა 105,7 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავა და საპროექტო წლიური გამომუშავების ნიშნულს (106,7 მლნ კვტსთ) მცირედით ჩამორჩა.

წყარო: ipress.ge

Leave a Reply