ინფრასტრუქტურა

შუახევი ჰესმა 48 ბიზნეს პროექტი დააფინანსა

კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯია’’ აგრძელებს ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერას. შუახევი ჰესის პროექტის ფარგლებში 48 ბიზნეს პროექტი დაფინანსდა. შუახევი ჰესის ოპერირების ეტაპზე დაფინანსდა 27 ბიზნეს პროექტი. პროექტები ერთმანეთისგან განსხვავდება საქმიანობის სფეროს მიხედვით: საოჯახო სასტუმროები, მეფუტკრეობა, მეცხოველეობა და ა.შ. შუახევი ჰესის მშენებლობის ეტაპზე დაფინანსდა 21 ბიზნეს პროექტი. მათი დიდი ნაწილი უკვე მრავალი წელია წარმატებით მუშაობს და ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. კომპანია ,,აჭარისწყალი ...

Read More »

“ნაფტოგაზის” დირექტორი: აშშ-ს სანქციებმა შესაძლოა შეაჩეროს Nord Stream 2-ის ფუნქციონირება

აშშ-ს ახალმა სანქციებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს Nord Stream 2 გაზსადენის ფუნქციონირებას, მიიჩნევს “ნაფტოგაზის” ხელმძღვანელი იური ვიტრენკო. “თუ აშშ-ს მთავრობა სანქციებს დააწესებს, ჩვენ გვჯერა, რომ ევროპული კომპანიები არ შეიძენენ ბუნებრივ აირს აღნიშნული მილსადენით და შესაბამისად, Nord Stream 2-ც არ იმუშავებს” – განაცხადა ვიტრენკომ YES Brainstorming ფორუმზე. მან ასევე აღნიშნა, რომ დიდი ხნის განმავლობაში აშშ-ს სანქციებმა შეძლო ხსენებული მილსადენის მშენებლობის შეფერხება. შეგახსენებთ, ...

Read More »
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით თურქმენული ნავთობის მიწოდება გაიზრდება

აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR და საერთაშორისო ტრიდერი Vitol ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით თურქმენული ნავთობის ტრანსპორტირებაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. “SOCAR და Vitol შეთანხმდნენ წელიწადში დაახლოებით 1 მილიონი ტონა თურქმენული ნავთობის ტრანსპორტირება განახორციელონ BTC მილსადენით. მიწოდება დაიწყება ოქტომბერში” – აცხადებს საინფორმაციო სააგენტო. SOCAR–მა ადრე განაცხადა, რომ ის ცდილობს გაზარდოს ნავთობის მიწოდება მთავარი საექსპორტო მილსადენით, რუსეთიდან და თურქმენეთიდან მომწოდებლების მოზიდვით. Vitol-ის ...

Read More »

„გაზპრომის“ ინფორმაციით, გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობა დასრულდა

გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული კომპანია „გაზპრომის“ ხელმძღვანელი, ალექსეი მილერი ავრცელებს. „გაზპრომის“ ინფორმაციით, მიმდინარე წელს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის საშუალებით 5.6 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება იქნება შესაძლებელი. სააგენტო „ბლუმბერგის“ ცნობით, „გაზპრომი“ გაზსადენის პირველი ხაზით ბუნებრივი აირის განთავსებას პირველი ოქტომბრიდან, ორივე ხაზით კი უკვე პირველი დეკემბრიდან გეგმავს. „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ით რუსული ბუნებრივი გაზი გერმანიას ბალტიის ზღვის გავლით ...

Read More »
საქართველოს ენერგოსისტემა ენგურჰესის ელექტროენერგიას თანდათანობით კარგავს

ევროკავშირი გალის რაიონში „ენგურჰესამდე“ მისასვლელი გზის რეაბილიტაციას აფინანსებს

ევროკავშირი ოკუპირებული გალის რაიონში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აფინანსებს. რაიონში შესაბამისი აბრაც განთავსდა. მასზე დატანილია ევროკავშირის დროშა და წარწერა – ინგლისურ და აფხაზურ ენებზე. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ საგზაო სამუშაოები „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. „მას შემდეგ, რაც 2021 წლის აპრილში წარმატებით დასრულდა ენგურჰესის გვირაბის შეკეთება, სამუშაოები გრძელდება მისასვლელი გზების რეაბილიტაციის, მექანიკური აღჭურვილობისა და რეზერვუარში (დაგროვილი) ნალექის მართვის ...

Read More »

იუსტიციის სამინისტრომ „ნამახვანჰესზე“ ხელშეკრულების შემსწავლელი კომპანია გამოავლინა

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას საერთაშორისო იურიდიული კომპანია – CMS Cameron McKenna Nabarro Olswang LLP შეისწავლის. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს იუსტიციის სამინისტრომ მიაწოდა. „საქართველოს იუსტიციის სამინიტროს ვებგვერდზე განთავსებული საჯარო შეთავაზების პირობების შესაბამისად, მიეწოდათ ენერგეტიკის სფეროში გამოცდილ საერთაშორისო იურიდიული კომპანიებს (ინტერესთა გამოხატვა, ფასთა გამოკითხვა), დაინტერესების შემთხვეევაში წარმოედგინათ წინადადებები. პროცესის გამჭვირვალობის თვალსაზრისით ...

Read More »

„გაზპრომი“ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის ამოქმედებას მომავალი თვიდან გეგმავს

რუსული ენერგოკომპანია „გაზპრომი“ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის ამოქმედებას მომავალი თვიდან გეგმავს. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „ბლუმბერგი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედიასაშუალებისთვის გახდა ცნობილი, რუსულ ენერგოგიგანტს სურს, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პირველი ხაზით გერმანიაში ბუნებრივი აირის მიწოდება პირველ ოქტომბერს დაიწყოს. თუმცა, ევროპაში ახალი გაზსადენით ბუნებრივი აირის მიწოდების დაწყების ვადა საბოლოოდ დამოკიდებულია გერმანიის მარეგულირებლის გადაწყვეტილებაზე. გაზსადენის ორივე ხაზის ამოქმედება კი პირველი დეკემბრიდან იგეგმება. „ბლუმბერგის“ ცნობით, „ჩრდილოეთ ნაკად 2“-ს ჯერ კიდევ ...

Read More »

“გრანდ დიქსენსის” კაშხალი – შვეიცარიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული სანახაობა

შვეიცარიაში მდებარე “გრანდ დიქსენსი”, რომლის სიმაღლე 285 მ აღწევს, ყველაზე მაღალია მსოფლიოში არსებულ ბეტონის გრავიტაციულ კაშხლებს შორის. ეს ნაგებობა ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილია “კლეზონ–დიქსენსის” ჰიდროენერგეტიკული კომპლექსისა, რომელიც სამ ელექტროსადგურსა და წყლის ოთხ სატუმბს მოიცავს. კომპლექსი შვეიცარიაში ელექტროენერგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს. მისი დადგმული სიმძლავრე – 2000 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავებაა 2 მილიარდი კვტ.სთ–ია. გამომუშავებული ელექტროენერგია საკმარისია 500 000 სახლის უზრუნველსაყოფად. ...

Read More »

ჩრდილოეთის ნაკადი 2 შეეცდება ევროპას წყალბადიც მიაწოდოს

Nord Stream 2 გაზსადენის ოპერატორი Nord Stream 2 AG სწავლობს წყალბადის ტრანსპორტირების შესაძლებლობას, განაცხადა ავსტრიის OMV–ს ყოფილმა ხელმძღვანელმა რაინერ ზელემ. თანამდებობის დატოვებამდე რამდენიმე დღით ადრე მან აღნიშნა, რომ მსგავსი კვლევები ტარდება, მაგრამ “პროგნოზები უნდა გაკეთდეს ძალიან ფრთხილად. უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა ესაუბროთ ინჟინრებს, ტექნიკურ სპეციალისტებს, რამდენად არის ხსენებული ტექნიკურად შესაძლებელი, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წყალბადს და ბუნებრივ აირს აქვთ ...

Read More »

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მედიაციის პროცესზე საუბრობს

ნამახვანჰესთან დაკავშირებით ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების შუამავლობით შეხვედრები გრძელდება. რა ეტაპზეა პროცესი, რაზე შეჯერდნენ მხარეები, როგორია მოლოდინი? – ამ საკითხებზე „პუბლიკა“ შეხვედრის მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლებს ესაუბრა. მკითხველს შევახსენებთ, რომ მედიაციის პროცესში ჩასართავად მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ რიგ წინაპირობებს აყენებდა – რკინის ბარიკადების მოხსნა; პოლიციის გასვლა ხეობიდან; პროტესტის დაბრუნება სოფელ ნამოხვანში; რეპრესიის შეწყვეტა (მოძრაობის დაკავებული წევრების გათავისუფლება); ხეობაში მიმდინარე სამუშაოების სრულად შეჩერება, ...

Read More »